28 სექტემბერი 2026, 17:12 / სანდო წყარო

The Independent: ბრიტანელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა მხოლოდ მისთვის მისაღებ სიტყვის თავისუფლებას იცავს

ენდი ბერნემი

ენდი ბერნემი

ახალი კვლევის თანახმად, ბრიტანელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა მხოლოდ იმ სიტყვის თავისუფლებას იცავს, რომელიც მისთვის მისაღებია. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Liberty-ის დაკვეთით, კვლევითმა ორგანიზაცია More in Common-ის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელთა 54% მიიჩნევს, რომ მთავრობა მხოლოდ იმ მოსაზრებებს იცავს, რომლებსაც თავად ეთანხმება.

კვლევის შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პოლიციამ სადავოდ აკრძალული ჯგუფის Palestine Action-ის მხარდამჭერები დააკავა. ისინი ლივერპულში, „ლეიბორისტული პარტიის“ კონფერენციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავდნენ.

Liberty-მ განაცხადა, რომ ეს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემისთვის „ძალიან მკაფიო გამაფრთხილებელი ნიშანია“ და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კანონების „ორმაგი სტანდარტით აღსრულების“ შესახებ ბრალდებებს აძლიერებს.

სიტყვის თავისუფლების საკითხი ბერნემის წინამორბედ კირ სტარმერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც ერთ-ერთ მწვავე თემად იქცა. სტარმერს „ორი სტანდარტის კირის“ მეტსახელი შეარქვეს იმის გამო, რომ არსებობდა მოსაზრება, თითქოს სოციალურ ქსელებს ძირითადად პოლიტიკური მემარჯვენეების წინააღმდეგ აკონტროლებდნენ, წერს გამოცემა.

Liberty-მ კვლევის შედეგებს „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა. ორგანიზაციის განცხადებით, გამოკითხვის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ბრიტანელები აფასებენ, არის მთავრობისა და ხელისუფლებაში მყოფ პირთა კრიტიკის შესაძლებლობა.

Liberty-ის შეფასებით, კვლევის შედეგებზე გავლენა მოახდინა მთავრობის მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულმა არაერთმა გახმაურებულმა გადაწყვეტილებამ.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:42

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვისტოზე საუბრისას რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ძალიან პატარა სოფლებად მოიხსენია. მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული.

28 სექტემბერი 2026, 17:32

საზოგადოება

საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დედაქალაქში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ცხოველთა მეპატრონეებს საშუალება ჰქონდათ აეცრათ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ცხოველის მოვლის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმ აუცილებელი პროცედურების შესახებ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2026, 17:30

სამართალი

საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის ორი ადმინისტრაციული ოქმი განიხილეს

ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის სამი ათასი ლარით დაჯარიმდა, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის კიდევ ერთი მოქალაქის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

ტარიელ შავერდაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:28

სამართალი

ტარიელ შავერდაშვილი: გირგვლიანის ამბის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის, რადგან მე და ბადრი ახლოს ვიყავით, ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც დაიწყო ზემოქმედება. 15 ათასი ტონა შაქრით დატვირთული გემი დამიპატიმრა კეზერაშვილმა იმ მიზეზით, თითქოს იარაღი და კონტრაბანდა შემომქონდა

დღეს ბადრი პატარკაცისვილის მეგობარი ტარიელ შავერდაშვილი გამოკითხეს. მან დეტალურად ილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტის და წნეხის შესახებ.

28 სექტემბერი 2026, 17:27

მსოფლიო

მოლდოვის კრიზისების მართვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მდინარე დნესტრში წყლის დონის კლების ტენდენცია გაგრძელდება, კიშინიოვი წყლის გარეშე დარჩება

მოლდოვის კრიზისების მართვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მდინარე დნესტრში წყლის დონის კლების ტენდენცია გაგრძელდება, დედაქალაქი კიშინიოვი უახლოეს კვირებში წყლის გარეშე დარჩება.

28 სექტემბერი 2026, 17:24

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ეკა კუპატაძე ესწრება

28 სექტემბერი 2026, 17:23

რეგიონი

ბათუმის შემოვლით გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას — 02:00-დან 07:00 საათამდე.

მარიამ ლაშხი

28 სექტემბერი 2026, 17:21

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

28 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

პარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამია ეჯდათ „ფორმულაზე“ ბრადიაგებს და იკითხა, ჩერგოლეიშვილს თუ ურტყამთ, სხვას რატომ არ ამხელთ, ვინც ოპოზიციაში რყევებს იწვევსო და სანაია გამოუხტა - ვერ შეგვარყევსო. მართალია, არ ვარყევ, ვეხმარები. ტელევიზია შერყეული კი არა, გადარყეული აქვს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს.

28 სექტემბერი 2026, 16:54

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კიევში ქვეყნის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე იერიში მიიტანეს.

28 სექტემბერი 2026, 16:52

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მიმდინარე პროცესები შეაჯამა

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

28 სექტემბერი 2026, 16:48

რეგიონი

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბითა და საერთაშორისო აქსელერატორების მონაწილეობით ვავითარებთ გარემოს, რომელიც ცოდნას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს აერთიანებს

ჩვენი მიზანია საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ცენტრად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალურ ბაზრებზე წვდომა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე Outbound Summit 2026.

28 სექტემბერი 2026, 16:43

პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

28 სექტემბერი 2026, 16:35

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა.

28 სექტემბერი 2026, 16:16

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა წარმოადგინა.

მიხეილ სააკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 16:15

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა „არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად“, არამედ ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად.

28 სექტემბერი 2026, 16:08

სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

მან ასევე ილაპარაკა სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

28 სექტემბერი 2026, 15:56

პოლიტიკა

სააკაშვილის მიმიკური მუქარა ციხიდან: მინდა ვუთხრა „ქოცებს“, ჩუმად მინდა ვუთხრა იმიტომ, რომ ტუჩებით წაიკითხონ - დედას გი ტი რებთ!

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს დაემუქრა.