imedi /  28 იანვარი 2018, 18:42 / სანდო წყარო

ტრამპმა არ იცის დაპატიჟეს თუ არა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის მიიღო თუ არა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო მოსაწვევი. ამის შესახებ BBC წერს.

პირს მორგანთან ინტერვიუს დროს, რომელიც ტელევიზია ITV-ის ეკუთვნის, ტრამპი წყვილს "საყვარელს" უწოდებს, ხოლო შეკითხვაზე "მიიღო თუ არა საქორწილო მოსაწვევი", პასუხობს, რომ არ იცის.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მეგან მარკლი მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა, ტრამპს კი მუდმივად აკრიტიკებდა.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 19 მაისს დაგეგმილ სამეფო ქორწილში, აშშ-ის მოქმედ და მის წინამორბედ პრეზიდენტს არ დაპატიჟებენ. ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, სამეფო ოჯახი მას მოსაწვევს არ გაუგზავნის, რადგან ამ შემთხვევაში, ეტიკეტით მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპატიჟებაც სავალდებულო გახდება. ეს კი პრინც ჰარის არ სურს.

პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი დიდ ბრიტანეთში 2018 წლის 19 მაისს არის დაგეგმილი.

ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის მოწინააღდეგეებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ონლაინპეტიცია გააკეთეს, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა ჰქონდა. პეტიციის ტექსტში ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში უნდა შეუშვან როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ის არ უნდა მიიწვიონ ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით და დედოფალი მას არ უნდა შეხვდეს". 

20 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპისა და დედოფალ ელისაბედ მეორის შეხვედრა არ იგეგმება.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

19 აპრილი 2026, 14:32

ეკონომიკა

ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში

საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.

19 აპრილი 2026, 14:30

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

ლევან მაჭავარიანი

19 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

19 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.

სერგეი ლავროვი

19 აპრილი 2026, 14:10

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

19 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 13:45

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

19 აპრილი 2026, 13:35

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს

დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.

19 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.

19 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.

19 აპრილი 2026, 12:48

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა

თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.

19 აპრილი 2026, 12:22

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ლეო XIV

19 აპრილი 2026, 12:20

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

19 აპრილი 2026, 11:58

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.

19 აპრილი 2026, 11:39

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა

„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.

19 აპრილი 2026, 11:31

მსოფლიო

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.