imedi /  01 აგვისტო 2018, 23:31 / სანდო წყარო

რუსეთის ტელევიზია აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაზე სიუჟეტებში „ვაგნერს“ არ ახსენებს

ორჰან ჯემალი
ალექსანდრ რასტორგუევი
კირილ რადჩენკო

ორჰან ჯემალი
ალექსანდრ რასტორგუევი
კირილ რადჩენკო

რუსული ტელეარხები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტის, ოპერატორისა და რეჟისორის მკვლელობის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში არ ახსენებენ მიზეზს, რის გამოც ისინი ცენტრალურ აფრიკაში ჩავიდნენ. საუბარია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ, რომელზეც რუსი ჟურნალისტები ფილმს ამზადებდნენ. ამ გარემოებაზე ყურადღებას რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" ამახვილებს ყურადღებას, - წერს „რადიო თავისუფლება“.

რუსეთის ფედერალური ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში ამბობენ, რომ ჟურნალისტები შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა მოკლეს. ცნობებს იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტები იღებდნენ ფილმს „ვაგნერის“ რიგებში მებრძოლ დაქირავებულ რუსებზე, „უაზრობა“ უწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო 31 ივლისს მოკლეს, მათი მძღოლი თავდასხმას გადაურჩა.

ისინი ონლაინ სააგენტო „გამოძიებათა სამმართველოს ცენტრის“ შეკვეთით დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. სააგენტოს მუშაობას მიხაილ ხოდორკოვსკი - ყოფილი ოლიგარქი და პრეზიდენტ პუტინის ოპონენტი, აფინანსებს.

"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომლის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, კონფლიქტის ზონებში საომარ მოქმედებებში, კონტრაქტების საფუძველზე მონაწილეობენ. მათ შორის წარმოდგენილები არიან სირიის ომში, ასევე საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ ჩართული და სეპარატისტების გვერდით იბრძოდნენ უკრაინაში, დონბასში.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2026, 11:27

მსოფლიო

ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ირანი შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი რეგიონულ უსაფრთხოებას ემუქრება. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული დრონები ჩამოაგდეს და სანაპიროს ზოლზე განლაგებულ ირანულ რადიოლოკაციურ სადგურებს დაარტყეს.

მაკა ბოჭორიშვილი

07 ივნისი 2026, 11:12

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და წირვას დაესწრო, რომელიც სან-ფრანცისკოში, ქართული ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 11:07

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს

„ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

კიმ იო ჯონი

07 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის

Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ სი ძინპინი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას გამართავს კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პეკინის ერთადერთი ოფიციალური მოკავშირეა.

07 ივნისი 2026, 11:00

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა, სტამბოლში, პირველადი სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

07 ივნისი 2026, 10:52

რეგიონი

რუსთავში ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 10:52

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მოქმედი გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობა შექმნან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა იმ მარტივი მიზეზის გამო არ იქმნება, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან

„მე ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბნის გარეთ რუსი რეპორტიორის კითხვაზე პასუხისას, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

07 ივნისი 2026, 10:31

საზოგადოება

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება

დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 10:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

07 ივნისი 2026, 10:19

მსოფლიო

აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს.

ანდრეი სიბიგა

07 ივნისი 2026, 09:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან

რუსებისთვის კარგი ამბები არაა. პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

გაგიკ ბეგლარიანი

07 ივნისი 2026, 09:35

მსოფლიო

სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს

ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ინფორმაციას ანტიკორუფციული კომიტეტზე დაყრდნობით გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 09:24

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 09:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

07 ივნისი 2026, 08:26

მსოფლიო

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. მონაწილეობას ასევე იღებენ: „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.

პეტერ მადიარი

07 ივნისი 2026, 08:01

მსოფლიო

პეტერ მადიარი: შემდეგ კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონი დააანონსა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.

06 ივნისი 2026, 23:57

სპორტი

ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს

სპორტულ კარატეში ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - Bohemia Cup ქართველმა კარატისტებმა 16 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ანგარიშზე 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.

ვაჟა ბერიძე

06 ივნისი 2026, 23:12

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ

ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ. არც ხელისუფლების და რაც ოპოზიციის წარმომადგენლები არასოდეს ახსენებენ, რატომ გახდა ევროკავშირი ჩვენთვის პანაცეა, -განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:43

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი - ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიყავს. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება ბრიუსელის ხელის ბიჭი.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:25

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.