დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ტრამპის მტკიცებით, აშშ-ს სამუდამოდ ექნება გარანტირებული გრენლანდიის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ისე, რომ არავითარი ხარჯის გაწევა არ მოუწევს.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს და სრულად აგვარებს ყველა იმ მრავალ პრობლემას, რომელიც აშშ-ს აწუხებდა. ეს შეერთებულ შტატებს არანაირი ხარჯი არ დაუჯდება!
ჩემი დავალებით, ჩვენ ვიმუშავეთ დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ შეერთებულ შტატებს სამუდამოდ ექნება სრული შესაძლებლობა, გრენლანდიაში განახორციელოს ყველა აუცილებელი მოქმედება გრენლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად, - დაწერა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამიერიდან ამერიკის არცერთ მოწინააღმდეგეს ვაშინგტონის თანხმობის გარეშე გრენლანდიაზე ბაზის განთავსების უფლება არ ექნება.
„ამიერიდან ამერიკის არცერთ მოწინააღმდეგეს აღარ ექნება უფლება, გრენლანდიაზე განათავსოს ბაზა, ჰქონდეს სამხედრო წარმომადგენლობა ან გრენლანდიაში განახორციელოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენი მკაფიო წერილობითი თანხმობის გარეშე.
100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტებმა იცოდნენ გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება. ვამაყობ, რომ სწორედ მე ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საბოლოოდ და შეუქცევადად მოაგვარა. ეს არის „უსასრულო სიცოცხლის“ შეთანხმება. მას დასასრული არ აქვს!“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განმარტებით, ამერიკული მხარე დაუყოვნებლივ დაიწყებს გრენლანდიაზე სამხედრო წარმომადგენლობის განვითარების პროცესს.
„ჩვენთვის დიდი პატივია და სიამაყეა ის, რაც ახლა მოხდა და ამერიკელი ხალხი დააფასებს ყველაფერს, რაზეც დღეს შევთანხმდით. დაუყოვნებლივ დავიწყებთ შესაბამის ნაწილში გრენლანდიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წარმომადგენლობის განვითარების პროცესს, რადგან კუნძულზე ამისთვის არაერთი შესაფერისი ადგილია. მისი განვითარებისა და მშენებლობისთვის გრენლანდიის მოსახლეობასთან ერთად ვიმუშავებთ.
ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დანიისთვის, გრენლანდიისთვის და ყველა ჩვენი მოკავშირისთვის. მოუთმენლად ველით დანიისა და გრენლანდიის შესანიშნავ ხალხთან თანამშრომლობას, რათა ამ დიდი და უაღრესად სტრატეგიული ტერიტორიისთვის ბრწყინვალე მომავალი შევქმნათ. ჩვენ მას ძალიან გავუფრთხილდებით! ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ოცნების ასრულებაა. ეს არის მოვლენა, რომელიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებულია“, - დაწერა მან.
BREAKING NEWS: I am pleased to announce that the United States of America has entered into an Agreement with The Kingdom of Denmark, and Greenland, that gives the United States permanent control over security, and all other needs, in Greenland, completely addressing ALL of our…
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 19, 2026
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 10:34
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:31
საზოგადოება
მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.
19 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:25
მსოფლიო
მარკო რუბიო დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს ისტორიული შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს არქტიკაში სამუდამოდ უზრუნველყოფს და ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის მიერ დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.
19 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
19 სექტემბერი 2026, 10:06
ჯანდაცვა
თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
19 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით საჭირო სისტემებისა და შესაბამისი აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2,68 მილიარდი დოლარია.
19 სექტემბერი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
19 სექტემბერი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
19 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში?
19 სექტემბერი 2026, 00:40
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო
„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 სექტემბერი 2026, 00:11
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს
ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.
18 სექტემბერი 2026, 23:55
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს
პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
18 სექტემბერი 2026, 23:21
მსოფლიო
ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 სექტემბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.
18 სექტემბერი 2026, 22:20
მსოფლიო
გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ
გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.
18 სექტემბერი 2026, 22:11
სპორტი
ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს
„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.
18 სექტემბერი 2026, 21:54
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 21:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.


