imedi /  15 სექტემბერი 2026, 19:48 / სანდო წყარო

YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მმართველი ბლოკის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

ბრიტანული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მმართველი კონსერვატიული ბლოკის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) - რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 18%-მდე დაეცა.

სოციოლოგიური გამოკითხვა 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 18 წელზე უფროსი ასაკის გერმანიის 2 161-მა მოქალაქემ მიიღო.

აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, CDU/CSU-ის მხარდაჭერა 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ამავდროულად, გერმანელ ამომრჩეველში ყველაზე მაღალი პოპულარობით ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სარგებლობს.

საპარლამენტო არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს, AfD-ს მხარს მოქალაქეთა 29% დაუჭერდა, რაც გასულ თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ყველა სიახლე

15 სექტემბერი 2026, 20:37

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყველაზე დიდი წარმატება იწყება განათლებით და პატრიოტიზმით

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარესთან - დავით ბაციკაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, - ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

15 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს - დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და, სავარაუდოდ, იყო ტექნიკური ხარვეზი, რაც, მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება.

15 სექტემბერი 2026, 20:07

ეკონომიკა

Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. LIVE

Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ვარლამ წიკლაური

15 სექტემბერი 2026, 20:04

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქალაქის სხვადასხვა სკოლას ესტუმრა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან, მერისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა ხმალაძესთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა სკოლას ესტუმრა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კაია კალასი

15 სექტემბერი 2026, 19:59

მსოფლიო

კაია კალასმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ზარს ვლადიმირ პუტინისგან ან სერგეი ლავროვისგან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ის უპასუხებდა ზარს ვლადიმირ პუტინისგან ან სერგეი ლავროვისგან. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი მოსკოვის პირობებით არ უნდა დაიწყოს.

15 სექტემბერი 2026, 19:59

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნათია თურნავა

15 სექტემბერი 2026, 19:56

ეკონომიკა

ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციაში „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

15 სექტემბერი 2026, 19:52

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: 2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

15 სექტემბერი 2026, 19:45

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს და სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს, ასევე, სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დავით კარგარეთელი

15 სექტემბერი 2026, 19:38

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

15 სექტემბერი 2026, 19:29

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ორ ადამიანზე, რის შედეგადაც ერთ დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს.

ელენე ბენიძე

15 სექტემბერი 2026, 19:28

საზოგადოება

„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს. ბევრი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, პასუხიც კი არ მიმიღია კითხვაზე როდის და რა გზით მივიღებ ჩემს კუთვნილ თანხას- აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში

„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის წინაშე აქვს ფინანსური დავალიანება, რომლის გადახდაზე პასუხსაც კი არ იძლევა.

15 სექტემბერი 2026, 19:21

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადგილობრივი ოფიციალური პირები ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება?

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რომელმაც შესაძლოა ვაშინგტონში ძალთა ბალანსი შეცვალოს, ადგილობრივი და შტატის ოფიციალური პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება? - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

15 სექტემბერი 2026, 18:38

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

15 სექტემბერი 2026, 18:35

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრაზე, ევროპულ ორგანიზაციებში ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

ილჰამ ალიევი

15 სექტემბერი 2026, 18:27

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა

ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 18:24

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი ახალ სახელმძღვანელოებზე: ფორმა, მეთოდოლოგია აბსოლუტურად შეცვლილია და ეს არის კონსტრუქტივისტული მიდგომით წარმოდგენილი სახელმძღვანელოები. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლე პასიური მსმენელი კი არ არის, არამედ თავად არის ამ ცოდნის შენების მონაწილე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითად საკითხებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ახალი მეთოდოლოგიით შედგენილი სახელმძღვანელოებით მოსწავლე არ არის პასიურ როლში და ის თავად მონაწილეობს ცოდნის შექმნაში.

თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 18:24

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: აჭარაში წლის ბოლომდე 20 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება, 2027 წელს 7 ახალი სკოლა აშენდება, 20 სკოლაში კი პროცესი დაიწყება

„სისტემაში გვაქვს 2085 სკოლა და სკოლების უმრავლესობას სჭირდება ან სრული რეაბილიტაცია, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ვიცით, რომ არის ბევრი სკოლა, სადაც მრავალი წელია ეს პროცესი ვერ დასრულდა, ამიტომ ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროს ცალკე კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც სათითაოდ გავდივართ ყველა სკოლის საკითხს. პრიორიტეტები განსაზღვრულია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

15 სექტემბერი 2026, 18:22

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: არაქართულენოვან მოსახლეობას ესმის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ სახელმწიფო ენის სწავლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მათივე სურვილის მიხედვით, ცალკე გავხსენით ქართული სექტორები

21 არაქართულენოვან სკოლაში ცალკე გაიხსნა ქართული სექტორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.