imedi /  30 აგვისტო 2018, 09:50 / სანდო წყარო

FBI-ის განცხადებით, მათ არ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა ჰილარი კლინტონის ფოსტა გატეხა

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, მათ არ აქვთ საკმარისი  მტკიცებულება იმისა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადება გაამყარონ. ამის შესახებ Globalnews-ი წერს.

ლაპარაკია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა ჩინეთი ჰილარი კლინტონის ფოსტის გატეხაში დაადანაშაულა.

თეთრი სახლის ლიდერი გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) და იუსტიციის დეპარტამენტს ჰილარი კლინტონის პირად ელექტრონულ ფოსტაზე ჩინეთის მხრიდან თავდასხმის გამოძიებას სთხოვს. 

ამ ბრალდებას უარყოფს ჩინეთი. როგორც The Washington Post-ი წერს, ამ ბრალდების შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში მოისმინა, რომელსაც ის საკმაოდ ხშირად უყურებს. ტელევიზია კი გამოცემა The Daily Caller-ს დაეყრდნო, რომელმაც ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩინურმა კომპანიამ, რომელიც მუშაობს ვაშინგტონში (სახელი მითითებული არ არის), გატეხა ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტა, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა და "ფაქტობრივად ყველა მის წერილზე ჰქონდა წვდომა". 

ამას კი ტრამპის ბრალდება მოჰყვა.

„ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა, რომელთა უმეტესობა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ჩინეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. უმჯობესი იქნება, თუ გამოძიების ფედერალური ბიურო და იუსტიციის დეპარტამენტი ამ საქმეს მიხედავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა წარუმატებელი ფაქტის შემდეგ (ჯეიმს კომი, ენდრიუ მაკკეიბი, პიტერ სტრჟოკი, ლისა პეიჯი) მათი ავტორიტეტი სამუდამოდ განადგურდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა არაერთხელ დაადანაშაულეს FBI მიკერძოებაში, რადგანაც ტრამპის აზრით, უწყება ჰილარი კლინტონის ელფოსტის სკანდალით სათანადოდ არ დაინტერესდა, მაშინ როდესაც ტრამპის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ჰილარი კლინტონი ე.წ. იმეილების სკანდალში მაშინ გაეხვია, როდესაც გაირკვა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას ის წერილებს პირადი ელექტრონული პოსტით გზავნიდა.

ყველა სიახლე

28 აპრილი 2026, 08:57

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ ქართუს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს, სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებს. იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს

ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ანტიქართული ძალები საკუთარ „სიძლიერედ“, სწორედ უცხოურ ქვეყნებთან და ელჩებთან კოორდინაციას აღიქვამენ.

გიორგი ვოლსკი

28 აპრილი 2026, 08:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს

კოლექტიური ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

28 აპრილი 2026, 08:37

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო. გვაქვს რწმენა, რომ ის ამ წარმატებულ საქმიანობას სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს

ბატონმა გეკა გელაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ძალიან აქტიურმა მენეჯერმა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

28 აპრილი 2026, 08:27

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას განიხილავს

დღეს პარლამენტში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.

გეკა გელაძე

28 აპრილი 2026, 08:21

პოლიტიკა

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ოფიციალურად ჩაიბარებს

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გეკა გელაძე ოფიციალურად ჩაიბარებს. ვიდრე პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, უწყების მომავალ ხელმძღვანელს თავდაპირველად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

28 აპრილი 2026, 08:12

საზოგადოება

საპატრიარქოში 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება - მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ

დღეს 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ.

28 აპრილი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

28 აპრილი 2026, 02:56

მსოფლიო

The New York Times: ომი აშშ-მა დაიწყო, შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის

ირანში მიმდინარე ორთვიანი ომის შედეგები აჩერებს ტექსტილის ქარხნებს ინდოეთსა და ბანგლადეშში, აფერხებს ავიამიმოსვლას ირლანდიაში, პოლონეთსა და გერმანიაში და იწვევს ენერგიის რაციონირებას ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდში - როგორც ჩანს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შედარებით გადაურჩა ამ ეკონომიკურ ქაოსს, სწორედ ისაა, ვინც ომი დაიწყო: ამერიკის შეერთებული შტატები, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ომი აშშ-მა დაიწყო, შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის“.

მარკო რუბიო

28 აპრილი 2026, 02:33

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლს.

28 აპრილი 2026, 02:27

მსოფლიო

The Times of Israel: ევროკავშირი აფრთხილებს, რომ შესაძლოა სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისრაელში მარცვლეულის გადამზიდი რუსული გემების შესვლასთან

ევროკავშირმა „ცნობად მიიღო“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს ჰაიფას პორტში ტვირთის დაცლის უფლება მისცა.

28 აპრილი 2026, 02:18

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა თეთრ სახლში ბრიტანეთის მეფესა და დედოფალს უმასპინძლეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრ სახლში ბრიტანეთის მეფესა და დედოფალს უმასპინძლეს.

საპატრიარქო

28 აპრილი 2026, 00:58

საზოგადოება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

სხდომაზე მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით, სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.

28 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ბრიტანეთის მონარქი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა

ბრიტანეთის მეფე ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.

27 აპრილი 2026, 23:21

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ბაიერნთან“ მატჩის წინ: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ

„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

27 აპრილი 2026, 23:02

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები მიუნხენში - რა შეხვედრები და შეთანხმებები შედგა გერმანიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გასაძლიერებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან.

გიდეონ საარი

27 აპრილი 2026, 22:54

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება

ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უკრაინელი კოლეგის პოსტს, რომელშიც ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს შესაბამისი რეაქცია უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე იმ გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული ტვირთი ჩაიტანა“.

ირაკლი კირცხალია

27 აპრილი 2026, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეზე: ოპოზიციის მხრიდან არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში

აჟიოტაჟი არის იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მიხეილ მაღლაკელიძე

27 აპრილი 2026, 22:43

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 აპრილი 2026, 22:43

საზოგადოება

ზაზა დობორჯგინიძე: პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართული არხი, რომელზეც დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს ნათია კობერიძე, მოდელირებული „ქრონიკის“ წამყვანი

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართული არხი, რომელზეც დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს ნათია კობერიძემ, მოდელირებული ქრონიკის წამყვანმა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოცილურ ქსელში.