ლონდონი: რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც ვიხილეთ საქართველოსა და ყირიმში
ლონდონი
ფოტო: shutterstock.com
რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც ჩვენ ყირიმსა და საქართველოში ვიხილეთ, – განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა.
"რუსეთის მთავრობა გეგმავს მკვლელობებს, ამის გამოცდილება მათ აქვთ, ისინი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევიან. რუსეთი არაფრად მიიჩნევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. რუსეთს აქვს დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების შეკვეთილი მკვლელობების გამოცდილება, ისინი მათ კანონიერ სამიზნედ მიიჩნევენ. ამის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ, დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი იდგა. ჩვენ დრო მივეცით რუსეთის მთავრობას არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მათ განმარტება არ გააკეთეს. აქედან გამომდინარე, როგორც მანამდეც განვაცხადეთ, ამან ხაზი გაუსვა მათ პასუხისმგებლობას მომხდარზე. ეს გაეროს წესდების მე-2 მუხლის დარღვევაა, რაც ძალის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს“, – განაცხადა ჯონათან ალენმა.
გარდა ამისა, ოფიციალური ლონდონი არ აპირებს მოსკოვს წარუდგინოს იმ ნივთიერების ნიმუშები, რომლითაც ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლეს.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ბრალმდებლებს მტკიცებულებების მოყვანისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვითხოვთ, მოიყვანოთ მტკიცებულებები, რაც მომხდარში რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითებს“, განაცხადა ნებეზნიამ.
რუსი ჯაშუში სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებით მოწამლეს
ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ") მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს. ტრამპი გეგმავს, საქმე ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ტერეზა მეისთან განიხილოს, რათა სიტუაციაში გაერკვეს. მეიმ ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა.
13 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გავრცელა, რომლის შინაარსის თანახმად ვაშინგტონი სერგეი სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის ვერსიას იზიარებს.
ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 12:29
საზოგადოება
11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრი RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
11 სექტემბერი 2026, 12:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, -აღნიშნულზე განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა.
11 სექტემბერი 2026, 12:25
საზოგადოება
გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.
11 სექტემბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს
ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.
11 სექტემბერი 2026, 12:12
მსოფლიო
ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:58
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.
11 სექტემბერი 2026, 11:48
მსოფლიო
პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება
ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.
11 სექტემბერი 2026, 11:43
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში
ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 11:33
საზოგადოება
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.
11 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 11:29
ეკონომიკა
ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:25
მსოფლიო
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 11:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები
„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 11:11
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით
სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 11:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა და ჯერჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს
ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც სურდა და ჯერ-ჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს,- განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.


