imedi /  14 აგვისტო 2018, 14:49 / სანდო წყარო

იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ამის შესახებ BBC წერს. 

ინციდენტის შედეგად ხიდიდან რამდენიმე ავტომობილი გადავარდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები არიან მოყოლილები. თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა სიახლე

ბათუმის სტადიონი

19 აგვისტო 2019, 22:53

სპორტი

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სტადიონის დამკვეთი კომპანია „შპს სტადიონი“ Facebook-ზე ავრცელებს. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

ჰიუ ჰარვიცი

19 აგვისტო 2019, 22:43

მსოფლიო

აშშ-ში ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო ციხეების ბიუროს დირექტორი შეიცვალა

ციხის საკანში მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ციხეების ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

პრინცი ჰარი, ელტონ ჯონი

19 აგვისტო 2019, 22:10

ტაბლოიდი

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით მგზავრობა ელტონ ჯონმა დააფინანსა

მომღერალი პრესაში სამეფო წყვილის მიმართ ბრიტანული პრესის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი სამეფო ოჯახის უსაფრთხოებისთვის გამოყო და რეისის დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებების შესამცირებლად შესაბამისი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვისთვის.

რაკეტის გაშვება

19 აგვისტო 2019, 22:07

მსოფლიო

აშშ-მა ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

აშშ-მა მცირე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. გამოცემა Defence News-ის ინფორმაციით, ეს „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის შემდეგ ფრთოსანი რაკეტის პირველი გაშვებაა. ფრთოსანი რაკეტა კალიფორნიაში გამოსცადეს. რაკეტამ გაშვების ადგილიდან 500 კილომეტრში მდებარე მიზანს მიაღწია.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 21:48

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მაინც მივიდა

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიბარეს, კითხვები კი „საქართველოს ფოსტაში“ მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.

ვლადიმერ პუტინი

19 აგვისტო 2019, 21:35

მსოფლიო

პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვის საპროტესტო გამოსვლები

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება, და მაგალითად „ყვითელი ჟილეტების“ აქციები მოიყვანა.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აგვისტო 2019, 21:24

ძალოვნები

ზურა ჯაფარიძე: სასამართლომ 2015 წლის განცხადებისთვის 300 ლარით დამაჯარიმა

საპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 2015 წელს ტელეკომპანია "იმედის ეთერში" გაკეთებული განცხადების გამო 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა და "იმედის" ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

მალია მოჰამედი

19 აგვისტო 2019, 21:08

მსოფლიო

კენიელმა შეფმზარეულმა 75-საათიანი უწყვეტი მუშაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მალია მოჰამედმა კერძების მომზადება ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და კვირას 13:03 საათზე დაასრულა. კენიელმა მზარეულმა ამერიკელი რიკი ლამპკინის 68სთ და 30წთ-იანი შედეგი გააუმჯობესა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

სმარტფონები

19 აგვისტო 2019, 21:08

ტექნოლოგიები

წლის საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

ყველაზე თანამედროვე სმარტფონად OnePlus 7 Pro დასახელდა, რომელსაც აქვს მძლავრი პროცესორი, 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ეკრანი, რომელსაც ფრონტალური პანელის 88% უკავია. ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი კი Xiaomi Redmi Note 7 გახდა.

იდრის დები

19 აგვისტო 2019, 20:54

მსოფლიო

ჩადში ეთნიკური კონფლიქტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩადის პრეზიდენტმა იდრის დებიმ ქვეყნის ორ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც აგვისტოს დასაწყისიდან ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტებს 50 ადამიანი ემსვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ქიბარ ხალვაში

19 აგვისტო 2019, 19:58

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა - ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100%-იანი წილის მფლობელის განცხადებით, რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ის საკუთარი ძალებით შეეცდება. „კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!“, - ამბობს ხალვაში.

მიხეილ სააკაშვილი

19 აგვისტო 2019, 19:34

საქართველო

სააკაშვილმა სავარაუდოდ „კურიერისთვის“ განკუთვნილი ტექსტი შეცდომით ფეისბუკზე გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის თანახმად, ის სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასაშვები მასალის ტექსტს ათანხმებს. პოსტში სააკაშვილი „ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯზე წერს, რასაც მოჰყვება ტექსტი.

19 აგვისტო 2019, 19:34

მსოფლიო

კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

წყვილი აცხადებს, რომ მათ ქვიშის წაღება სუვენირად სურდათ და არ იცოდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. გამოცემის ცნობით, კუნძულ სარდინიის ცნობილი თეთრი ქვიშა საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევა და მისი კუნძულიდან გატანა მკაცრად იკრძალება. პოლიციამ თეთრი ქვიშა პოლიეთილენის 14 ბოთლში იპოვა. სასჯელი 1-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნილ კემპბელი

19 აგვისტო 2019, 19:24

სპორტი

ბრიტანელი ნილ კემპბელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ველოსიპედისტი გახდა

რეკორდული მაჩვენებელი ინგლისში, ჩრდილოეთ იორქშირის ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე სპეციალური კონსტრუქციის ველოსიპედით დაფიქსირდა. სიჩქარის შესამოწმებლად გამოიყენება ავტომობილი, რომელიც ველოსიპედის წინ მიდის და პირქარის ზეგავლენას გამორიცხავს.

19 აგვისტო 2019, 19:19

ვიდეო

ბახმაროში, ფესტივალზე „სანსეტ სეტი“ მიმავალი ავტომანქანა ციცაბო ფერდობიდან დაგორდა

„პუშკაშის პრემია“

19 აგვისტო 2019, 18:39

სპორტი

ფიფამ წლის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო გოლის პრემიის პრეტენდენტები დაასახელა. 2018 წელსსაუკეთესო გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო. კენჭისყრა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

19 აგვისტო 2019, 18:36

ეკონომიკა

ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების სატელევიზიო არხებით გადაიცემა. გარდა ამისა, კამპანია სოციალურ მედიაში რეკლამასა და გარე ბანერების განთავსებას მოიცავს.

19 აგვისტო 2019, 18:11

საქართველო

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

„სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კერსტი კალიულაიდი

19 აგვისტო 2019, 18:07

საქართველო

ესტონეთის პრეზიდენტმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები დაგმო

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს კერსტი კალიულაიდი Twitter-ზე.

ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი

19 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

სერიალ „დილის შოუს“ ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეო

სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ ქარელი ასრულებენ. „დილის შოუ“ დილის გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების პროფესიული და პირადი შესახებ მოგვითხრობს. ცნობილია, რომ Apple-მა სერიალის 2 სეზონის გადაღება დააანონსა, თითოეულ სეზონში 10 სერია იქნება და ის ექსკლუზიურად Apple TV Plus-ზე გავა.