ოსამა ბინ ლადენის დედამ მედიას პირველი ინტერვიუ მისცა
ალია განემი
ფოტო: The Guardian
11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის დედამ, ალია განემმა პირველად ისაუბრა მედიასთან შვილზე. ის ამბობს, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტერორისტი ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. ალია განემი ოსამა ბინ ლადენის ტერორისტად ქცევაში იმ ადამიანებს ადანაშაულებს, რომლებიც მან უნივერსიტეტში გაიცნო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
„უნივერსიტეტში ის ხალხმა შეცვალა. სრულიად სხვა ადამიანი გახდა. იქ მან გაიცნო აბდულა აზამი, მუსლიმთა საძმოს წევრი, რომელიც მოგვიანებით საუდის არაბეთიდან გააძევეს და ოსამასთვის, ასე ვთქვათ, სულიერი მრჩეველი გახდა. ის ძალიან კარგი ბავშვი იყო, ვიდრე იდეოლოგიურად არ დაამუშავეს. ამ დროს ოსამა დაახლოებით 20 წლის იყო. ეს იყო ერთგვარი კულტი. ისინი ბევრ ფულს შოულობდნენ. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მათგან თავი შორს დაეჭირა. არასდროს ჩამრთავდა იმაში, რასაც აკეთებდა, რადგან მას ძალიან ვუყვარდი“, - ამბობს ბინ ლადენის დედა.
1980-იან წლებში ოსამა ბინ ლადენი ავღანეთში, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. ის ფიქრობდა, რომ ოჯახი მისით იამაყებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და ოჯახისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ბინ ლადენი ჯიჰადისტი გახდა. „ეს გონებაშიც არასდროს გამივლია. ამის გაგებამ ყველა ძალიან აგვაღელვა. არ მინდოდა, რამე მსგავსი მომხდარიყო“, - ამბობს ბინ ლადენის დედა.
ბინ ლადენის ძმის, აჰმედის თქმით კი, მათ დედას 2011 წლის ტერაქტის შემდეგაც, უკვე 17 წელია, სჯერა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა: „მას ის ძალიან უყვარდა და არასდროს ადანაშაულებს მას. სამაგიეროდ, ადანაშაულებს იმ წრეს, რომელსაც ჩემი ძმა დაუახლოვდა. ის მას მხოლოდ კარგი ბიჭის მხრიდან აღიქვამს, იმ მხრიდან, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავდით. დედა არასდროს აღიქვამს მას, როგორც ჯიჰადისტს“.
აჰმედ ბინ ლადენმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გაიგო და აღიქვა ოჯახმა აშშ-ში მოწყობილ ტერაქტში ოსამა ბინ ლადენის მონაწილეობა. „ეს ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. პირველ 48 საათში ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ოსამამ ჩაიდინა. საშინლად შეგვრცხვა მის გამო. ვიცოდით, რომ ამას საშინელი შედეგები მოჰყვებოდა. მთელი ჩვენი ოჯახი საუდის არაბეთში დაბრუნდა“, - თქვა ბინ ლადენის ძმამ.
2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, ბინ ლადენი თავის კერძო რეზიდნციაში, პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს.
მისი ოჯახი დღემდე საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახია.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 09:16
მსოფლიო
The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს. ინფორმაციას The New York Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმების მორიგი სერიის შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ზედიზედ მე-11 ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
22 ივლისი 2026, 08:43
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
22 ივლისი 2026, 08:29
რეგიონი
ონში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა
სწორედ ამ შეჯიბრების შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
22 ივლისი 2026, 08:27
კულტურა
პრემია „მაჩაბელი“ 5 ნომინაციაში გაიცა
თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ პრემია 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ეროვნული ბიბლიოთეკა გამარჯვებული ავტორების წიგნებს გამოსცემს.
22 ივლისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში
ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.
22 ივლისი 2026, 08:11
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
22 ივლისი 2026, 08:04
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს - დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლად გაედინება.
22 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება
სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტი ფარგლებში, დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება, მომდევნო დღეებში კი დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.


