უკრაინული მედია: სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია
ფოტო: Reuters
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კვლავ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ერთი წლის ვადით გაგრძელებაზე. ამის მიზეზი სლოვაკეთის პოზიცია გახდა.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირში არსებულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრატისლავას წინააღმდეგობის გამო ვერ შეათანხმეს სანქციების რეჟიმის 12 თვით გაგრძელების საკითხი.
„დღეს Coreper-მა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადაზე იმსჯელა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან და ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა.
სლოვაკეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სანქციების 1 წლით გაგრძელების ნაცვლად, კვლავ 6-თვიანი ვადის შენარჩუნებას ითხოვს.
გარდა ამისა, ბრატისლავა არ თმობს მოთხოვნას - არსებული სანქცირებული სიიდან ამოიღონ რამდენიმე პირი. პროცესის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დიპლომატები ამ პირების ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ.
„დიპლომატები კონსულტაციებს განაგრძობენ, რათა საბოლოო შეთანხმებას 15 სექტემბრამდე მიაღწიონ“, - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 19:40
რეგიონი
თამარ იოსელიანი: ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით
„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 19:39
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა.
09 სექტემბერი 2026, 19:29
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორები მსოფლიო სავაჭრო სისტემისთვის
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო სექტორს და შესაბამისად, არსებობს ის გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სექტორი და ამ გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბათუმში გამართულ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 19:26
მსოფლიო
CNN: უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება
ირინა რიბაკოვა საშინელი სიცხადით აცნობიერებს, რომ ფრონტის ხაზი ნელ-ნელა კრამატორსკს უახლოვდება - მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი აღმოსავლეთ უკრაინაში იმსახურა, იგი თვალს ადევნებდა, როგორ იხევდნენ უკან მისი დანაყოფები ერთი სტრატეგიული ცენტრიდან მეორისკენ, თუმცა, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილი „სიგიჟე“ იყო, - წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება“.
09 სექტემბერი 2026, 19:12
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ
ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ მაღალია ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის, ზოგადად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 19:07
პოლიტიკა
კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა
კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
09 სექტემბერი 2026, 18:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე
პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 18:44
მსოფლიო
მედია: უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე
უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-არხები და რეგიონის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
09 სექტემბერი 2026, 18:16
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე , ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.
09 სექტემბერი 2026, 18:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 18:11
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას
2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“.
09 სექტემბერი 2026, 18:10
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა
ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა,“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
09 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ამომრჩევლებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - 2024 წელს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პარტია რომ გააფერადეს, მხარს რას უჭერდნენ? - ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას გააკეთებდნენ? ამ ადამიანებს ანდობდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს?
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შავ დღეშია, მათ შორის, ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ქვეყანაში შავი ფულის შემოსვლა მინიმუმამდეა დასულია - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2026, 18:04
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი დიდია - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი
ჩვენ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
09 სექტემბერი 2026, 17:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროსტრუქტურების მიმართ სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 17:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი
„კალასების, კოსების თუ სხვა ევროკომისრისა და არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლის განცხადებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციასა და გულისწუხილს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას არის მისული. სწორი შეფასებაა, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.'' - განაცხადა გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2026, 17:58
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე მარტა კოსის განცხადებაზე: მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?!
„ყველა კანდიდატ ქვეყანას მოუწოდებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ლიდერსა და ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა, თუ გინდათ ევროკავშირის წევრი გახდეთო. სკანდალია ხომ? ერთი კითხვაც არსებობს - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ყველაფერზე რა პოზიციას აფიქსირებენ, ან საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა. კანდიდატ ქვეყნებს თუ უკრძალავ ურთიერთობას, მოქმედ წევრებზე რა ხდება?! მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?! მოქმედი ბიუროკრატია სრულიად აცდენილია რეალობასთან, სრულიად გასულები არიან დიპლომატიური ჩარჩოებიდან, პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობებში არიან შემჩნეულები და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ წესით გონიერი ადამიანი ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2026, 17:50
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობაა სამართალდამცავი ორგანოსთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფულის გადახდა, შემდეგ სახელმწიფოსთვის დაბრალება, რომ ამაზე პასუხის მოთხოვნა თურმე არის დემოკრატიული უკუსვლა
„არსებობს ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიის წარმომადგენლები ევროკავშირის მხრიდან, რომელთა მიზანიც ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2022 წლის თებერვალში. უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებულად გამძაფრებულები და აგრესიულები არიან არა მხოლოდ ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ არჩევანის გამკეთებელი ხალხის მიმართ“.
09 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი გააუქმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ულტრამემარჯვენეებს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა , ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ რეგიონულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების საჯაროდ აღნიშვნიდან რამდენიმე საათში მიიღეს.


