imedi /  12 მარტი 2018, 16:18 / სანდო წყარო

ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთში კიდევ 1 მინისტრი გადადგა

რობერტ კალინიაკი

რობერტ კალინიაკი

ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთში შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი რობერტ კალინიაკი გადადგა. მანამდე პოსტი კულტურის მინისტრმა დატოვა. ამის შესახებ Aktuality.sk-ი წერს.

კალინიაკმა გადადგომა საზოგადოების ზეწოლის გამო გადაწყვიტა. გასულ კვირას ქვეყანაში ხალხმრავალი აქციები გაიმართა. მონაწილეებმა პრემიერის რობერტ ფიცოს და მისი კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.

5 მარტს ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.

1 მარტს პოლიციამ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. 

მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

04 მარტი 2021, 11:08

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს

დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, - მის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 10:59

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველასთვის მისაღები, უკეთესი კანონი მივიღოთ და ამ ცვლილებებმა არჩევნები უკეთესი უნდა გახადოს

საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ მიღებულმა კანონმა არჩევნები უკეთესი გახადოს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი

04 მარტი 2021, 10:59

COVID19

დიდ ბრიტანეთში კოვიდვაქცინით აცრილთა რაოდენობა 21 მილიონს უახლოვდება

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში ქვეყანაში 225 ათასამდე ადამიანი აიცრა. ვაქცინის მეორე დოზა დიდ ბრიტანეთში უკვე 895 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული. ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 194 785 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა გაერთიანებულ სამეფოში 123 783 ადამიანი იმსხვერპლა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 10:56

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ უნდა იყოს დაძლეული

იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, რადგან ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებისთვის ორივე მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

04 მარტი 2021, 10:53

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 87 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

04 მარტი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 78 თბილისში, 20 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი -14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

04 მარტი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

04 მარტი 2021, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,553 პირი ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 10:47

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კაპიტოლიუმი უსაფრთხოება

04 მარტი 2021, 10:35

მსოფლიო

აშშ-ის კაპიტოლიუმში უსაფრთხოების ზომები შესაძლო შეჭრის გამო გამკაცრდა

ამის მიზეზი დაზვერვის მიერ მიღებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ შენობაში შეჭრა იგეგმება. პოლიცია სხვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მოსახლეობას არწმუნებს, რომ კონგრესმენთა და სენატორთა უსაფრთხოების დასაცავად ყველა ზომას იღებს.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 10:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტის ფორმის შეცვლა დათმობა არ არის, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა

დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

04 მარტი 2021, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 11,912 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 359 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,471,942 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,240 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 10:25

სამართალი

ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, [ჯარში] ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“, - განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 10:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს

„საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს. დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით, ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ.

04 მარტი 2021, 10:18

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 10:10

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ძალიან ვწუხვარ წარმატებული ბიზნესმენის, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.

სიმფსონები

04 მარტი 2021, 09:55

კულტურა

Fox-მა ანიმაციური სერიალი „სიმფსონები“ კიდევ ორი სეზონით გაახანგრძლივა

„სიმფსონებს ძალიან უხარიათ, რომ გაგრძელდებიან. ისინი ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებენ: ჰომერი დაკარგავს თმას, მილჰაუსი გაიკეთებს კონტაქტურ ლინზებს, ბარტი კი 33-ედ აღნიშნავს თავის მე-10 იუბილეს“, - ამბობს სერიალის შემქმნელი მეთ გრენინგი.

ანდრეი ბაბიში

04 მარტი 2021, 09:45

პოლიტიკა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

„თქვენო აღმატებულებავ! გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება საერთო ინტერესების ყველა სფეროში. გიდასტურებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მილოცვაში.

მიანმარი აქცია

04 მარტი 2021, 09:31

მსოფლიო

​მიანმარში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

გაეროს შეფასებით, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ.დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან. აქციის მონაწილეები სამხედრო მმართველობის დასრულებასა და ქვეყნის არჩეული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც სამხედროებმა დააკავეს.

Facebook

04 მარტი 2021, 09:09

ტექნოლოგიები

Facebook-ი პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ხსნის

„4 მარტიდან ვხსნით შეზღუდვებს პოლიტიკასა და არჩევნებთან დაკავშირებულ რეკლამაზე. 2020 წლის ნოემბერში ჩვენ ეს შეზღუდვები იმის გამო დავაწესეთ, რომ თავი აგვერიდებინა არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩვენი სერვისის ბოროტად გამოყენებისა და გაუგებრობებისგან. ბოლო თვეებში ჩვენ უკეთ შევისწავლეთ ამ ტიპის რეკლამის თავისებურებები და ვმუშაობთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს სერვისში აუცილებლად შევა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.