რას ამბობდა დონალდ ტრამპი ნატოზე თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. ციტატები
იენს სტოლტენბერგი
დონალდ ტრამპი
ფოტო: ნატო
ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნა. მის დაწყებამდე დასავლელ ექსპერტებს აშფოთებდათ ის, რომ დონალდ ტრამპი ბლოკს მუდმივად აკრიტიკებს, ამასთან ამერიკის პრეზიდენტი ცნობილია თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით და გამონათქვამებით. რას აცხადებდა დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში და რის მიღწევას ცდილობს ის აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებთან?
„გადაიხადეთ მეტი ფული“
2000 წელს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ევროპაში ჯარის შენახვის ხარჯი უზარმაზარია. ეს ფული შეიძლება ბევრად უკეთეს საქმეზე დაიხარჯოს. ჩვენი მოკავშირეები როგორც ჩანს, მაინც დიდად არ აფასებენ ჩვენ იქ ყოფნას“.
ტრამპის საგარეოპოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის ახლოს იყო ამერიკელი იზოლაციონისტების პოზიციასთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამერიკის ზესახელმწიფოს სტატუსისგან მისი მოკავშირეები უფრო მეტს იგებენ, ვიდრე თავად აშშ. ჯერ კიდევ 1980-ანი წლების ბოლოს მან პოლიტიკური კარიერა იაპონიაზე თავდასხმებით დაიწყო. 2000 წელს გამოსცა წიგნი „ამერიკა, რომელსაც ვიმსახურებთ“. წიგნში ის თავს დაესხა ნატოს. წლების შემდეგ, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის თითქმის იგივეს იმეორებდა, რომ ნატო ამერიკას ძალიან ძვირი უჯდებოდა.
„ნატო მოძველდა“
2016 წლის 27 მარტს, ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, ნატო მოძველდა. ნატო იმ დროს შეიქმნა, როდესაც სავჭოთა კავშირი არსებობდა, რომელიც იყო აშკარად დიდი, ბევრად დიდი, ვიდრე დღევანდელი რუსეთია. არ ვამბობ, რომ რუსეთი საფრთხე არ არის. მაგრამ ჩვენ სხვა საფრთხეებიც გვაქვს. ჩვენ გვემუქრება ტერორიზმი, ნატო კი არ განიხილავს ტერორიზმს, ნატოს მიზანი ეს არ არის. ნატოს შემადგენლობაში არ არიან ქვეყნები, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლა შეუძლიათ“.
ტრამპს დღემდე ახსენებენ წინასაარჩევნო დებატების დროს გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს. მის სიტყვებში, რომ ნატო მოძველდა, მაშინვე დაინახეს მინიშნება იმაზე, რომ მას სამხედრო ბლოკის სერიოზულად გარდაქმნა სურდა, ან ამ ბლოკიდან გასვლაც კი. რუსეთთან დაკავშირებული კომენტარები ვლადიმერ პუტინის მიმართ ზედმეტ სირბილედ შეფასდა; ხოლო სიტყვები, რომ ტერორიზმთან მებრძოლი არავინაა - რუსეთისთვის თანამშრომლობის შეთავაზებად.
„თავად დაიცავით საკუთარი თავი“
2016 წლის 21 ივნისს ტრამპმა კითხვაზე „შეუძლიათ თუ არა ნატოს წევრებს, მათ შორის ბალტიის ქვეყნებს, ჰქონდეთ იმის იმედი, რომ აშშ დაეხმარება მათ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? რომ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს?“ ტარმპმა უპასუხა: „ისინი ასრულებენ ჩვენ მიმართ აღებულ ვალდებულებებს? თუ ასრულებენ, მაშინ ჩემი პასუხია „დიახ““.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ამბობს, რომ ერთ წევრ-ქვეყანაზე თავდასხმა ორგანიზაციაზე თავდასხმას ნიშნავს. მეორე დღეს, მას შემდეგ რაც ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, The New York Times-ში გამოქვეყნდა მისი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ალიანსის ეს მთავარი პრინციპი ეჭვქვეშ დააყენა.
ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ის ბლოკიდან გასვლით იმუქრება. სინამდვილეში ასე არ იყო, თუმცა ის მართლაც ამბობდა, რომ „ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ, ამისთვის ფული უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა უნდა მისცეს მათ შესაძლებლობა თავად დაიცვან საკუთარი თავი“. პოლონური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ტრამპმა განაცხადა: „მინდა, რომ ნატო იყოს ძლიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ პოლონეთს“. პოლონეთი ბლოკს მშპ-ს 2%-ს უხდის, ანუ იმდენს, რამდენიც კოლექტიური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„ნატო არ მოძველებულა“
2017 წლის 12 აპრილს ტრამპმა განაცხადა: „პროდუქტიულად ვისაუბრეთ ნატოს გენერალურ მდივანთან [იენს სტოლტენბერგი] იმის შესახებ, რომ თუ რისი გაკეთება შეუძლია ნატოს ტერორიზმთან ბრძოლისათვის. მანამდე მე ვამბობდი, რომ ბლოკი მოძველდა. ის მოძველებული აღარ არის“.
ნატოსთან დაკავშირებულ მკაცრ განცხადებებზე დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე თქვა უარი. გაუგებარია, რატომ. რადგან ნატოს ანტიტერორისტულ პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა რადიკალურად არც 2016 და არც 2017 წლებში. ექსპერტების აზრით, მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ამ საკითხზე ქვეყნის პოზიციის დამოუკიდებლად შეცვლის დიდი ბერკეტები არ გააჩნია. ტრამპს ურჩევნია ვითარება წარმოადგინოს ისე, თითქოს ნატომ თავად დათმო.
ისევ „გადაიხადეთ მეტი ფული“
2017 წლის 25 მაისს დონალდ ტრამპმა თქვა: „ნატოს წვრებმა ბოლოსდაბოლოს უნდა შეიტანონ განსაზღვრული წილი [ალიანსის დაფინასებაში], რადგან ახლა 20 წევრი-ქვეყნიდან 23 - არ იხდის იმას, რისი გადახდაც ევალება საკუთარი თავის დაცვისთვისაც კი. ეს ძალიან უსამართლო დამოკიდებულებაა შეერთებული შტატების ხალხის და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიმართ... [მშპ-ს] 2% - ეს ისედაც არაფერია დღევანდელ რეალურ და ძალიან საშიშ საფრთხეებთან ბრძოლისათვის““.
ტრამპის ამ განცხადებამ ბრიუსელში მისი პირველი ვიზიტის პირველივე დღეს ნატოს სამიტზე, საბოლოოდ აქცია ფინანსური ასპექტი მთავარ უთანხმოებად აშშ-ის და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის. აშშ-ის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ბლოკის სხვა ქვეყნებმა ალიანსის შენახვისთვის თავისი მშპ-ს არანაკლებ 2% გადაიხადონ: ეს ციფრი 2014 წელს შეთანხმდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმი მიიერთა. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებიდან, რომელთა დაცვის პირობადაც ტრამპი მათ მიერ „ვალდებულებების“ შესრულებას ასახელებდა, დახმარების იმედი შეიძლება მხოლოდ ესტონეთს ჰქონდეს.
მაგრამ, The New York Times-ი წერს, რომ 2% - არა ვალდებულება, არამედ 2024 წლისათვის გათვლილი მიზანია. აშშ-ის სამხედრო ხარჯები ნატოს ყველა ქვეყნის ხარჯების 78%-ა, მაგრამ მისი ზრდა დიდწილად დაკავშირებულია ავღანეთის და ერაყის ოპერაციებთან, რომლებსაც აშშ დამოუკიდებლად აწარმოებდა. უშალოდ ალიანსის ბიუჯეტში ამერიკული წილი მართალია ყველასას აჭარბებს, მაგრამ 22%-ზე მეტი არ არის.
„გადაიხადეთ მეტი“
2018 წლის 10 ივლისს ტრამპმა Twitter-ზე დაწერა: „ნატოს ქვეყნები მეტ ფულს უნდა იხდიდნენ, აშშ - ნაკლებს“. დიდი უსამართლობაა!“
ნატოს ივლისის სამიტის წინ, ტრამპი კვლავ დაესხა თავს ორგანიზაციის ევროპელ წევრებს იმისთვის, რომ ისინი ალიანსის შენახვისათვის არასაკმარის თანხებს იხდიან. ამასთან, ჯერ კიდევ მაისში ის აქებდა ევროპელებს, რადგან 2%-იანი ნორმის შესრულება დამატებით სამმა ქვეყანამ დაიწყო. დონალდ ტრამპს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა უპასუხა: „ევროპამ პირველმა უპასუხა მასშტაბურად 11 სექტემბრის ტერაქტებს, როდესაც აშშ-მა დახმარება ითხოვა. ევროპელი ჯარისკაცები ამერიკელების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში. 870 მამაცმა ევროპელმა ქალმა და კაცმა შესწირა იქ თავისი სიცოცხლე, მათ შორის 40-მა ჯარისკაცმა ჩემი სამშობლოდან, პოლონეთიდან“.
მთავარი კითხვაა, თუ რისი მიღწევა სურს ტრამპს? რა მოხდება თუ მისი ფნანსური მოთხოვნები არ შესრულდება?
„გერმანია რუსეთის ტყვეა“
2018 წლის 11 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ „გერმანია რუსეთის ტყვეა... გერმანიას სრულად აკონტროლებს რუსეთი, რადგან ის მიიღებს ენერგიის 60-70%-ს ახალი მილსადენიდან [„ჩრდილოეთის ნაკადი 2“]. ვიფიქრობ ეს მიუღებელია“.
ტრამპის პრეტენზიები გერმანიის მიმართ, რომელიც მან ბერლინს ასე ხისტად წაუყენა ბრუსელის სამიტის პირველივე დღეს, უკეთ ხსნის მის შესაძლო მოტივს. ის მუდმივად აკრიტიკებს ბერლინს: ნატოს არასაკმარისი დაფინანსებისთვის, ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკისათვის, მაგრამ, რაც მთავარია, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის. როგორც ჩანს, ნატოს მიმართ რიტორიკა - დიდი სავაჭრო ომის ნაწილია, რომელსაც ტრამპი იმისთვის აწარმოებს, რომ შეამციროს უცხოური პროდუქციის წვდომა ამერიკულ ბაზრებზე და აიძულოს ამერიკული კომპანიები გადაიტანონს თავისი წარმოება აშშ-ში. ნატოს დაფინანსება ამ დავაში დამატებითი არგუმენტია. ამასთან, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი არგუმენტი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ: თუ გერმანია სრულად დამოკიდებულია რუსეთზე, რატომ არ შეიძლება რომ მას აშშ-ც მოელაპარაკოს.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.


