Imedi /  29 აგვისტო 2018, 16:37 / სანდო წყარო

ირანელი სამხედროები სირიას არ დატოვებენ

თეირანი, ირანი

თეირანი, ირანი

აშშ-ისა და ისრაელის მოთხოვნის მიუხედავად, ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ირანი სირიაში ყოფნას გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება დამასკოში ირანის სამხედრო ატაშემ, ბრიგადის გენერალმა აბოლყასემ ალინეჯადმა გააკეთა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ალინეჯადის განცხადებით, „სირიაში ირანელი მრჩევლების ხანგრძლივი ყოფნა, თეირანსა და დამასკოს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების ნაწილია“, რომელსაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი გასული კვირის ბოლოს მოაწერეს.

გასულ კვირაშივე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ისევ მოსთხოვა ირანს სირიიდან სამხედროების გაყვანა.

ირანმა სირიაში 7-წლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, ბაშარ-ასადის მხარდასაჭერად, იარაღი და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 17:36

მსოფლიო

Bloomberg-ი: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც მცირე პარტიებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაძლებლობას, - ამის შესახებ, Bloomberg-ი წერს. სტატიის ავტორის თქმით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 50 პარტია და საარჩევნო ბლოკი - იბრძვის 150 ადგილისთვის, რადგან პარლამენტში შესვლის ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტამდეა დაწეული.

თამარ ჟვანია

30 ოქტომბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა

მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი აბულაძე

30 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, წალენჯიხაში, „ევროპული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

30 ოქტომბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა.

30 ოქტომბერი 2020, 17:20

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 2,897 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 2,897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 81 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 406,945 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 334,295-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,782 ადამიანი ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ოქტომბერი 2020, 17:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ბოლო მონაცემებით გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი

თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე, როგორც სამინისტროს, ისე კლინიკური ჯგუფის მხრიდან. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

30 ოქტომბერი 2020, 17:14

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, თქვენ მოხვალთ საარჩევნო უბნებში და გააკეთებთ არჩევანს, რომელიც მიმართულია ზუგდიდის წარმატებისთვის

„კამპანიის პირობებში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, გვქონდა საუბრები ჩვენს დიდ მიღწევებზე, რაც გვაქვს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, იმ დიდ მიღწევებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“.

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

ბელგია კორონავირუსის ახალი 23 921 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, სრულ ლოკდაუნს განიხილავს

ბელგიაში დღეს კორონავირუსის 23 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 138 ადამიანი. დღეს საკონსულტაციო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ბელგიის სამეფოში არსებულ ეპიდვითარებას შეაფასებს და გადაწყდება, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში ბელგია სრულ ლოკდაუნზე

სკარლეტ იოჰანონი
კოლინ იოსტი

30 ოქტომბერი 2020, 16:59

ტაბლოიდი

სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა

იოჰანსონი და იოსტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ. 2019 წელს ისინი დაინიშნენ. მანამდე იოჰანსონი ორჯერ იყო გათხოვილი. 2008-2011 წლებში ის რაიან რეინოლდსთან იყო ქორწინებაში, 2014-2017 წლებში კი- ფრანგ ჟურნალისტ, რომენ დაურიაკთან. ბოლო ქორწინებიდან სკარლეტს 6 წლის გოგონა როზა დოროთი ჰყავს.

30 ოქტომბერი 2020, 16:55

რეგიონი

სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო: საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი, ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

30 ოქტომბერი 2020, 16:54

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენში.

30 ოქტომბერი 2020, 16:49

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,022 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,022 ადამიანს გამოუვლინდა, 10 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 54,174 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 718 ადამიანი. ვირუსისგან 42,996 პაციენტი განიკურნა.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

ივანე მაჭავარიანი: გაცილებით იოლია ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით

გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ილია II

30 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრში აცხადებენ, ილია მეორისთვის გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რაიმე სახის დარღვევას მიუთითებს, პირადად ვთხოვ ყველას, მიუთითოს კონკრეტული ფაქტი

„როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, ამას რომ ჰქონდეს ოდნავ სისტემური ხასიათი, ხომ შეიძლება, რომ ერთი ფაქტი სადმე ამოვარდეს. თუ ერთი ფაქტი მაინც არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ტყუილი და სამწუხაროდ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამბობს ტყუილს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს თუ არ ვცდები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი

დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან თუ არ ვცდები, ყოველშემთხვევაში მე მაქვს კადრები ნანახი, სადაც ამომრჩეველზე 20-20 ლარის დარიგება მიმდინარეობს, არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს

„ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, საქართველოში აღინიშნა ჯერ კიდევ არდაშლილ საბჭოთა კავშირში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავი. ოპოზიციამ, რომელსაც ანტიკომუნისტი დისიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დამაჯერებელი უმრავლესობით მოიგო არჩევნები და პირველი გარდამავალი მთავრობის შექმნის უფლება მიიღო, მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სექტემბერში, თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს, როგორიც გასულ წელს იყო

სექტემბერში ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა. ესაა -0.7 შემცირება წინა წელთან შედარებით, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც შარშან იყო, თუმცა, უნდა გვაქხსოვდეს, რომ ტურიზმი, სხვადასხვა შეფასებით, 9-10%-ია საქართველოს ეკონომიკის და ის მოგვაკლდა. მიუხედავად ამისა, შარშანდელ დონეზე ვნარჩუნდებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ სფეროს, სადაც ხელშესახები პროგრესი არ არის

„თვითკმაყოფილებით არავინ არის შეპყრობილი და კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებზეც ადეკვატური პასუხი ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში გვჭირდება. მაგალითად, იმისთვის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე. სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მონაცემებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო 30 პროცენტი და დღეს იმავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით არის 19-ნახევარი პროცენტი, ეს არის ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასაკვირი „ქართული ოცნების“ 60% კი არა, ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ასეთ პარტიებს ჯამში 40% აქვთ

დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი მხარდაჭერა და ეს დადასტურებულია იმ კვლევებით, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის - ტელევიზიების მიერ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული კვლევები და თითოეული მათგანი ძალიან მაღალ მხარდაჭერას ადასტურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.