02 ოქტომბერი 2026, 15:53 / სანდო წყარო

BBC: სამხრეთი კორეა უკრაინას „დამატებითი ზომებით“ ემუქრება, თუ კიევი ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს არ მოიხდის

ლი ჩჟე მენი

ლი ჩჟე მენი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინა გააფრთხილა, რომ სეულმა შესაძლოა „დამატებითი ზომები“ მიიღოს, თუ კიევი საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ინფორმაცია გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაავრცელა, რასაც სეულის უკმაყოფილება მოჰყვა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ორი სამხედრო ტყვის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს მომხდარს „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ კიევი ვითარების მოგვარებაზე მუშაობს.

ლი ჩჟე მენმა ეს შეფასება უარყო და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საკითხი „კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას“ ეხება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ კვირას სწორედ უკრაინამ მოითხოვა, რომ ორი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩენილიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჩრდილოკორეელი სამხედროების ოჯახების დაცვა დასახელდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ კიევს სურდა თავიდან აერიდებინა კრიტიკა იმის გამო, რომ მან უარი თქვა ამ სამხედროების უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვლის შესაძლებლობაზე.

ზელენსკის ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის გადაყვანის კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

ზელენსკის განცხადების შემდეგ ლი ჩჟე მენი საკუთარ ქვეყანაში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. სამხრეთ კორეის ოპოზიციამ პრეზიდენტი ფხენიანის დასაკმაყოფილებლად სამხედროების გადაყვანის დამალვაში დაადანაშაულა.

ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმ ათასობით ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. მათ ადგილობრივ მედიასთან ადრე განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეაში გაგზავნა სურდათ.

ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ იმედოვნებს, საკითხი „უახლოეს მომავალში“ მოგვარდება.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის სამხრეთი კორეა მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ დინამიკის შენარჩუნებას, თანამშრომლობის გაგრძელებას და კონკრეტული შედეგების მიღებას, რომელსაც ერთად ნამდვილად ვაღწევთ“, - განაცხადა სიბიგამ.

ლი ჩჟე მენმა საპასუხოდ კიევი „კორეის ნახევარკუნძულზე ომის გადატანის მცდელობაში“ დაადანაშაულა.

„დიდ წუხილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ“, - დაწერა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა X-ზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

02 ოქტომბერი 2026, 17:06

მსოფლიო

AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 9 000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის, მათ შორის მესამე ავიამზიდს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

02 ოქტომბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ესაუბრა.

არჩილ გორდულაძე

02 ოქტომბერი 2026, 16:51

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა.

თამაზ ახვლედიანი

02 ოქტომბერი 2026, 16:50

ეკონომიკა

ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში, რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო ცენტრალიზებული ელექტროქსელის მიღმა დარჩენილ ოჯახებს მზის სისტემები დაუმონტაჟდათ

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
იუსუფ თექინი

02 ოქტომბერი 2026, 16:48

ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

გია აბაშიძე

02 ოქტომბერი 2026, 16:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, კადრებში დეესკალაციის საკანში დავითაძის გადაყვანისა და მისი შემოწმების პროცესია ასახული.

02 ოქტომბერი 2026, 16:24

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა.

ირაკლი ლატარია

02 ოქტომბერი 2026, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოჰყავდათ.

02 ოქტომბერი 2026, 16:14

სპორტი

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა

თავისუფალი პროგრამით წყვილი 3 ოქტომბერს იასპარეზებს. „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ ბათუმში მიმდინარეობს.

ლევან ჟორჟოლიანი

02 ოქტომბერი 2026, 16:03

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია

ბოლო წლებში გატარებული ცვლილებების შესაბამისად, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გასცემს თანხმობას, რომელსაც სწავლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

გიორგი პატარიძე

02 ოქტომბერი 2026, 16:00

სამართალი

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.

02 ოქტომბერი 2026, 15:54

კულტურა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და სახელოვნებო განათლების და მუსიკალური ხელოვნების სამმართველოს უფროსი თამარ წულუკიძე.

02 ოქტომბერი 2026, 15:51

სამართალი

გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას შეხვდა

თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კავშირი ექნება ნინო გვიშიანთან. ხოლო საქმის შესწავლის შედეგებისა და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად აცნობებენ საზოგადოებას.

ლევან ჟორჟოლიანი

02 ოქტომბერი 2026, 15:46

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და აქტიურად მუშაობს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს

საქართველოს ხელისუფლებამ, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროკომისიის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

სმიტ მაჩჰარი

02 ოქტომბერი 2026, 15:18

მსოფლიო

ინდოელმა პილოტმა ინდოეთის პრემიერს უამბო, როგორ შეძლო თავდასხმის დროს Fly Dubai-ს თვითმფრინავის კაბინის კარის გაღება

ინდოელმა პილოტმა სმიტ მაჩჰარმა, რომელსაც Fly Dubai-ს დუბაი - თელ-ავივის რეისზე მეორე პილოტი დანით დაესხა თავს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვიდეოზარის დროს მომხდარი გაიხსენა და უამბო, თუ როგორ შეძლო კაბინის კარის გაღება და დახმარების მიღება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 14:59

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის შემდგარ საუბართან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის იზრდება ის სფეროები, სადაც ურთიერთობები ვითარდება.

02 ოქტომბერი 2026, 14:54

საზოგადოება

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

„სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა“, - განუცხადა „ნიუსჰაბს“ გიორგი ფუტკარაძემ.

02 ოქტომბერი 2026, 14:40

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-მდე სკოლა დაიხურა

საფრანგეთში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო დაწყებული მოსწავლეთა საპროტესტო აქციები სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს. ქვეყანაში დაახლოებით 400 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, - იუწყება Reuters-ი.

გიორგი კახიანი

02 ოქტომბერი 2026, 14:35

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია უძღვება, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ სფეროში, რომელზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში

„ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით, მთავრობა ეფექტიანად ფუნქციონირებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის გარედან ვისმენთ პრეტენზიებს, კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია უძღვება, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ სფეროში, რომელზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში“, - აღნიშნა კახიანმა.