imedi /  15 ივლისი 2018, 09:15 / სანდო წყარო

რატომ არის აშშ-ში უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა ასეთი მნიშვნელოვანი

აშშ-ის უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკელთა ცხოვრებაზე მომავალი ათწლეულებისა და ხშირად ასწლეულების განმავლობაშიც კი აქვს გავლენა. სწორედ უზენაესმა სასამართლომ მისცა ლგბტ ამერიკელებს 2015 წელს ქორწინების უფლება, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ კი ამავე სასამართლომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე აბორტის უფლება დააკანონა.

"ამერიკის ხმა" შეეცადა გაერკვია, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა აშშ-ში. როგორც სტატიაში წერია, დემოკრატები შიშობენ, რომ სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებამ შესაძლოა ზოგიერთ სამოქალაქო უფლებას საფრთხე შეუქმნას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტის დაკავებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე მეორე კანდიდატი დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე. ბევრი ისტორიკოსის აზრით, უზენაესის მოსამართლის შერჩევა ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხშირად ყველაზე სერიოზული და ხანგრძლივი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკელთა ცხოვრებაზე.

გასული წლის თებერვალში, ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლე ნილ გორსაჩი წარადგინა. რამდენიმე თვის შემდეგ ის სენატმა 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ ოფიციალურად დაამტკიცა. სენატში რესპუბლიკელებს მცირე უმრავლესობა აქვთ, ისინი მხოლოდ ორი ადამიანით აჭარბებენ დემოკრატებს. თუმცა გორსაჩის კანდიდატურას სამმა დემოკრატმა დაუჭირა მხარი.

უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, ისინი თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან. გორსაჩმა კონსერვატორი ენტონინ სკალია ჩაანაცვლა, რომელიც 1986 წელს რონალდ რეიგანმა წარადგინა და 2016 წელს ძილში გარდაიცვალა. უზენაეს სასამართლოში ამის შემდეგ, ბევრი შეფასებით, 4 ლიბერალური და ოთხი კონსერვატული შეხედულების მოსამართლე დარჩა. ამიტომ კანდიდატის იდეოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

თავდაპირველად, ბარაკ ობამამ ვაკანტურ პოსტზე კანდიდატი დაასახელა, თუმცა იმ პრეზიდენტის კანდიდატი, რომლის მმართველობის ვადაც ძალიან მალე იწურებოდა, სენატმა განუხილველად დატოვა და ეს პასუხისმგებლობა მომავალ პრეზიდენტს დაუტოვა. თუმცა, წელიწადნახევრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ მოუხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევა.

რჩეული კვლავ ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი წევრი - ბრეტ კავანაა. კავანა, დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლე კენედის ადგილს დაიკავებს.

ენტონი კენედი 1987 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა წარადგინა მოსამართლის პოზიციაზე და როგორც მოსალოდნელი იყო, ის კენჭისყრათა 2/3-ში სწორედ კონსერვატორების პოზიციების მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს იღებდა. თუმცა, ბევრ სოციალურ საკითხზე მისი ლიბერალური მიდგომა ცნობილი იყო. მისი ხმა ხშირად მეხუთე გადამწყვეტი ხმა იყო. მიუხედავად კონსერვატული მსოფლმხედველობისა, მას მედიაში ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ლგბტ თემის ჩემპიონს“, რადგან არაერთ სხვადასხვა საქმეზე მის მიერ გაკეთებული განმარტებები სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დამცავი კანონმდებლობის პრაქტიკულ ნიადაგს აყალიბებდა და აძლიერებდა.

მის სახელს უკავშირდება 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქორწინების უფლების შესახებ. მკვეთრად დაყოფილ კოლეგიაში ის იყო ცხრიდან მეხუთე მოსამართლე, რომლის ხმითაც გადაწყდა, რომ ამერიკის ყველა შტატში ერთი და იმავე სქესის წყვილებს დაქორწინების უფლება ეძლევათ.

თუკი კავანას სენატი დაამტკიცებს, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს იქნება პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი მოსამართლის დანიშვნამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს სასამართლოს მიმართულება და მისი გადაწყვეტილებები. ბოლოს, ასეთი რამ 1991 წელს მოხდა, როდესაც მოსამართლე თორგუდ მარშალი კლარენს თომასმა შეცვალა.

თორგუდ მარშალი უზენაესის 96-ე და რიგით პირველი აფროამერიკელი მოსამართლე იყო. ის ძირითადად ლიბერალური გადაწყვეტილებების მხარდამჭერი იყო, ინდივიდუალური უფლებების ძლიერი დამცველი, განსაკუთრებით კი ეჭვმიტანილთა უფლებებისა. ის მხარს უჭერდა აბორტის უფლებას და ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას.

მისი შემცვლელი - კლარენს თომასი კი მეორე აფროამერიკელი იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. თუმცა მას სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატორ წევრად მიიჩნევენ. თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროვების ბრალდებების ფონზე, გამართული მწვავე და დაძაბული მოსმენის შემდეგ სენატმა ის 52 ხმით 48 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

თომასის შემდეგ, ყველა ახალი მოსამართლე, ექსპერტების შეფასებით, იდეოლოგიურად თითქმის იმავე პოზიციებზე იყო, რაზეც მათი წინამორბედები.

დემოკრატების აზრით, ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების ბევრი მონაპოვარი ახლა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან ისედაც უკვე „მარჯვნივ გადახრილი“ სასამართლო შესაძლოა კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს.

ამერიკაში ელიან სხდომებს, როდესაც სენატორებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტის რჩეულს კითხვები დაუსვან. პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში მისი წარდგენისას განაცხადა, რომ ის არის „ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მახვილი გონების პატრონი ჩვენს დროში." მან თქვა, რომ კავანა „გვერდით გადადებს თავის პოლიტიკურ მოსაზრებებს“, და „კონსტიტუციას ისე მიუდგება, როგორც ის არის დაწერილი“.

კავანა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის ასევე იყო გამომძიებელთა გუნდის წევრი ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში. 20 წლის წინ დამოუკიდებელ გამომძიებელ კენეთ სტართან ერთად მუშაობისას, მან შექმნა საკმაოდ ფართო სამართლებრივი საფუძველი პრეზიდენტ კლინტონის იმპიჩმენტისთვის.

ადმინისტრაციისთვის მუშაობამდე, მოსამართლე კავანა ჯორჯ ბუშის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფლორიდის შტატში ხმების გადათვლის საქმეშიც იყო ჩართული. როდესაც ბუშმა ის 2003 წელს კოლუმბიის ოლქში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელა, მაშინ დემოკრატები წუხდნენ, რომ ის შესაძლოა „პარტიულად ძლიერ მიკერძოებული“ ყოფილიყო. კავანამ მაშინაც საკმაოდ ცხარე დებატების ფონზე გაიარა დამტკიცების პროცესი და უჩვეულოდ დიდი ხნის - 3 წლის შემდეგ დაამტკიცეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ასე რომ, კავანას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს რესპუბლიკელთა ელიტურ სამართლებრივ წრეებთან და აქვს მკაფიო კონსერვატული წარსული. სწორედ ამიტომ, დემოკრატები განსაკუთრებით არიან მობილიზებულნი და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მის კანდიდატურასთან დასაპირისპირებლად. თუმცა რესპუბლიკელებიც მზად არიან სენატში ბრძოლისთვის. სენატორი კორნინი ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატს „შესაბამის, მოკლე ვადებში დაამტკიცებენ“.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.