imedi /  27 მაისი 2018, 18:43 / სანდო წყარო

ავსტრიაში სახლებში მარიხუანის პლანტაციების გაშენებისთვის 24 ადამიანი დააკავეს

ავსტრიის პოლიციამ დედაქალაქში, ვენაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა 24 ადამიანი, რომელთაც საკუთარ სახლებში მარიხუანის პლანტაციები ჰქონდათ გაშენებული. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. 

ფედერალური კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მათ ყალბი საბუთებით იქირავეს სახლები. 

ცნობილია, რომ მათ 2017 წლიდან დღემდე დაახლოებით 888 კილოგრამი მარიხუანა მოიყვანეს. კილოგრამს 4 547 დოლარად ყიდდნენ. ჯამში მათ მარიხუანათი ვაჭრობით $4 მილიონზე მეტი მიიღეს.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 17:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში, „ფრონტერას“ თანამშრომლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს

დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ისევ უცვლელია, ისინი არსებული დავალიანების დაფარვას დაუყოვნებლივ ითხოვენ. „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების დავალიანება მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. კომპანიაში დასაქმებულებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ისინი ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა.

თაკო ჩარკვიანი

04 აგვისტო 2020, 17:47

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: ვამბობდი, რომ შალვა ნათელაშვილთან გაერთიანება „ძალა ერთობის“ საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ასეც აღმოჩნდა

„მე ვთქვი, რომ ეს ერთობა არ შედგება, ვერ მოხდება მაჟორიტარებზე შეთანხმება-მეთქი, აი, ხომ ვერ მოხდა? თუ იდეის გარშემო არ არის გაერთიანება, არ შეიძლება შეთანხმებები დარჩეს. ვამბობდი, რომ ბატონ შალვა ნათელაშვილთან გაერთიანება „ძალა ერთობის“ საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ასე აღმოჩნდა “, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ნინო ქადაგიძე

04 აგვისტო 2020, 17:40

საზოგადოება

ნინო ქადაგიძე თოფაძეების ოჯახს ბოდიშს უხდის

„პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო ოჯახს და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა მგონია, რომ ისე დაუმძიმეს ბრალი... ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის“, - განაცხადა ქადაგიძემ.

04 აგვისტო 2020, 17:38

თავდაცვა

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო. ობიექტზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს იმყოფებოდნენ. გაფრთხილების მიზეზად თერმოსკრინინგის აპარატების არასაკმარისი რაოდენობა სახელდება, რის გამოც ადმინისტრაციას მისი შეძენა გონივრულ ვადაში დაევალა.

ანრი ოხანაშვილ

04 აგვისტო 2020, 17:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ​ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობენ

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ“ ქმედებებს სჩადიან და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ, ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

04 აგვისტო 2020, 17:24

სამართალი

შსს-მ სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობის ბრალდებით 24 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაცია imedinews-ს ძალოვან უწყებაში ცოტა ხნის წინ დაუდასტურეს. ბრალის წარდგენამდე დაკავებული თელავში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ანრი ოხანაშვილი

04 აგვისტო 2020, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის შანსები ნულს ქვემოთაა

„ვისურვებდი ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან კონკრეტულ საკითხებზე, საზოგადოებისთვის კონკრეტული საკითხების შეთავაზებასა და მათი გადაჭრის გზებზე, რასაც ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვერ ვხედავთ, ამიტომ მათი შანსი არის ნული ქვემოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპატრიარქო

04 აგვისტო 2020, 17:18

საზოგადოება

საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებები კომპენსაციას მალე მიიღებენ

„შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მიადგა ზარალი. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

04 აგვისტო 2020, 17:16

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და სკოლის ეზოც, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 17:15

სამართალი

გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება

გაუგონარი რამ ხდება, რომ ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. შეიძლება დავუშვათ და ესეც საკმაოდ სერიოზული დანაშაული მგონია, რომ იგი ხელს უშლის გამოძიებას და უარეს შემთხვევაში მგონია, რომ ზუსტადაც ეგრეა. დესტრუქციული ძალები კვლავ იყენებენ თავის ტელევიზიას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი

04 აგვისტო 2020, 17:15

სამართალი

თეონა თამაზაშვილი: ინფორმაციის მოპოვება შეუკვეთეს ჩემს შვილს, მოაპოვებინეს და შემდეგ მოკლეს

ჩემი აზრით, ინფორმაციის მოპოვება შეუკვეთეს ჩემს შვილს. მოაპოვებინეს და შემდეგ მოკლეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მათ გამოძიებას უამრავი კითხვით მიმართეს, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.

04 აგვისტო 2020, 17:11

პოლიტიკა

საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

კორონავირუსი ვაქცინა

04 აგვისტო 2020, 17:04

COVID19

ჯანმო რუსეთს ვაქცინის შექმნის პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდებს

„ლიცენზიის მიღებამდე ნებისმიერმა ვაქცინამ ან წამალმა სხვადასხვა ტესტირება უნდა გაიაროს. ზოგჯერ ცალკეული მკვლევარები აცხადებენ, რომ რაღაცას მიაღწიეს, რაც თავისთავად კარგი ამბავია. მაგრამ აღმოჩენისა და წამლის პოვნასა და მისი გამოცდის ყველა სტადიის გავლას შორის დიდი განსხვავებაა“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 17:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერ ვერ მივედავებით

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერ ვერ მივედავებით, რადგან კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია. მხოლოდ ოჯახის ინტერესში არ არის, რომ თემებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, პასუხი გაეცეს“.

04 აგვისტო 2020, 16:52

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო

N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო მოეწყო. სამლოცველო მეუფე გრიგოლ კაციამ დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ.

04 აგვისტო 2020, 16:44

მსოფლიო

ავსტრალიაში დაკარგულ სამ მეზღვაურს ქვიშაზე დატოვებული წარწერით მიაგნეს

ავსტრალიაში, უკაცრიელ კუნძულზე დაკარგული სამი მეზღვაური იპოვეს. მათ ქვიშაზე წარწერა SOS დატოვეს. ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამი მეზღვაური მას შემდეგ დაიკარგა, რაც 30 ივლისს ნავით ზღვაში გავიდნენ და დანიშნულების კურსს ასცდნენ, თანაც საწვავი დაუმთავრდათ.

ხუან კარლოსი

04 აგვისტო 2020, 16:40

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, კორუფციაში ბრალდებული ესპანეთის ყოფილი მეფე დომინიკელთა რესპუბლიკაში გაემგზავრა

8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილი მონარქის საქმეს ქვეყნის გენერალური პროკურატურა გამოიძიებს. ხუან კარლოსს ბრალი ფინანსურ თაღლითობასა და კორუფციაში ედება. საქმე ეხება AVE del Desierto-ს სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც ყოფილი მეფის სახელიც ფიგურირებს.

04 აგვისტო 2020, 16:24

საზოგადოება

თურქეთში დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს სეზონურ სამუშაოებზე წასვლა დღეიდან შეუძლიათ

„საქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები, დროებითი დასაქმების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრონ, უნდა გააჩნდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიანი მოწვევა“.

04 აგვისტო 2020, 16:11

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 803 ადამიანი კი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 16:08

რეგიონი

ონში სტიქიის დროს დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა.