imedi /  17 ივლისი 2018, 09:10 / დაუდასტურებელი

პუტინი: ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე რუსეთს უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

ჰელსინკიში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და ამ კონტექსტში საქართველოზეც ისაუბრა. კრემლის ლიდერმა ვრცელი ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-ს მიცა.

ჟურნალისტმა, კრის უოლესმა რუსეთის პრეზიდენტს შემდეგი კითხვა დაუსვა: როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანდებიან.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატოს გაფართოებასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას მოსკოვი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

„სიტუაცია ნატოსთან დაკავშირებით ასე ვითარდება. მე მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, იქ გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი, მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთს და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები უნდა განათავსონ. ეს კი ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხთან დაკავშრებით უკიდურესად უარყოფითი იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.

ყველა სიახლე

20 თებერვალი 2019, 08:46

ტექნოლოგიები

ტრამპმა კოსმოსური ძალების შექმნაზე ბრძანებას მოაწერა ხელი

ამ საკითხზე განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ახალი კოსმოსური ძალების მისია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერებაა, მიზანი კი კოსმოსში დომინანტური პოზიციის მოპოვება.

კატა

20 თებერვალი 2019, 08:36

ტაბლოიდი

კარლ ლაგერფილდის ქონება შესაძლოა მის კატას დარჩეს

კატა სახელად შუპეტი დიზაინერს 2011 წლიდან ჰყავდა და განსაკუთრებულ ფუფუნებაში აცხოვრებდა. უფრო მეტიც, მას აქსესუარების საკუთარი ხაზი და წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს. ის ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელშიც.

20 თებერვალი 2019, 08:20

მსოფლიო

მოზარდმა გოგომ, რომელიც ISIS-ს შეუერთდა, შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს

გოგოს ოჯახი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 19 წლის შამინას ახლა უკან ლონდონში დაბრუნება სურს. მას ISIS-ისთან უკანასკნელი ბრძოლისას მიაგნეს სირიელ მიგრანტთა ბანაკში. ბრიტანელ გოგოს გასულ კვირას შვილიც შეეძინა.

20 თებერვალი 2019, 08:14

მსოფლიო

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ორგანიზატორების განცხადებით, მანიფესტაციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტების თქმით, აქციის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ანტისემიტური ხასიათის თავდასხმები გახდა. ბოლო ასეთი შემთხვევა სტრასბურგთან ახლოს მოხდა. ვანდალებმა ებრაელების საფლავებს შეურაცხმყოფელი სიმბოლოები დაახატეს.

20 თებერვალი 2019, 08:11

მსოფლიო

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში ძალოვნებმა სულ 66 ადამიანი დააკავეს, მათ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. პოლიციის ცნობით, ამოღებულია შვიდი ტონა ჰაშიში და იარაღი.

ხმის მიცემა

20 თებერვალი 2019, 08:07

მსოფლიო

უკრაინა: რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდება

სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართება. კიევში აცხადებენ, რომ ინიციატივა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ეკუთვნის. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე უკრაინის კიბერსფეროს გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2019, 07:58

საქართველო

დღეს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

ასევე დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობდა, სადაც რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა. მათ შორის შეხვდა ემანუელ მაკრონსაც.

მოდელი

20 თებერვალი 2019, 00:55

კულტურა

Burberry ყულფიანი ჰუდის გამო ბოდიშს იხდის

Burberry-ი 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გამოყენებული ერთ-ერთი ელემენტის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. საუბარია ჰუდიზე, რომლის კაპიუშონის თასმაც საზოგადოებამ თვითმკვლელობისთვის გამზადებულ ნასკვს მიამსგავსა. როგორც Burberry-მ განაცხადა, კრიტიკის შემდეგ მათ ეს პროდუქტი კოლექციიდან ამოიღეს.

მელანია ტრამპი და კარლ ლაგერფილდი

20 თებერვალი 2019, 00:39

საქართველო

მელანია ტრამპი კარლ ლაგერფილდს დაემშვიდობა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი კარლ ლაგერფილდის ხსოვნას პატივს მიაგებს. მის შესახებ პოსტი მელანიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „დღეს მსოფლიომ შემოქმედი გენიოსი დაკარგა. მოგვენატრები, კარლ!“, წერს აშშ-ის პირველი ლედი.

სეფსისი

20 თებერვალი 2019, 00:29

ტექნოლოგიები

შექმნეს სეფსისის დასადგენი ახალი ტესტი, რომელიც პასუხს 2.5 წუთში იძლევა

მეცნიერების თქმით, მათ მიერ დაპროექტებული ექსპერიმენტული მიკროელექტროდი მოწყობილობა პაციენტის სისხლს აანალიზებს და შედეგს 2.5 წუთში იძლევა. სეფსისზე არსებული ახლანდელი ტესტირების მეთოდს პასუხისთვის დაახლოებით 72 საათი სჭირდება.

სიკვდილი

20 თებერვალი 2019, 00:11

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ახალდაბადებული შვილი გარდაცვალებამდე 3 საათით ადრე გაიცნო

ბენ კინლოკის ცოლი ნიკოლა ბავშვის გაჩენისთანავე საავადმყოფოდან გაეწერა და იმ კლინიკაში წავიდა, სადაც მისი ქმარი მკურნალობდა. "ორი აზრი არ არსებობს, ის ქალიშვილს ელოდებოდა", - ამბობს ნიკოლა და დასძენს, რომ მან შვილი ბენს მკლავებში დააჭერინა და სამახსოვროდ რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოასწრო.

ავტოდაზღვევა

19 თებერვალი 2019, 23:49

ეკონომიკა

კერძო ავტოდაზღვევის მფლობელებს მათი სადაზღვევო პაკეტის ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწევთ

ირაკლი თუთარაშვილის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია და განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევა 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს დამოკიდებულია საპარლამენტო საქმიანობასა და პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების დროზე.

ტრამვაი

19 თებერვალი 2019, 23:24

ეკონომიკა

მაია ბითაძე: თბილისში ტრამვაის კომპენსირება 18-მეტრიანი ავტობუსებით იგეგმება

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ თქვა, რომ თბილისში "სამწუხაროდ ტრამვაის ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს". მაია ბითაძის განმარტებით, მერია ტრამვაის კომპენსირებას 18-მეტრიანი ავტობუსებით იგეგმება. ამ საკითხზე კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა.

19 თებერვალი 2019, 23:23

საქართველო

სესის შემოწმებული 4700 ობიექტიდან დარღვევა 125-ში აღმოჩნდა

საქართველოს მასშტაბით სულ 4700-ზე მეტი საკონტროლო გასვლითი ღონისძიებაა ჩატარებული. ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.

მშენებლობა

19 თებერვალი 2019, 23:05

საქართველო

თბილისის მერია: მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დინამიკა გაუმჯობესდა

მერის მოადგილის თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო და კანონპროექტი პარლამენტში მალე დარეგისტრირდება. ბითაძის თქმით, ეს ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს.

კოსმოსი

19 თებერვალი 2019, 22:56

ტექნოლოგიები

მზის სისტემაში ახალი მთვარე იპოვეს

ის პლანეტის ყველაზე პატარა მთვარეა. როგორც გამოცემა წერს, ჰიპოკამპის გამოსახულებები ნეპტუნის ფოტოებზე ადრეც ჩანდა, თუმცა დღევანდელ დღემდე მეცნიერებს არ ჰქონდათ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლითაც მთვარეს კარგად დააფიქსირებდნენ.

ომები

19 თებერვალი 2019, 22:36

სპორტი

საფრანგეთში ლაზერის ხმლებით ფარიკაობა სპორტის სახეობად აღიარეს

შეჯიბრის დროს იარაღად გამოყენებული უნდა იყოს სინათლის პოლიკარბონატული ხმლის ასლი და ჯედაი (თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა). როგორც "ვარსკვლავურ ომებშია", ხმლები ანათებენ და დაჯახებისას სპეციფიურ, დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ.

აკაკი საღირაშვილი

19 თებერვალი 2019, 22:35

საქართველო

საქარე მინაზე 5 მილიმეტრზე ნაკლები ბზარის გამო მანქანა აღარ დახარვეზდება

ეკონომიკის სამინისტრო ტექდათვალიერების დროს ავტომობილების დახარვეზების კრიტერიუმების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

საფრანგეთის პოლიცია

19 თებერვალი 2019, 22:33

მსოფლიო

მარსელში გამვლელებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მოკლულია

პოლიციელებმა მოკლეს კაცი, რომელიც მარსელის ერთ-ერთ ქუჩაზე გამვლელებს დანით დაესხა თავს. სამართალდამცველებმა ის მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ადგილზე მისულებს თავად თავდამსხმელმა ესროლა პისტოლეტიდან.

ტექდათვალიერების სტატისტიკა

19 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

წელს ტექნიკური ინსპექტირებისას 57 539 ავტომობილი დახარვეზდა

1 იანვრიდან 19 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით ტექნიკური ინსპექტირება სულ 95 525 ავტომობილმა გაიარა. მათგან დახარვეზდა 57 539. ეს სტატისტიკა გადაცემაში „პირისპირ“ გამოქვეყნდა.