imedi /  27 მარტი 2018, 16:26 / სანდო წყარო

ტრამპის ახალი მრჩეველი ერაყში ინტერვენციას და ირანის დაბომბვას ემხრობოდა

ჯონ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი

თეთრ სახლში დაბრუნდა პოლიტიკოსი ჯონ ბოლტონი, რომელსაც „მებრძოლ ქორს“ უწოდებენ. ის ერაყში ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. ტრამპმა ჯონ ბოლტონი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მარტის ბოლოს, ჰერბერ მაკმასტერის ნაცვლად დანიშნა.

ჯონ ბოლტონი ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული შეხედულებებით. გარდა იმისა, რომ ის ერაყში ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი მომხრე და იდეოლოგი იყო, მას მიაჩნია, რომ აშშ ვალდებულია ჩრდილოეთ კორეას პრევენციული დარტყმა მიაყენოს და რუსეთის წინააღმდეგ კიბერ-ომი გააჩაღოს. ბოლტონის მსგავს პოლიტიკოსებს „მებრძოლ ქორებს“ ან „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უწოდებენ.

ბოლტონი ახლა 69 წლისაა. ადმინისტრაციაში უმნიშვნელო თანამდებობებზე ჯერ კიდევ რიჩარდ ნიქსონის დროიდან მუშაობდა. უფროსი ბუშის პრეზიდენტობისთვის ის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის ბიუროში უფროსის მოადგილე იყო და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ბილ კლინტონის არჩევის შემდეგ მან სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა და იურიდიული ფირმის პარტნიორი გახდა. მთავრობაში უმცროსი ჯორჯ ბუშის გაპრეზიდენტების შემდეგ დაბრუნდა, რომელმაც ის შეიარაღებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტროლზე პასუხისმგებელ სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დანიშნა. იმ ადამიანებს შორის, ვინც ერაყში ომის დაწყებისათვის საფუძველი მოამზადა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სწორედ ბოლტონი იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდა, მაგრამ ბოლტონი დღემდე დარწმუნებულია, რომ ომის დაწყებაზე გადაწყვეტილება სწორი იყო, რაშიც მას დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ეთანხმება, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ აშშ ერაყში არ უნდა შეჭრილიყო.

როდესაც სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გახდა, ბოლტონმა სამსახური დაკარგა. 2005 წელს ის გაეროში აშშ-ის წარმომადგენლად ბუშმა დანიშნა, თუმცა დროებით წარმომადგენლად, რადგან კონგრესმა, რომელშიც იმ დროს უმრავლესობას დემოკრატები შეადგენდნენ, ბოლტონის კანდიდატურის დამტკიცებაზე უარი თქვეს. მიუხედავად მყიფე სტატუსისა, მან სახელი გაითქვა, როგორც აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე ხისტმა და არადიპლომატიურმა ელჩმა გაეროში.

ბოლტონი ცნობილია ასევე თავისი სტატიებით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკაზე სხვადასხვა გამოცემებში, დაწყებული კონსერვატიული The Washington Times-იდან დასრულებული ლიბერალური The New York Times-ით.

2015 წელს, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება მზადდებოდა მან The New York Times-ში გამოქვეყნა სვეტი სახელმწოდებით „ირანის ბომბის შესაჩერებლად საჭიროა ირანის დაბომბვა“. ანალოგიურ მიდგომას ემხრობა ის ჩრდილოეთ კორეის მიმართაც.

თავდაპირველად ბოლტონს არ სჯეროდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის, მაგრამ მალე აზრი შეიცვალა და რუსეთთან კიბერომის ინიციატივით გამოვიდა. ის ემხრობოდა ისეთი კიბერშეტევის მოწყობას, რომელიც რუსეთს ჭკუას ასწავლიდა და სხვა ქვეყნებს აშშ-ის წინააღმდეგ ჰაკერების გამოყენების სურვილს დაუკარგავდა.

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.

ირაკლი ფავლენიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:07

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.

14 სექტემბერი 2026, 08:04

საზოგადოება

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.

დავით მამისეიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.

13 სექტემბერი 2026, 23:45

რეგიონი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:35

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.

ირმჰილდ ბოსფორდი

13 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა

წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.

13 სექტემბერი 2026, 22:25

კულტურა

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.

ზურაბ სიჭინავა

13 სექტემბერი 2026, 22:20

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.

13 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

გურამ დავითაშვილი

13 სექტემბერი 2026, 22:02

სამართალი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

13 სექტემბერი 2026, 21:55

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები, თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.

13 სექტემბერი 2026, 21:39

სამართალი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.

გორდონ კიოლერი

13 სექტემბერი 2026, 21:32

პოლიტიკა

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.

კრისტიან მერტენსი

13 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

AfD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.

13 სექტემბერი 2026, 21:17

სამართალი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.