ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველს აშშ-ს წინააღმდეგ კოალიციის შექმნა სურს
ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა იაჰია რაჰიმ საფავიმ ანტიამერიკული ალიანსის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო farsnews - ი წერს.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ვაშინგტონი „პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მიზნით ირანის დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა“.
„ირანმა უნდა შექმნას რეგიონალური კოალიცია, რომელშიც ასევე შევლენ რუსეთი, სირია, პაკისტანი და ერაყი. ჩვენ ამერიკულ ალიანსს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.
საფავის თქმით, ამერიკის 30 ათასი ადამიანისგან შემდგარ ორგანიზაციას, უნდა ქურთთა ავტონომიური რეგიონის ჩამოყალიბება, - რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება, რადგან სირიის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიაონობას არღვევს" ,- განაცხადა გენერალმა.
ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ კოალიცია, ამერიკის თაოსნობით, სირიის "საზღვრის უსაფრთხოების ძალების" დაფუძნებას, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად აპირებდა.
ეს ძალები ამერიკის აქტიური მხარდაჭერით, 2015 წელს შეიქმნა და ოფიციალური განცხადებების თანახმად, - "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისთვის შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, სირიელი ქურთები შეიარაღებას ამერიკის კოალაციიდან იღებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიის ხელისუფლებას აღმოსავლეთ ღუტაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს და მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრებს.
მისი თქმით, ბოლო დროს აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ ბაშარ ასადი განაგრძობს ქიმიური იარაღის გამოყენებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ტილერსონმა. სირიაში, 23 იანვარს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები ქლორიდით მოწამვლას ემსხვერპლნენ“.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 17:56
საზოგადოება
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
18 მარტი 2026, 17:46
საზოგადოება
თეა ახვლედიანი: ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 17:44
საზოგადოება
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე ილია მეორეზე: რთულ დღეებში მარად სახსოვარი პატრიარქი მამისეული სიბრძნითა და სიყვარულით უძღვებოდა მრევლს და უდრეკად ემსახურებოდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას
ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
18 მარტი 2026, 17:19
საზოგადოება
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყო. ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
18 მარტი 2026, 17:10
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
18 მარტი 2026, 17:05
მსოფლიო
ნატო თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე Patriot-ის კიდევ ერთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას განათავსებს
ნატომ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო Patriot-ის ტიპის კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
18 მარტი 2026, 16:44
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებაში, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელდება.
18 მარტი 2026, 16:35
საზოგადოება
ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ილია მეორის გარდაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა, - ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
18 მარტი 2026, 16:27
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
18 მარტი 2026, 16:17
საზოგადოება
მეუფე იობი: დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი
„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, - განაცხადა მეუფე იობმა.
18 მარტი 2026, 16:06
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში
უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი - აღნიშნულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში. მისი თქმით უწმინდესის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე განუზომელია.
18 მარტი 2026, 16:02
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში, 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18 მარტი 2026, 16:01
მსოფლიო
„ცაჰალი“ ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წუხელ ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაცია მოახდინა.
18 მარტი 2026, 15:45
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო: მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
18 მარტი 2026, 15:31
საზოგადოება
დავით გაბაიძე: მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სულიერი საყრდენის სიმბოლო. დღეს სიტყვები უძლურია, მადლიერება - უსასრულო. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
18 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
ლევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა
„მის მასშტაბს ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთ დაგვანახებს, ჩვენც და მომავალ თაობებსაც. მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, პატრიარქი ილია მეორე იყო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, - აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.
18 მარტი 2026, 15:24
საზოგადოება
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
„მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე ასეთი ღვაწლისთვის! სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება მისი სახელი ჩვენს გულებში. სწორედ მისი ნათლულები არ მისცემენ მის სახელს დავიწყებას და გვჯერა, რწმენით და ეროვნული ცოდნით განაგრძობენ მათი ნათლიის - საქართველოს ისტორიის უდიდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ გზას. დღეიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია II ზეციური საქართველოდან უწინამძღვრებს მის საყვარელ სამშობლოს! ჩვენ კი, მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად განვაგრძობთ იმ საქმეს, რაშიც წინ მიგვიძღოდა!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
18 მარტი 2026, 15:05
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 15:05
საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო
„ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნვას მიუძღვნა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილიას პატრიარქობის თითქმის 50 წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქართულ საზოგადოებაში. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
18 მარტი 2026, 14:57
საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის
გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო, - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.


