ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ფოტო: shutterstock.com
გერმანიაში ბენზინის ფასები მკვეთრად იზრდება. შაბათ-კვირას ახალი რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები ფასების კიდევ უფრო ზრდას შიშობენ.
გერმანია საწვავის ფასების გამო „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამს: ბენზინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს - ლიტრზე 2,27 ევროს მიაღწია, დიზელის ფასი კი 2,40 ევროს უახლოვდება.
ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორები აცხადებენ, რომ ფასის 3 ევრომდე ზრდაც არ არის გამორიცხული.
მთავრობის მიერ მანამდე გატარებულმა შემამსუბუქებელმა ზომებმა ხანგრძლივი ეფექტი ვერ მოიტანა.
SPD-ის ლიდერები საწვავის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ, თუმცა CDU-ს ეკონომიკის მინისტრი ამ იდეას ჯერჯერობით უარყოფს.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 17:37
საზოგადოება
შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე
გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას.
14 სექტემბერი 2026, 17:34
მსოფლიო
პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს
„პირველადი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრმა.
14 სექტემბერი 2026, 17:23
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
14 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა მას ენაზე, რომ ეს ეთქვა. სახელმწიფომ ჩაუდო ეს ნათქვამი?
ის პატრიოტია თუ არა პატრიოტი ამისთვის არავინ ასამართლებს, მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 17:21
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა სამართლებრივი დავები განიხილეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დაჯარიმდა
საქალაქო და რაიონული სასამართლოები სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივ დავებს განიხილავენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა წყალტუბოს სასამართლომ.
14 სექტემბერი 2026, 17:21
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის. მათ ხალხის ინტერესები ომის ინტერესებს და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს
თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით.
14 სექტემბერი 2026, 17:20
სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სტატუსით ირაკლი რუხაძე გამოიკითხა
შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.
14 სექტემბერი 2026, 17:16
მსოფლიო
შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა თვითგამორკვევის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს
შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა თვითგამორკვევის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონების ავტონომიური უფლებების გაფართოებასა და ლონდონის ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას. დოკუმენტში, რომელსაც სამი ქვეყნის პირველმა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, ნათქვამია, რომ სამივე ერთმანეთის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს და მზად არიან ეკონომიკურ, საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში ითანამშრომლონ.
14 სექტემბერი 2026, 17:06
მსოფლიო
უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს
კორუფციული სკანდალის გამო გადამდგარი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს, უკრაინის რადა ხვალ განიხილავს. მანამდე ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო კორუფციულ საქმიანობაში მისი უწყების წინააღმდეგ საქმის გამომძიებლებს, კერძოდ, ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.
14 სექტემბერი 2026, 17:01
მსოფლიო
ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს
რეგიონთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიას ევროკომისია 2026 წლის ოქტომბერში წარადგენს. დოკუმენტში უსაფრთხოების, კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში კონკრეტული პროექტები იქნება შეტანილი.
14 სექტემბერი 2026, 16:59
პოლიტიკა
პარლამენტში ინიციირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს
„ჩვენი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში არის, რომ კანონმდებლობით უზრუნველვყოთ, რომ დამსაქმებლებმა არ დააზიანონ საკუთარი დასაქმებულები და დროულად და სრულად შეიტანონ საპენსიო დანაზოგის თანხა, რომელშიც თავისი წილით სახელმწიფოც მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ დაიფარება ძირი თანხა - საპენსიო შენატანი და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
14 სექტემბერი 2026, 16:32
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 85 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 39 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი, დაფიქსირდა ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი.
14 სექტემბერი 2026, 16:15
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი, მერაბ გამყრელიძე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 16:13
პოლიტიკა
პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს.
14 სექტემბერი 2026, 15:54
პოლიტიკა
მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 15:32
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 15:28
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
14 სექტემბერი 2026, 15:26
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას
ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
14 სექტემბერი 2026, 15:23
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განიხილეს.


