აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძუძუთი კვების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ფოტო: shutterstock.com
22-26 მაისს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 71-ე სესია გაიმართა, რომელზეც ეკვადორმა ძუძუთი კვების დადებითი მხარეების შესახებ რეზოლუცია წარადგინა. რეზოლუციის ტექსტში ეწერა, რომ ძუძუთი კვება ჩვილის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. ტექსტში ასევე საუბარი იყო ხელოვნური კვების პროდუქტებთან დაკავშირებით არასწორი ეტიკეტირებისა და ტყუილისშემცველი სარეკლამო ინფორმაციის გამოყენების შეზღუდვებზე.
როგორც The New York Times-ი წერს, ამერიკულმა დელეგაციამ მთლიანად შეცვალა სესიაზე რეზოლუციის პროექტის განხილვის მიმდინარეობა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლები შეეცადნენ, რომ რეზოლუციის ტექსტიდან ამოეღოთ ორი ძირითადი პუნქტი: 1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების ვალდებულება, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, ხელი შეეწყოთ და დაეცვათ სახელმწიფო დონეზე ძუძუთი კვების იდეა; 2. ისეთი რეკლამების შეზღუდვა, რომელში წარმოდგენილი ხელოვნური კვების პროდუქციამაც შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
The New York Times-ი ირწმუნება, რომ როდესაც ამერიკულმა დელეგაციამ რეზოლუციის ტექსტიდან ამ საკითხების ამოღება ვერ შეძლო, შანტაჟსა და მუქარას მიმართა. დელეგაციის წევრები ეკვადორს სავაჭრო სანქციების დაწესებითა და კოლუმბიასთან საზღვარზე უკანონო იარაღის ვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში დახმარების შეწყვეტით დაემუქრნენ. ამ მუქარის გამო ეკვადორის ხელისუფლებამ უკან დაიხია.
იმავე რეზოლუციის წარმდგენი ახალი ქვეყნის მოძებნა კი გაჭირდა: აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ათობით ქვეყანამ უარი თქვა პროექტის ხელახალ წარდგენაზე.
როგორც The New York Times-ი წერს, ჟენევაში, შეხვედრებში ბავშვთა კვების ინდუსტრიის ევროპელი და ამერიკელი ლობისტებიც მონაწილეობდნენ. ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური კვების პროდუქტების გაყიდვები დაეცა, ამის მიზეზად კი გამოცემა იმას ასახელებს, რომ სულ უფრო მეტი ქალი ანიჭებს უპირატესობას ჩვილის ძუძუთი კვებას.
საბოლოოდ, აშშ-ის მცდელობა არ გამოუვიდა და 22 მაისს, კანადამ, ბოცვანამ, რუსეთმა, გამბიამ, განამ, მოზამბიკმა, ნეპალმა, პაკისტანმა, პანამამ, სენეგალმა, სიერა-ლიონემ, ტაილანდმა და ზამბიამ რეზოლუციის ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც სესიაზე დამტკიცდა კიდეც.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 08:35
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა
სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.
01 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.
01 აპრილი 2026, 08:29
რეგიონი
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
01 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
01 აპრილი 2026, 08:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული
კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
31 მარტი 2026, 23:22
მსოფლიო
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
31 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.


