ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა
ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა.
„სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა.
კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე და დაზიანებები რვა ოლქში დაფიქსირდა. რუსებმა სუმისა და ოდესის ოლქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. კიევსა და ოდესაში კი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ზოგიერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ლინდსი გრემის კანონი“ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ სხვა მკაცრ სასანქციო ნაბიჯებთან ერთად უკიდურესად ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ომი.
„ლინდსი გრემის კანონპროექტი“, ჩვენი პარტნიორების მიერ ომის წყაროს, რუსეთის, წინააღმდეგ გადადგმულ სხვა მკაცრ სასანქციო ნაბიჯებთან ერთად უკიდურესად ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს ეს ტერორისტული ომი და რუსეთი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, როდესაც მას მშვიდობის დამყარება მოუწევს.
სანქციები ძლიერი უნდა იყოს, რათა მშვიდობის მისაღწევად მიმართული ყველა ძალისხმევა, მათ შორის ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა შეერთებულ შტატებთან, ევროპასა და სხვა მეგობარ ქვეყნებთან, წარმატებით დასრულდეს.
მადლობას ვუხდი წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებსა და აშშ-ის კონგრესის ლიდერებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს“, აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დღეს დაუჭირა. კანონპროექტი ახლა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
It is symbolic that the U.S. House of Representatives passed the Lindsey Graham Sanctioning Russia and Iran Act on the night of yet another Russian attack on Ukraine with ballistic and other missiles and drones. Once again, civilian infrastructure was targeted, with damage… pic.twitter.com/xFz458d4AN
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 17, 2026
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 12:15
ეკონომიკა
პრემიერი: სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა, ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ, აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით
ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.
17 სექტემბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ალოგიკურია, ბრენდის სარეკლამო სახე იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ ბრენდი არ ეთანხმება მას ამ განწყობებში
„ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ბრენდის მიერ შერჩეული სარეკლამო სახე მათ იდეოლოგიას ან არჩევანს შეურაცხყოფს, მათი მხრიდან აპლიკაციის წაშლა ან კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იქნება სამოქალაქო და ეკონომიკური პროტესტის ყველაზე პირდაპირი ფორმა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ამას მათ ვერავინ უკარნახებს და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. კორპორაციულ სამყაროში ამას „მომხმარებლის ხმას“ უწოდებენ. ეს ხმა ძალიან ხმამაღალია და, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივად მინიმუმ 1 120 053 ამომრჩევლის ხმას უდრის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
17 სექტემბერი 2026, 12:14
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი
ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
17 სექტემბერი 2026, 12:12
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს.
17 სექტემბერი 2026, 12:08
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ვაბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩიხში იყო მოქცეული
„მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული: ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 12:05
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა
2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
17 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
„ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, ჩვენი სურვილია, რომ 9 თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2026, 12:02
საზოგადოება
საქპატენტის ორგანიზებით სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ჩაატარებენ
2026 წლის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საქპატენტი შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით ხორციელდება. კურსს სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორები გაუძღვებიან.
17 სექტემბერი 2026, 12:02
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ ჩინეთში სასწავლო პროგრამით მყოფი ქართველი მსმენელები მოინახულა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ის ქართველი მსმენელები, რომლებიც ჩინეთის მხარის მიწვევით ამ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტში გადიან სასწავლო კურსს.
17 სექტემბერი 2026, 11:58
ეკონომიკა
კახეთის მასშტაბით 12,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
გადამუშავებული ყურძნიდან 6,8 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 400-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მერი გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2026, 11:56
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე : რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ
„რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, რუსთავში სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ, რომლის მთავარი კონცეფცია არის - სპორტი ყველასთვის. მალე დავიწყებთ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასაც და ვემზადებით ბავშვთა რაგბის აკადემიის გასახსნელად. ჩვენი რუსთავი, რომელმაც ქვეყანას უამრავი საამაყო სპორტსმენი გაუზარდა, უნდა გარდავქმნათ ქალაქად, სადაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალაქური ცხოვრების სტილი იქნება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად შეუერთდა.
17 სექტემბერი 2026, 11:53
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა სცენარები განიხილება გერმანიაში
გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს თანამდებობიდან გადაყენების საფრთხე შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას დაემუქროს - ხელისუფლებაში მოსვლიდან 16 თვის შემდეგ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 11:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს
მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 11:49
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა
ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და ავღნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა.
17 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში
„წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი
იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 11:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და აღვნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება
„დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 11:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი
ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.
17 სექტემბერი 2026, 11:35
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები გახსნილობასა და ღიაობას სათავისოდ იყენებენ. სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია - არ შეიძლება, სუვერენულ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს
ის ფაქტი, რომ ამერიკაში კიდევ განახლდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ თავის დროზე მართლები ვიყავით, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ფარული გავლენებისგან დასაცავად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.


