imedi /  06 აგვისტო 2018, 22:50 / სანდო წყარო

იტალიაში ავარიას 12 აფრიკელი მუშა ემსხვერპლა

სამხრეთ იტალიაში, აპულიას რეგიონში, ქალაქ ფოჯასთან მომხდარ ავარიას 12 აფრიკელი მუშა ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს. 

ერთმანეთს ფურგონი და სატვირთო შეეჯახა. მუშები სამუშაოდან, მინდვრებიდან, ფურგონით ბრუნდებოდნენ. 

შემთხვევისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, - მათ შორის, სატვირთოს მძღოლიც. 

ამავე რეგიონში, მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევისას, ორი დღის წინ, ოთხი მიგრანტი დაიღუპა. მათთვის პატივის მისაგებად, იტალიის ფერმის მუშათა გაერთიანებამ 8 აგვისტოს ფოჯას მიმართულებით, დაგეგმა მარში სახელად „წითელი ქუდები“. სწორედ წითელ ქუდებს ურიგებენ ფოჯას შემოგარენში, პომიდვრების მინდვრებში მომუშავე მუშებს. 

იტალიაში აფრიკელი მიგრანტები მცირე თანხის სანაცვლოდ მუშაობენ. ყოველ დაკრეფილ 100 კილოგრამში მათ ერთ ევროზე ნაკლებს აძლევენ. 

მიუხედავად ამისა, ევროპაში და მათ შორის იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ჩადის. 

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს, ევროპის ქვეყნებამდე მიღწევის მცდელობისას, ხმელთაშუა ზღვაში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო. 

2014 წლის შემდეგ, უმეტესად სუბსაჰარული აფრიკიდან იტალიის საზღვრებამდე 650 ათასი მიგრანტი ჩავიდა. 

ყველა სიახლე

ქართლის ქარის ელექტროსადგური

17 სექტემბერი 2019, 20:13

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. მისი საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. ის ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტია საქართველოში, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია.

ტაივანის აღიარება

17 სექტემბერი 2019, 19:53

მსოფლიო

სოლომონის კუნძულებმა ჩინეთის მთავრობად ტაივანის ნაცვლად პეკინი აღიარა

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოლომონის კუნძულების მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პეკინს ჩინეთის მთავრობად ცნობს, ამასთან, ტაიპეიში საელჩოს დაუყოვნებლივ დახურვა დააანონსა.

პანდა

17 სექტემბერი 2019, 19:43

ტაბლოიდი

ჩინეთში პოპულარული პანდა ტაილანდის ზოოპარკში მოკვდა

პანდა, რომელიც ჩინეთის ზოოპარკიდან ტაილანდის ზოოპარკში ჰყავდათ გადაყვანილი, მოკვდა, - წერს abc News. ტაილანდის ზოოპარკის თანამშრომლები გლოვის ნიშნად თეთრსა და შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ და დაღუპულ პანდას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 19 წლის პანდას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასაკი გახდა.

სტიქია

17 სექტემბერი 2019, 19:34

საქართველო

სტიქიამ გურჯაანის და ყვარლის სოფლები დააზარალა

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბანში ვენახების ნაწილი. ძლიერი ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ხე მოტეხა და საბავშვო ბაღის ღობე დააზიანა. ხე დაეცა ყვარელში სატვირთო მანქანასაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბელარუსი

17 სექტემბერი 2019, 19:25

მსოფლიო

11-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ ბელარუსში ელჩს დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები 11 წლის შემდეგ ბელარუსში დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს და ელჩს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დევიდ ჰეილისა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ოლიმპიური თამაშები

17 სექტემბერი 2019, 19:09

სპორტი

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ორი ოფიციალური თილისმა აქვს

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალური თილისმა აქვს - პანდა სახელად ბინ დუნდუნი და მანათობელი სიუე ჟუნჟუნი. გარდა ამისა, მანათობელი სიუე ჟუნჟუნი 2022 წლის პარაოლიმპიადის სიმბოლოც გახდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თილისმების შესახებ ფოტოები და ვიდეოები Twitter-ზე გაავრცელეს.

ჭიდაობა

17 სექტემბერი 2019, 19:03

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ყაზახეთში მიმდინარე პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო დაისაკუთრა. მძიმეწონოსანმა გადამწყვეტი შეხვედრის დროს გერმანელი ედუარდ პოპი დამაჯერებლად დაამარცხა და ნაკრებს ოლიმპიური საგზურიც მოუტანა.

კობა გვენეტაძე

17 სექტემბერი 2019, 18:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული.

Amazon-ი

17 სექტემბერი 2019, 18:38

ტექნოლოგიები

Amazon-ი მომხმარებელს უკვე CD-ი ხარისხის მუსიკასაც სთავაზობს

Amazon-ის მომხმარებელს მუსიკალური ალბომების ჩამოტვირთვა ან მუსიკის სმენა ამიერიდან უფრო მაღალი ხარისხითაც შეეძლება. Amazon-ი ამ მხრივ მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ამ ხარისხის მუსიკას მიაწვდის. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის მიღებაც. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის ალბომების ჩამოტვირთვაც, რაც CD-ზე უკეთესია.

რობერტ ქოჩარიანი

17 სექტემბერი 2019, 18:32

მსოფლიო

ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა

4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა. ქოჩარიანს ბრალი 2018 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის წაუყენეს.

BMW

17 სექტემბერი 2019, 18:29

ტექნოლოგიები

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავტოსპორტის დიზაინერმა მიშელ სკულმა ახალი მოდელის ინოვაციურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაცია წარმოსახვას შეხვდა და ეს დიდი მიღწევაა. BMW Vision M NEXT 600 ცხენისძალა აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამში ავითარებს.

დიუნკერკი მიგრანტების ბანაკი

17 სექტემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობამ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკი დახურა

საფრანგეთის მთავრობამ ქალაქ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკიდან ადამიანები გაიყვანა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციამ ოპერაცია ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. მიგრანტები ავტობუსებით გადაჰყავდათ. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მათ საფრანგეთის ჩრდილოეთით სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილებენ.

17 სექტემბერი 2019, 18:15

ვიდეო

ქალაქი, სადაც დრო 33 წლის წინ გაჩერდა

მარიო გატიკერი

17 სექტემბერი 2019, 18:08

საქართველო

ელჩი: საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება

შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ გატიკერმა შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში პრესკონფერენციაზე თქვა.

სოფი ტერნერი

17 სექტემბერი 2019, 17:55

კულტურა

სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ახალ სერიალში გამოჩნდება

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება. გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, მსახიობი Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება, რომელშიც მისი პარტნიორი კორი ჰოუკინსი იქნება. სერიალს ალექს მორელის რომანის მიხედვით გადაიღებენ.

ბრიტანეთი

17 სექტემბერი 2019, 17:43

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა რომ დედა ორსულად არის

პრინცესა შარლოტა მეგობრებს მოუყვა, რომ მისი დედა ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწე გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა. 4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ორი შვილი ჰყავთ.

ავღანეთი ჯარისკაცი

17 სექტემბერი 2019, 17:37

მსოფლიო

ქაბულში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ CBS-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სერჟანტი ჯერემი გრიფინი ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტს ემსხვერპლა. აფეთქება ქაბულის ცენტრში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ამება

17 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა, - წერს CNN. კერძოდ, 10 წლის ტეხასელმა ლაილი მაემ ამ შემთხვევამდე ტბაში იცურავა. შედეგად გოგო ე.წ. ტვინის მჭამელი ამებით დაინფიცირდა, რომელიც სწორედ ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს. მგვარი ამებით დაინფიცირების შემთხვევა იშვიათია, მაგრამ ყოველთვის ლეტალურად სრულდება.

ცურვა

17 სექტემბერი 2019, 17:13

სპორტი

სარა თომასი პირველი ქალია ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

სარა თომასმა სრუტის გადაცურვა კვირას დილით ადრე დაიწყო და 54 საათში დაასრულა. მცურავმა მკერდის კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა და ეს გამოწვევა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა. სარა თომასი აშშ-დან, კოლორადოდან არის. ღია წყალში ცურვის გამოცდილმა სპორტსმენმა პირველი წარმატება 2007 წელს მოიპოვა.

კრიშტიანუ რონალდუ

17 სექტემბერი 2019, 17:11

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუმ დაქორწინება გადაწყვიტა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, საყვარელ გოგოსთან ჯორჯიანა როდრიგესთან, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ფეხბურთელი თვლის, რომ დროა ცოლი შეირთოს. 37ლის რონალდუ 25 წლის ჯორჯიანას 2016 წლიდან ხვდება.