10 სექტემბერი 2026, 14:19 / სანდო წყარო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა

შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ინციდენტი 9 სექტემბერს მოხდა.

„თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქეები ასლან ალიევი და ასიმ გასიმოვი დაიღუპნენ, იმრან ნოვრუზოვმა და რაუფ ალიევმა კი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები უკრაინის ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ უწყებებთან კოორდინირებულად მუშაობს.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში განმარტეს, დაშავებული მოქალაქეების სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ მათი აზერბაიჯანში დაბრუნებისა და აუცილებელი საკონსულო დახმარების გაწევის, ასევე დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დასძინეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური ბაქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების ვითარება არასტაბილურია, ასევე ასეთ ტერიტორიებზე დასაქმებისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე, მუშაობისგან, რომლებიც აღნიშნული მარშრუტებით გადაადგილდებიან.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:19

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.

10 სექტემბერი 2026, 15:13

მსოფლიო

გერმანული მედია: ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს

გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელი, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს.

10 სექტემბერი 2026, 15:03

ტაბლოიდი

ახალაღმოჩენილ მწერებს სახელები ტეილორ სვიფტისა და მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს

ახალაღმოჩენილ მწერების სახეობას ტეილორ სვიფტის, კიდევ სამს კი მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს სახელები. Swiftiephylus - ასე უწოდეს ბაღლინჯოების ოჯახში შემავალ მწერების გვარს, რომელიც რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ამ მწერების 12 ახალი სახეობა იპოვეს, რომლებიც ავსტრალიის ტერიტორიაზე ბინადრობენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 სექტემბერი 2026, 14:57

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, ზოგიერთი კითხულობდა, რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია - იგივე არჩევანი კვლავ ჩვენს წინაშეა, რადგან კოსმოსი ახალ ეპოქაში შედის

როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, 25 წელზე მეტი ხნის წინ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი კითხულობდა, საერთოდ რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა პარიზში, კოსმოსის საკითხზე პირველ საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2026, 14:55

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS -2026 ესწრება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი

პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.

10 სექტემბერი 2026, 14:55

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს.

10 სექტემბერი 2026, 14:55

საზოგადოება

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.

კაია კალასი ჟან-ნოელ ბარო

10 სექტემბერი 2026, 14:54

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი საგარეო პოლიტიკისთვის ბრძოლის ზღვარზე იმყოფება

Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილ სამიტზე კაია კალასისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მომავლის საკითხს განიხილავენ.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?! - მათ ჩათვალეს, რომ სააკაშვილი დასრულებულია მათთვის, როგორც ლიდერი. ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ერთგვარი წამყვანი ლიდერის როლი აჩვენონ

გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?!, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის კომენტირებისას.

10 სექტემბერი 2026, 14:48

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე ვამეხ ძებნიაური 1500 ლარით დააჯარიმეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მან სამართალდარღვევა აღიარა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე ვამეხ ძებნიაური 1500 ლარით დააჯარიმეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მან სამართალდარღვევა აღიარა.

10 სექტემბერი 2026, 14:42

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში დააკავეს მამაკაცი, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ

ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:36

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება. რასაკვირველია, აქ ჩვენ უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი უნდა წარმოვაჩინოთ

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“

ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ემანუელ მაკრონი

10 სექტემბერი 2026, 14:25

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი კოსმოსის საკითხებზე პირველ საერთაშორისო სამიტზე: გამოწვევებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია საერთო მმართველობა, რომელშიც ყველა აქტიური ძალა იქნება ჩართული. სწორედ ეს არის ამ სამიტის ერთ-ერთი მიზანიც - ჩვენი კოსმოსური ევროპა კვლავ მყიფეა და დაჩქარება გვჭირდება

კოსმოსის საკითხებზე პირველ საერთაშორისო სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და მათი ხედვები გააჟღერეს. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია საერთო მმართველობა, რომელშიც ყველა აქტიური ძალა იქნება ჩართული.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი

დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და გლობალურ დონეზე ეს არის კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის ერთგვარი დასაწყისი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საკითხებზე პარიზში მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კოსის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2026, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით

არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

პრემიერი: მთლიანად სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, მსგავს სახელმწიფოებრივად მგრძნობიარე თემებზე კამპანიების აგორება მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.