კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი
კაია კალასი
ფოტო: AFP via Getty Images
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
კალასმა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო დასახლებებთან ვაჭრობის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალვას „პრინციპული პოზიცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირმა იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემთხვევაში.
„თუ ყირიმის ოკუპაციის მაგალითს ავიღებთ, მაშინ ყველაფერი ძალიან ნათელი იყო - ეს უკანონოა, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან ნებისმიერი პროდუქტით ვაჭრობას“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ევროკავშირს იგივე პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს ებრაულ დასახლებებთან მიმართებით. „შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობა უნდა შევწყვიტოთ“, - აღნიშნა მან.
ევროკავშირსა და ნატოში ისრაელის მისიამ კალასის განცხადებებს „ღრმად სამწუხარო“ უწოდა.
„განსაკუთრებით დღეს, ებრაული ახალი წლის წინა დღეს, რთულია იმის დაჯერება, რომ მან პირდაპირი პარალელი გაავლო იერუსალიმში დასავლეთის კედელსა და ებრაულ კვარტალსა და ყირიმში არსებულ ვითარებას შორის, მიუხედავად მისი პირადი შეხედულებებისა“, - განაცხადა ისრაელის მისიამ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი დიდი ხანია მხარს უჭერს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის ინიციატივას, რომლის მიზანიც ევროკომისიაზე ზეწოლის გაძლიერებაა, რათა კომისიამ ისრაელის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობა აკრძალოს, წერს გამოცემა.
აღნიშნული საკითხი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და კალასსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა.
თუმცა, კალასის მხარდაჭერამ ჯერჯერობით ევროკომისიის პოზიციის შეცვლა ვერ შეძლო. ივლისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მხოლოდ მცირე ნაწილი მოუწოდებდა კომისიას, წევრი ქვეყნებისთვის კონკრეტული ზომები შეემუშავებინა, რომლებზეც მათ კენჭი უნდა ეყარათ.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, ბელგია და შვედეთი, ბლოკის მასშტაბით შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს, თუმცა ჩეხეთმა განაცხადა, რომ ახალ სანქციებს მხარს არ დაუჭერს. ევროკავშირის სანქციების დასაწესებლად კი წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.
12 სექტემბერი 2026, 11:37
კულტურა
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ორი გამორჩეული ხმა, რომლებმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას საფუძველი ჩაუყარეს - კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
12 სექტემბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
12 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს
ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა
ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 11:07
სამართალი
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:57
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:51
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.
12 სექტემბერი 2026, 10:50
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:45
საზოგადოება
სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.
12 სექტემბერი 2026, 10:39
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
12 სექტემბერი 2026, 10:36
მსოფლიო
The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება
მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 10:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:47
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში
საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
12 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:26
პოლიტიკა
ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში
რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.
12 სექტემბერი 2026, 09:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში
12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.


