Imedi /  27 ივნისი 2018, 23:53 / სანდო წყარო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ენტონი კენედი თანამდებობას ტოვებს

ენტონი კენედი

ენტონი კენედი

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ენტონი კენედი თანამდებობიდან გადადგება, რითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შანსს აძლევს ბალანსი კონსერვატორების სასარგებლოდ საბოლოოდ გაამყაროს. ამის შესახებ BBC წერს
 
Reuters-ი წერს, რომ კონსერვატორი კენედი ზოგჯერ მხარს უჭერდა ხოლმე ლიბერალური ფლანგის მოსამართლეებს და პრინციპულ საკითხებზე ეხმარებოდა მათ გამარჯვებაში. ასე მოხდა 2015 წელს, როდესაც უზენაესს სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქოწინებების კანონიერება. კენედი იყო ის კონსერვატორი მოსამართლე, რომელიც ლიბერალებს მიემხრო და მისი ხმის წყალობით ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაკონსტიტუციურად გამოცხადაა.

ტრამპისადმი მიწერილ წერილში მოსმართლე კენედიმ მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლედ იმსახურა.

81 წლის მოსამართლე კენედი 31 ივლისს გადადგება. ის მეორე უხუცესია იმ 9 მოსამართლიდან, რომელიც უზენაეს სასამართლოში მსახურობს.

ენტონი კენედიმ გადადგომის მიზეზად პირადი მოტივი დაასახელა და განმარტა, რომ სურს მეტი დრო ოჯახს დაუთმოს. მოსამართლე ამ პოზიციას უკვე 30 წელია იკავებს.

ენტონი კენედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1988 წელს დანიშნა.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე თეთრი სახლის ლიდერმა მიკრობლოგ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ენტონი კენედის პატივს სცემს და როგორც სამართლიან მოსამართლეს ისე იცნობს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო აშშ-ის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა. სასამართლოს შემადგენლობაში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავჯდომარეა. მოსამართლეებს სამუდამო ვადით ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით. უზენაეს სასამართლოს აქვს გადამწყვეტი ხმა ბევრ ისეთ მგრძნობიარე საკითხში, როგორიცაა მაგალითად აბორტი, გენდერული თანასწორობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და სხვ. ამიტომ ის თუ რა შეხედულებების (კონსერვატორი თუ ლიბერალი) მოსამართლეები სჭარბობენ ამ სასამართლოს შემადგენლობაში პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.

უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, კონსერვატორი ანტონ სკალია, რომელიც 1986 წელს რონალდ რეიგანის წარდგენით დაინიშნა, 2016 წლის თებერვალში, ძილში გარდაიცვალა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში დარჩა ოთხი ლიბერალური და ოთხიც კონსერვატიული შეხედულებების მოსამართლე. აშშ-სთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ შეიცვლებოდა ძალთა ბალანსი უზენაეს სასამართლოში. მაშინ ბარაკ ობამამ ვაკანტურ პოსტზე წარადგინა მოსამართლე მერიკ გარლანდი, მაგრამ მისი კანდიდატურა სენატმა განუხილველად დატოვა. აშშ-ს პოლიტიკური წრეები მიიჩნევდნენ, რომ რადგან ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა 2016 წელს სრულდებოდა, მის მიერ დასახელებულ პირს არ უნდა დაეკავებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიცია. 2017 წელს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ახლადგაპრეზიდენტებულმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლე ნილ გორსაჩი დანიშნა, რითაც უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი კონსერვატორების სასარგებლოდ აღდგა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 20:38

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.

26 თებერვალი 2026, 20:17

პოლიტიკა

როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.

26 თებერვალი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით

ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 19:45

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია

„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რობერტა მეცოლა

26 თებერვალი 2026, 19:37

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.

ბექა ოდიშარია

26 თებერვალი 2026, 19:12

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას

თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

26 თებერვალი 2026, 19:12

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატის აზრით, ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ახალი გადანაწილება და ამ პროცესში საქართველოს მსხვერპლის როლი ჰქონდა მინიჭებული. მისი სიტყვებით, საქართველომ ხალხის, „ხალხის ძალის“, მთავრობისა და „იმედისა“ და „პოსTV”-ს ერთობლივი ძალისხმევით შეძლო რუსეთთან ომის თავიდან აცილება:

26 თებერვალი 2026, 18:57

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს „ნაცრეჟიმის“ მიერ ,,იმედის" დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს "იმედის" დარბევასაც ტაშს უკრავს.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 18:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება

საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციები პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს

ეს პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სწორედ რომ პროპაგანდისტულია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტე ფრედერიკსენი

26 თებერვალი 2026, 18:32

მსოფლიო

Reuters: დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ფრედერიკსენი ფსონს გრენლანდიის კრიზისის შედეგად გაზრდილ რეიტინგზე დებს

„ამ ნაბიჯით იგი ცდილობს გამოიყენოს მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ მისმა მტკიცე პოზიციამ გამოიწვია“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

26 თებერვალი 2026, 18:26

საზოგადოება

იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე: როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისთვის

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო პროცესში. მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში, - აცხადებს იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი, ნათია ცერცვაძე, ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპელი ლიდერები საუბრობენ კომუნიკაციის აუცილებლობაზე რუსეთთან. არც ერთს საკუთარი ელჩი არ გამოუწვევია და დიპლომატიური ურთიერთობა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს რუსეთთან. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ ჩავერთოთ ომში

თურმე ჩვენი მთავარი დანაშაული არის ის, რომ ომში არ ვართ ჩართული. ხვალ თუ საქართველო ჩაერთვება ომში, ამ ყველაფრის მერე ისინი რუსეთთან დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თავს კომფორტულადაც კი იგრძნობენ. აი, ეს არის ის დეკადანსი და დაცემა, რაც ევროპულ პოლიტიკაში არსებობს დღეს, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ევროპული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის განცხადებაზე, რომ ევროპამ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტ „ფულს ასხამენ“, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერაში - ამ პროცესში ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მილიარდობით ფუნტი სტერლინგით ვაჭრობს რუსეთთან

სინამდვილეში, ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტ „ფულს ასხამენ“, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც ჩანს, ამ პროცესში ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მილიარდობით ფუნტი სტერლინგით ვაჭრობს რუსეთთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 18:18

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: სასწორის ერთ პინაზე არის სახელმწიფოს გადარჩენა, ქართული კულტურის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მეორე პინაზე იმდენად მსხვილი ფსონი დევს, რომ ამას ვერაფერი გადაწონის

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, უბრალოდ არ არსებობს ის გზა, რომლითაც შეგვიძლია უკან რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

26 თებერვალი 2026, 18:17

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, არტურ ერკენს შეხვდა

„განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში” განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მიერ ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებას. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ორიოდე წლის წინ საქართველოს მოსახლეობა მსგავს ფაქტს ვერ წარმოიდგენდა, თუმცა დღეს ცხადია, რომ ხელისუფლება იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს:

თამარ ჩიბურდანიძე

26 თებერვალი 2026, 18:10

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა

ბრიტანეთის მხრიდან „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესებას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბრიტანეთმა იუკადრისა ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს ნათლად აჩვენებს პარადოქსს

ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს.