imedi /  04 აპრილი 2018, 23:19 / სანდო წყარო

Facebook უკვე 87 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემების გაჟონვაზე ალაპარაკდა

Facebook-ი მიიჩნევს, რომ კომპანია Cambridge Analytica-მ შესაძლოა სოციალური ქსელის 87 მილონამდე მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა. ამის შესახებ BBC წერს. 

მანამდე ინფორმაცია 50 მილიონი მომხმარებელის მონაცემების გაჟონვაზე გავრცელდა. "ვფიქრობთ, რომ კომპანიას Facebook-ის 87 მილიონამდე მომხმარებლის პირადი მონაცემები აქვს. ამ მომხმარებლების უმრავლესობა აშშ-ში ცხოვრობს"- ნათქვამია სოციალური ქსელის ტექნიკური დირექტორის მაიკ შრეფპერის განცხადებაში.

18 მარტს მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიოს მედია საშუალებებში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა.

ამ მასალების თანახმად, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

გარდა ამისა, ის პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის კანონების დარღვევით, რადგან მის კომპანიაში ბევრი უცხოეთის მოქალაქე მუშაობდა.

Facebook-ის დამაფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2026, 11:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი

ოპოზიცია ალბათ ამ ჯერზე ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად, სინამდვილეში კი საქართველო ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემებით არის ლიდერი მსოფლიოში, ეკონომიკური განვითარების ტემპებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

20 აპრილი 2026, 11:21

კულტურა

პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა

საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

20 აპრილი 2026, 11:21

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრები შეაჯამა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდეტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია. ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში

პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია. ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

პედრო სანჩესი

20 აპრილი 2026, 11:14

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერმა ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 11:10

საზოგადოება

პაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ

ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping (Eteplirsen). დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის მემკვიდრული (გენეტიკური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად დასუსტებას. იგი გამოწვეულია დისტროფინის ცილის არარსებობით, რის შედეგადაც კუნთის უჯრედები ნელ-ნელა ზიანდება და იშლება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება და იწყება ბავშვობაში, თანდათან ამძიმებს მოძრაობას, სუნთქვასა და გულის მუშაობას.

20 აპრილი 2026, 11:08

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში უკანონო ტყით სარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 11:06

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს - ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს

„ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.

20 აპრილი 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

20 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში „ცაჰალის“ ჯარისკაცის მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანების ამსახველ ფოტოს „სამარცხვინოს“ უწოდებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა „მძიმე და სამარცხვინო“ უწოდა სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცის მიერ ქრისტიანული სიმბოლოს დაზიანებას.

ზაზა დობორჯგინიძე

20 აპრილი 2026, 10:16

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად - კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას

ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა- წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

20 აპრილი 2026, 10:16

საზოგადოება

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „კვლევებიდან-შედეგებამდე, პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში” ეძღვნება.

20 აპრილი 2026, 10:12

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

20 აპრილი 2026, 10:05

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ მცირე და საშუალო კომპანიებს შეხვდა და ტელეკომ ბაზარზე არსებული გარემო განიხილა. შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად იყო განხილული ის საკითხები, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღებისთვისაა საჭირო. საუბარი შეეხო, მათ შორის, ფიქსირებული ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და დაშვების, მომსახურების ფასების, ურთიერთჩართვის წერტილების, გლობალური ინტერნეტისა და მომსახურების სიჩქარეებისა თუ ხარისხის თემებს.

20 აპრილი 2026, 09:47

რეგიონი

პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა კრივის ჩემპიონატის გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური კრივის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ და გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.

20 აპრილი 2026, 09:37

სპორტი

სპორტის მინისტრმა და ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს

სპორტის მინისტრმა და ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს. მხარეებმა ილაპარაკეს სამომავლო გეგმებზე, ასევე, განიხილეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების პერსპექტივები.

20 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს

ბულგარეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ ლიდერობს. ეგზიტპოლის შედეგებით, რადევის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების დ 38 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია.

ვიქტორ ორბანი

20 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთის პოზიცია უცვლელია: არ არის ნავთობი - არ არის ფული. როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას

უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - წერს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. როგორც ორბანი აღნიშნავს, სესხის განბლოკვას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც მილსადენით ნავთობის მიწოდება აღდგება.

ევგენი ჟუკოვი

20 აპრილი 2026, 09:20

მსოფლიო

18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო, უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა, თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა არაპროფესიონალურად იმოქმედეს და მათი საქციელი სამარცხვინო იყო.

20 აპრილი 2026, 09:15

მსოფლიო

ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება

ისრაელის თავდაცვითი ძალები ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს.