მსოფლიო
22 სექტემბერი 2026, 11:06
NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.
22 სექტემბერი 2026, 11:00
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. დარტყმა დნიპროვსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დარნიცკის რაიონში კი კერძო სახლის ტერიტორიაზე. დაშავდა 4 ადამიანი. მანამდე ოკუპანტებმა მასშტაბური იერიშები უკრაინის სამრეწველო რეგიონებზე მიიტანეს.
22 სექტემბერი 2026, 09:20
Reuters: ზელენსკი CIA-ს ხელმძღვანელს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა, რომელიც მანამდე მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავდა
რეტკლიფი უკრაინელ ლიდერს მოსკოვში ვიზიტიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ის ადგილობრივი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას შეხვდა. კრემლში განაცხადეს, რომ რეტკლიფს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.
22 სექტემბერი 2026, 09:15
ემანუელ მაკრონი: აშშ და ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ მორატორიუმს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე
„ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ მორატორიუმს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პირობებზე“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში თეთრი სახლის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში.
22 სექტემბერი 2026, 04:16
ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.
22 სექტემბერი 2026, 02:19
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


