რუმინეთმა საზღვართან დრონების გამო ჰაერში გამანადგურებლები აწია
ფოტო: Getty Images
უკრაინა-რუმინეთის საზღვართან უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო, რუმინეთმა სამხედრო გამანადგურებლები ჰაერში აწია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადიოლოკაციურმა სისტემამ დააფიქსირა საჰაერო სამიზნეების ჯგუფი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტ კილია-ვეკეს ჩრდილოეთით, რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს გადაადგილდებოდა.
„ვითარების მონიტორინგისთვის 57-ე ავიაბაზიდან აფრინდა ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც ნატოს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საჰაერო განგაში 05:44 საათზე გაუქმდა. ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
24 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა. კერძოდ, ოკუპანტებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს დარტყმა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. უკრაინულ რეგიონებზე რუსული თავდასხმის გამო გამანადგურებლები ჰაერში პოლონეთმაც აწია.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 10:56
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით ხელის ტრაქტორები გადაეცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 10:45
პოლიტიკა
მუსიკოსი „კორძი" გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის
მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუაცია რეაგირების გარეშე დატოვეს.
24 სექტემბერი 2026, 10:36
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
24 სექტემბერი 2026, 10:34
საზოგადოება
ლაშა ავალიანი WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
24 სექტემბერი 2026, 10:30
თავდაცვა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან.
24 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 10:29
კულტურა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
ღონისძიება საზეიმოდ ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. ანსამბლები და მეცნიერები ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ღონისძიების ფარგლებში დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება კონცერტი, დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსული ანსამბლების მონაწილეობით.
24 სექტემბერი 2026, 10:25
საზოგადოება
კინოს სახლში ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული” პრემიერა გაიმართა
კინოსურათი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებსა და მათ ხსოვნას ეძღვნება. ფილმის სიუჟეტი ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიის ფონზე ვითარდება. ნინო მირცხულავას ნამუშევარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, მაყურებელს სოხუმის ქუჩებში ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრობდნენ.
24 სექტემბერი 2026, 10:24
სამართალი
პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.
24 სექტემბერი 2026, 10:24
კულტურა
ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლოში გამოსვლისას ვაინშტაინმა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. „გულწრფელად ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც მირიამ ჰეილიმ განიცადა. თუმცა იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩემი უდანაშაულობის შესახებ“, - აღნიშნა მან.
24 სექტემბერი 2026, 10:17
სპორტი
17 ოქტომბერს საქართველოში ქართული საბრძოლო ორგანიზაცია „რკენა“ და ამერიკული MMA-ის გიგანტი PFL ისტორიულ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ
საქართველო MMA-ის მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. 17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული საბრძოლო ორგანიზაცია „რკენა“ და ამერიკული MMA-ის გიგანტი PFL ისტორიულ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.
24 სექტემბერი 2026, 10:13
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. შალვა გოგოლაძემ მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
24 სექტემბერი 2026, 10:12
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
24 სექტემბერი 2026, 10:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. „მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
24 სექტემბერი 2026, 10:08
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
24 სექტემბერი 2026, 10:01
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს
ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს დღეს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „დინამო არენაზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება.
24 სექტემბერი 2026, 09:57
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამჯერად, კიდევ ერთი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე, სადაც 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო ტროტუარი და მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.
24 სექტემბერი 2026, 09:54
კულტურა
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა
პრემიერა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში - ახალი სეზონი ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გაიხსნა.
24 სექტემბერი 2026, 09:50
თავდაცვა
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.


