BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა
ფოტო: shutterstock
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ზაფხულის დადგომასთან ერთად, რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს და აქვეყნებს 5 ადგილს, სადაც მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა. მათ შორის, გამოცემა საქართველოზეც წერს.
1. კავკასიის რეგიონი - ეს მთიანი რეგიონია ევროპისა და აზიის საზღვარზე. მიმდინარე თვეში აქ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, 4 ივლისს 40.5 გრადუსი დაფიქსირდა.
2. აღმოსავლეთ კანადა - აქ მხოლოდ გასულ კვირას, სიცხის გამო 70-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი 65 წელს იყო გადაცილებული. ქვეყნის დედაქალაქში, ოტავაში 2 ივლისს 47 გრადუსი დაფიქსირდა.
3. სამხრეთ კაროლინა - აქ ტემპერატურამ ბოლო 79 წლის რეკორდი მოხსნა და 43.9 გრადუსი შეადგინა.
4. სიდნეი, ავსტრალია - ივლისში, ზედიზედ ორი დღე აქ 24.7 გრადუსი ფიქსირდებოდა, რაც საშუალოდ, 8 გრადუსით მეტია, ვიდრე წელიწადის ამ დროს ამ ადგილს ახასიათებს.
5. ალჟირი - ქვეყნის ჩრდილოეთით, უარგლის პროვინციაში 5 ივლისს 51.3C გრადუსი დაფიქსირდა.
თბილისი მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სიაში ცოტა ხნის წინაც მოხვდა მოხვდა.
მსოფლიოში სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციები გაავრცელა.
დამწვრობის ეროვნულმა ცენტრმა კი, გარუჯვის მსურველებისთვის რეკომენდაციები მისცა.
ყველა სიახლე
08 მარტი 2026, 12:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანში მიმდინარე ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი
„ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ. ვხედავთ შედეგს და ეს საოცარია. 3 დღეში 42 საზღვაო ხომალდი გავანადგურეთ, რომელთაგანაც ზოგიერთი ძალიან დიდი იყო. ეს იყო საზღვაო ძალების დასასრული. ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავთიშეთ მათი კომუნიკაციები. არ ვიცი, როგორ ურთიერთობენ. ისინი ცუდი ხალხი არიან. შეხედეთ იმ მკვლელობებს, რაც წლების განმავლობაში ჩაიდინეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან. იცით, ისინი გამოიყენებდნენ მას, ამიტომ ჩვენ მსოფლიოს კეთილი საქმე გავუკეთეთ. ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი“, - განაცხადა ტრამპმა.
08 მარტი 2026, 12:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია აბსოლუტურად რეალურია და წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
08 მარტი 2026, 12:06
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფაში ასეულობით მაღალკვალიფიციური ქალია ჩართული. მათივე ცნობით, ქალი სპეციალისტები წარმოდგენილნი არიან ავიაციის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით - საფრენოსნო ექსპლუატაციიდან საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებამდე.
08 მარტი 2026, 12:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი ზელენსკის განცხადებაზე: ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ
„არსებობს პროტოკოლი და უსაფრთხოების დონე საფრთხის არსებობის შემთხვევაში იზრდება. საბედნიეროდ, ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ეს პროფესიონალების საქმეა. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ისინი უფრო ყურადღებით არიან. ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ“, - განაცხადა ორბანმა.
08 მარტი 2026, 12:01
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს.
08 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 8 მარტს კომპანია „გუდვილის“ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
08 მარტი 2026, 11:50
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელს ირანის რეჟიმისთვის „სიურპრიზები“ აქვს - ჩვენ ვქმნით პირობებს იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა თავად შეძლოს თავისი მომავლის განსაზღვრა
ისრაელის პრემიერი ირანს ახალ სიურპრიზებს ჰპირდება. ამის თაობაზე მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი ყველანაირ პირობას შექმნის იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს.
08 მარტი 2026, 11:45
მსოფლიო
ისრაელმა ირანში ნავთობის საცავები დაბომბა
„ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ძალები ამ საწვავის ავზებს სამხედრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის პირდაპირ და ხშირად იყენებენ. მათი მეშვეობით ირანის ტერორისტული რეჟიმი საწვავს სხვადასხვა მომხმარებელს, მათ შორის ირანის სამხედრო სუბიექტებს ურიგებს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაში.
08 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
ჩიხელიძე: სუს-მა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ დაბარებულია გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული. აგენტურამ მესიჯი დაალაგა - სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია
მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა - რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
08 მარტი 2026, 11:43
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მანიპულაციებით ცდილობენ აშშ-ში ქართული დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტი გადაფარონ
აშშ-ში ქართული დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტის ფონზე, რომელმაც კიდევ უფრო დააახლოვა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მოახლოება, ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ და ცდილობენ, რომ როგორმე განცხადებებით, შეხვედრებითა და მანიპულაციებით ეს გადაფარონ, ან ჩაახშონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
08 მარტი 2026, 11:37
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: როდესაც ასეთ კონსპირაციას აწყობს, ბუნებრივია, ის, რომ ქვეყნის დასანქცირებას ემსახურებოდა ეს შეხვედრა, შეიძლება მართალი იყოს
„როდესაც ასეთ კონსპირაციას აწყობს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის დასანქცირებას ემსახურებოდა ეს შეხვედრა, შეიძლება მართალი იყოს. ადვილად დასაჯერებელია ასეთი საქციელი ადამიანისგან, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ბომბების წვიმა ურჩევნია საქართველოზე, ვიდრე ის სირცხვილი, რომელსაც თითქოსდა განიცდიდა, იმიტომ რომ საქართველომ უარი თქვა სანქციებთან შეერთებაზე. სანქციები კი დაღუპავდა ქვეყანას და ჩამოაქცევდა მის ეკონომიკას“, - განაცხადა სუბარმა.
08 მარტი 2026, 11:28
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა თავისუფალ მედიაზე თავდასხმით კმაყოფილია
თინა ბოკუჩავა აღიარებს, რომ სწორედ ოპოზიციამ იმუშავა, რათა დიდი ბრიტანეთი თავისუფალ მედიას თავს დასხმოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი შედეგით კმაყოფილია და აანონსებს, რომ უცხო ქვეყნებში ამ თემაზე აქტიურ შეხვედრებს გააგრძელებს.
08 მარტი 2026, 11:20
სამართალი
გუზაბ სანიკიძე სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს
პროირანულ გავლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, გუშინ, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, გუზაბ სანიკიძე გამოკითხეს.
08 მარტი 2026, 11:20
სამართალი
გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო გუშინ დატოვა - ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
პროირანული გავლენების შესახებ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძეც ჩაერთო და ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
08 მარტი 2026, 11:15
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: პროირანული გავლენების შესახებ განცხადებების გაკეთება საჯარო სივრცეში, რომელიც არანაირი ფაქტითა და არგუმენტით არ არის გამყარებული, პირდაპირ არის ჩვენი სამშობლოს ღალატი
„საჯარო სივრცეში ასეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც არანაირი ფაქტითა და არგუმენტით არ არის გამყარებული, პირდაპირ არის ჩვენი სამშობლოს ღალატი და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. როგორც ვნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ამის აღსაკვეთად და ამას მხოლოდ მივესალმებით. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ის მდგომარეობა, რაც ჩვენ ირგვლივ არის და ყველა გარკვეული პასუხისმგებლობით უნდა მოეპყროს“, - აცხადებს შალამბერიძე.
08 მარტი 2026, 11:13
სამართალი
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე არიან დაბარებულები. ამ ფორმით, სასამართლოში გამოკითხვა მათ თავად მოითხოვეს. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროირანული გავლენები გაჩნდა.
08 მარტი 2026, 10:45
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან
რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.
08 მარტი 2026, 10:42
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ჯ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 მარტი 2026, 10:38
სამართალი
საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს.
08 მარტი 2026, 10:36
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


