imedi /  22 ივნისი 2018, 18:35 / სანდო წყარო

6 წლის ინდოელი გოგოს ბოლო წუთები, სანამ გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ. ვიდეო

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში, ქალაქ გვალიორში 6 წლის გოგო გააუპატიურეს და მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.  ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. 

კადრები, თუ როგორც წაიყვანა ბიჭმა ბავშვი, ახლოს მდებარე შენობაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ გადაიღო. 

ბავშვი ოჯახთან ერთად, ახლობლის ქორწილს ესწრებოდა. როგორც მშობლები ამბობენ, ღამით მას მოსწყურდა და წყლის დასალევად ადგა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. 

შემთხვევიდან ნახევარ საათში მშობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. ბავშვი გამთენიისას, გაუჩინარების ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ბუჩქებში მოკლული იპოვეს. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიჰყვება თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგო ბიჭს, შემდეგ ის ჩერდება, უკან წასვლას აპირებს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მიჰყვება ეჭვმიტანილს. ამავე კამერამ დააფიქსირა, როგორ დაბრუნდა რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭი უკან, - ოღონდ ბავშვის გარეშე. 

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში მხოლოდ 2016 წელს 4 882 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მსხვერპლთა ნახევარი 18 წელზე ნაკლები წლოვანების იყო. 

ბავშვის გაუპატიურბისა და მკვლელობის ყველაზე გახმაურებულ ამბად ბოლოს 7 წლის პაკისტანელი გოგოს, ზაინაბის ამბავი იქცა. მომხდარს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 10:36

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბ.რ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 10:32

კულტურა

უნგრეთში ვარაუდობენ, რომ ვან გოგის უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს

გამოცემა Blikk-ის ინფორმაციით, ნამუშევარი ბუდაპეშტში იმ ექსპონატებს შორის აღმოაჩინეს, რომლებიც უცხოელმა კოლექციონერმა ექსპერტიზისთვის გადასცა. საუბარია ნახატის „საცეკვაო დარბაზი არლში“ ვერსია, რომლის ორიგინალიც ორსეს მუზეუმში ინახება.

საპატრულო მანქანა

09 აპრილი 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

09 აპრილი 2026, 10:31

პოლიტიკა

სიტყვიერი დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან - აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

სიტყვიერი დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან. აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუები გახდა.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2026, 10:30

მსოფლიო

ტრამპი: დამავალმა New York Times-მა და ყალბი ამბების შემქნელმა CNN-მა გამოაქვეყნეს ირანთან მოლაპარაკებების სრულად გაყალბებული ათპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანი სამშვიდობო პროცესში მონაწილე ადამიანების დისკრედიტაცია იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანია CNN კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

09 აპრილი 2026, 10:25

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

09 აპრილი 2026, 10:18

პოლიტიკა

ისრაელის საელჩო: 9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე. თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება.

დაკავება

09 აპრილი 2026, 10:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2005 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ო. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ა.გ. სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში დააკავეს.

09 აპრილი 2026, 10:15

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 9 აპრილის შესახებ წერს.

09 აპრილი 2026, 10:15

ტაბლოიდი

გერმანიაში თევზის ყველაზე გრძელი ბუტერბროდი მოამზადეს🥪

საფეხბურთო კლუბმა „ჰანზა როსტოკმა“ და ქეითერინგულმა კომპანიამ w.Holz, როსტოკის „ოსტზეეშტადიონზე“ ტრადიციული ჩრდილოგერმანული თევზის სენდვიჩი მოამზადეს. მასში თევზთან ერთად სალათის ფოთლები, კიტრი, ხახვი და სოუსი რემულადი იყო გამოყენებული.

09 აპრილი 2026, 10:14

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგი აქტიური მუშაობის შედეგია. მისი თქმით, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ათვისებულმა თანხამ დაახლოებით 442 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება.

კეშ პატელი

09 აპრილი 2026, 09:54

მსოფლიო

FBI-მ აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 09:47

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზვიად შალამბერიძე

09 აპრილი 2026, 09:44

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებული ინფორმაციაა განთავსებული და უწყება მონაცემებს არ აახლებს.

მაია ბითაძე

09 აპრილი 2026, 09:37

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო დამატებითი აღჭურვილობით, შეიარაღებით და ყველაფრით დარჩება თავის პოზიციაზე ირანში და მის გარშემო რეალური შეთანხმების სრულ აღსრულებამდე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკული ჯარი თავისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით დარჩება ირანში და მის გარშემო მანამ, სანამ ისლამურ რესპუბლიკასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ყველა პირობა შესრულებული არ იქნება.

09 აპრილი 2026, 09:22

პოლიტიკა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ

მემორიალი გვირგვინით შეამკო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლებიც.

მიხეილ ყაველაშვილი

09 აპრილი 2026, 09:08

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს

9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2026, 09:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როცა გვჭირდებოდა, ნატო გვერდში არ დაგვიდგა. კიდევ ერთხელ რომ დაგვჭირდეს, მაინც არ დაგვიდგება გვერდში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, როცა ვაშინგტონს დახმარება დასჭირდა, ალიანსი მას გვერდში არ დაუდგა.

09 აპრილი 2026, 08:59

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი დღეს აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ სულ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.