15 სექტემბერი 2026, 10:52 / სანდო წყარო

Financial Times: ირანის მოკავშირეები საუდის არაბეთზე ზეწოლას აძლიერებენ

ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ იემენის წითელი ზღვის სანაპიროზე წინსვლის ფონზე საუდის არაბეთი სულ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამეფოს სამხრეთიდან „ჰუსიტების“, ჩრდილოეთიდან კი ერაყში მოქმედი შიიტი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მზარდი საფრთხე ემუქრება, რაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტსა და მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ამბიციურ ეკონომიკურ გეგმებს საფრთხეს უქმნის.

გასულ კვირას, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ იემენის წითელი ზღვის სანაპიროზე სწრაფად მიიწევდნენ წინ, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკა და შეიარაღებული დაჯგუფების წინსვლის შესაჩერებლად ვაშინგტონს მხარდაჭერა სთხოვა.

„ჰუსიტები“ უახლოვდებოდნენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს - ვიწრო საზღვაო გასასვლელს, რომელიც საუდის არაბეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა მნიშვნელოვნად შეზღუდა. პარალელურად, „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის სამხრეთ პროვინციებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ჩრდილოეთიდან კი ერაყში მოქმედი შიიტი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმამ მნიშვნელოვანი ნავთობსადენის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.

თუმცა, როდესაც ტრამპმა „ჰუსიტების“ საფრთხეზე საჯაროდ ისაუბრა, მისი დამოკიდებულება შედარებით მშვიდი იყო. ტრამპის თქმით, „ჰუსიტებმა“ ვაშინგტონს შეატყობინეს, რომ „მათ ჩვენთან ბრძოლა არ სურთ“.

„მათ არ სურთ, რომ მათ წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. ისინი გემების უმეტესობას ატარებენ. არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომლითაც ისინი არც ისე კმაყოფილები არიან და ამას ჩვენ მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა შაბათს ირლანდიაში ვიზიტისას.

Financial Times-ის ცნობით, ოფიციალური ერ-რიადი უკვე შეეჩვია პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობას, თუმცა საუდის არაბეთისთვის შექმნილ კრიზისზე ტრამპის, ერთი შეხედვით, გულგრილმა რეაქციამ, რაც ირანისთვის ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების შენარჩუნებას ხელს უწყობს, ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო სამეფოში უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა.

საუდის არაბეთი ახლა სწორედ იმ რეგიონულ ქაოსთან გამკლავებას ცდილობს, რომლის საფრთხეზეც პრინცი მოჰამედი ტრამპს აფრთხილებდა. ქვეყანა აღმოჩნდა გაძლიერებულ და ბრძოლის გამოცდილების მქონე „ჰუსიტებსა“ და ერაყიდან მომდინარე შეიარაღებული თავდასხმების საფრთხეს შორის, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებები და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აქტიურობენ.

ეს შესაძლოა პრინც მოჰამედისთვის ყველაზე სერიოზული გამოცდა იყოს 2018 წლის შემდეგ, როდესაც საუდის არაბეთის აგენტების მიერ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ ის დასავლეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ გარიყულად აქცია, წერს გამოცემა.

არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის როგორც საუდის არაბეთის შესაძლებლობას, ნავთობის ექსპორტი განახორციელოს, ისე მემკვიდრე პრინცის ამბიციურ გეგმას, ნავთობის შემოსავლებით დაფინანსებული პროექტების მეშვეობით ქვეყანა გლობალურ საინვესტიციო ცენტრად აქციოს.

საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვება აგვისტოში უკვე დღეში 6,2 მილიონ ბარელამდე შემცირდა - ბოლო 36 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე. ეს გამოწვეულია როგორც ჰორმუზის, ისე ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ტანკერების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

საუდის არაბეთი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, ამჟამად აშშ-ზე ორჯერ ნაკლებ ნავთობს აგზავნის, აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

15 სექტემბერი 2026, 11:41

საზოგადოება

გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

15 სექტემბერი 2026, 11:29

პოლიტიკა

ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი ჯერ გადაცემაში მიიწვიეს, ხოლო შემდეგ ახობაძემ მასზე დაწერა: „მევასება ასეთ **ეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ ამით ვკაიფობ“

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ, ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის, ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია.

15 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანთან კავშირების გამო ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფ VTB ბანკს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაია ბითაძე

15 სექტემბერი 2026, 11:24

პოლიტიკა

მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო - იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო, - განაცხადა კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან მაჭავარიანი

15 სექტემბერი 2026, 11:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ​გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ. ეს არის ძალა, რომელიც საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ იბრძვის

„​ყველას შევახსენებ, ეს არის ის ძალა, რომელმაც 2021 წლის არჩევნების მერე კოალიცია ჩამოაყალიბა უშუალოდ დედა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში. ეს არის ის ძალა, რომელიც იბრძვის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ, რომელიც ჩართულია რევოლუციურ პროცესებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ზვიად შალამბერიძე

15 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: პარტიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეწინააღმდეგებიან ჩვენს კონსტიტუციას, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ზვიად შალამბერიძე უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

პრემიერი: ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

ლევან მახაშვილი

15 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: საზოგადოებამაც კარგად დაინახა, გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ისინი პარლამენტში არიან, მთელი ის დესტრუქცია, რაც შემოიტანეს ქართულ პოლიტიკაში

„ჩვენი ვალია, რომ კონსტიტუციური წესწყობილება დავიცვათ ყველა იმ ორგანიზაციისგან და განშტოებიდან, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესწყობილებას. „გახარიების“ პარტიას ჰქონდა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ და ასე ეწარმოებინათ საკუთარი პოლიტიკა. გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ისინი პარლამენტში არიან, საზოგადოებამაც კარგად დაინახა მთელი ის დესტრუქცია, რაც შემოიტანეს ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.

15 სექტემბერი 2026, 11:18

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

15 სექტემბერი 2026, 11:01

პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

15 სექტემბერი 2026, 10:40

საზოგადოება

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა.

15 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს.

15 სექტემბერი 2026, 10:35

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა

საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას,რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

15 სექტემბერი 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.

15 სექტემბერი 2026, 10:32

თავდაცვა

ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკრები შეუერთდნენ

პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვის მენეჯმენტი, კიბერსივრცითი ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.

მეთიუ რიზი

15 სექტემბერი 2026, 10:30

კულტურა

Emmy 2026-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

საღამოს ტრიუმფატორი სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა. Apple TV-ის პროექტმა გამარჯვება 14 ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის „საუკეთესო კომედიური სერიალის“ კატეგორიაში, რითაც ერთ სეზონში კომედიური სერიალისთვის მიღებული ჯილდოების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. Emmy კატეგორიაში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ ზედიზედ მეორედ „პიტის საავადმყოფომ“ მიიღო.

15 სექტემბერი 2026, 10:26

მსოფლიო

Euractiv: ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში დემოკრატიის განვითარებამ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე მეტად უკან დაიხია. ინფორმაციას Euractiv-ი საერთაშორისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 სექტემბერი 2026, 10:23

საზოგადოება

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გიორგი კალანდია

15 სექტემბერი 2026, 10:07

პოლიტიკა

გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაური" და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაურის“ შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, რადგან: არც აჟიოტაჟი აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც, ალბათ, მის დამგეგმავებსა და დამფინანსებლებს სურდათ, და არც „კრიტიკა“ არის ისეთი წონიანი, რომ "ჩიტი ბრდღვნად ღირდეს". ამიტომ მოკლედ ვიტყვი:- მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული, - წერს ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.