Imedi /  02 სექტემბერი 2018, 20:25 / სანდო წყარო

ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა

გალის რაიონი

გალის რაიონი

საქართველოსთან სავაჭრო ურთერთობა აფხაზეთის საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა. მრავალი წელიწადია, საზღვრისპირა ზონა ფაქტობრივად უბაჟო ვაჭრობის რეჟიმით მუშაობს – საქონელი გადააქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც ენგურის ხიდის ორივე მხარეს გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი მხარს უჭერს იდეას, რომ ეს ბაზარი დარეგულირდეს. მისი თქმით, საქონელი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს გადააქვთ, აფხაზურ ბაზარზე დემპინგის პირობებს ქმნის. 

„პრაქტიკულად, ჩვენი პროდუქტები არაკონკურენტუნარიანი ხდება. ფასისა და თვითღირებულების მიხედვით, საქართველოდან შემოსული საქონელი უფრო იაფია, რადგან არავითარ პროცედურას არ გადის. ეს რთული ეტაპია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, სხვა გამოსავალი არ არის – საქართველოდან შემოსული ყველანაირი საქონელი ფიქსირებული უნდა იყოს“, – თქვა რაულ ხაჯიმბამ.

ხაჯიბმამ თქვა, რომ სამხედრო კონფლიქტის დასრულებისთანავე ტერიტორიაზე საბაჟო გადასახადები მოქმედებდა, თუმცა მათზე უარი მოგვიანებით თქვეს. 

„ჩვენთან აქ ზოგჯერ შენიღბული ურა-პატრიოტული ხმები გაისმის – ეს როგორ უნდა მოხდეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დავამყაროთ? და ცალკეული ადამიანებისთვის რატომ შეიძლება ამ ურთიერთობების დამყარება? სახელმწიფომ ამ საკითხების სწორად დარეგულირების მექანიზმი უნდა შექმნას. საუბარია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე. ეს უახლოეს ხანში გაკეთდება“, – თქვა რაულ ხაჯიმბამ.

არქივი

მაჭახელას ხეობა

19 სექტემბერი 2018, 16:17

კულტურა

საქართველოში პირველი ეთნოსოფელი მაჭახელას ხეობაში მოეწყობა

პროექტის განხორციელებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. კონცეფციის შესყიდვის ღირებულება 385 ათასი ლარია.

19 სექტემბერი 2018, 16:15

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლებმა და სასულიერო პირებმა იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს

რაბათის ციხე

19 სექტემბერი 2018, 16:08

საქართველო

ახალციხის ციხეზე 22 275 -ლარიანი ასწყობი სცენა მოეწყობა

სცენის შეძენის ინიციატივა მერიას ორი წლის წინ ჰქონდა. რადგან გადაუხურავი სცენის გამო, წვიმიან ამინდებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება უწევდათ.ამისთვის დირექტორი ქალაქის ბიუჯეტში 80 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა მაშინდელმა საკრებულომ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

19 სექტემბერი 2018, 16:03

საქართველო

ცნობილია, რატომ გაუვიდა ვადა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ნაწილს

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები.

19 სექტემბერი 2018, 16:03

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს

აშშ-ის უვიზოდ მოგზაურობის პროგრამაში პოლონეთის დამატების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზიტით ჩასვლისას, ვიზა არ დასჭირდებათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც.

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი

19 სექტემბერი 2018, 15:53

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს ხურავს

ლიდერების შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. თუ ვიზიტი ნამდვილად შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქს ეწვევა.

19 სექტემბერი 2018, 15:53

ვიდეო

გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

მოსწავლე, რომელიც ქუთაისის სკოლაში
ჩაგვრის მსხვერპლი გახდა

19 სექტემბერი 2018, 15:51

საქართველო

ქუთაისის მე-2 სკოლაში მასწავლებელმა ბიჭი გრძელი თმის გამო დაჩაგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის ჩაგვრის ფაქტსაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს, სკოლაში გრძელი თმის გამო დაჩაგრეს. ამის შესახებ Facebook-ზე მისი დედა წერს. ბიჭის დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილის გრძელი თმის გამო, ბავშვის "გენდერი“ ეჭვქვეშ დააყენა.

19 სექტემბერი 2018, 15:39

ვიდეო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაათვალიერეს

19 სექტემბერი 2018, 15:34

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტის ერთი ნაწილის განხილვა, რომელი კულტივაცია-ექსპორტს ეხება, გაურკვეველი დროით გადაიდო. კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

19 სექტემბერი 2018, 15:27

ვიდეო

„არა ფობიას" ჭყონდიდის მიტროპოლიტს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

19 სექტემბერი 2018, 15:26

ინტერვიუ

„ეს არის ყველაზე უკულტურო კამპანია, რაც კი ყოფილა საქართველოში“

კანდიდატის პასუხები ცილისწამებასა და საპრეზიდენტო გეგმებზე

ჯულია რობერთსი

19 სექტემბერი 2018, 15:26

ტაბლოიდი

მალიბუში ჯულია რობერტსის სახლი ქირავდება

სახლი თვეში 10 500 დოლარად ქირავდება და მისი ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 1650 კვადრატზე გაშენებული სახლი ოსკაროსანმა მსახიობმა გასულ წელს, 3 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლის ოთახებით თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.თავად სახლში სამი საძინებელი, დიდი ბუხარი და უზარმაზარი სამზარეულოა.

19 სექტემბერი 2018, 15:22

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა

19 სექტემბერი 2018, 15:04

ვიდეო

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

19 სექტემბერი 2018, 14:57

საქართველო

ადგილი ბათუმის სანაპიროზე, სადაც ცურვა აკრძალულია

ბათუმში, სავი ზღვის სანაპიროზე, ალისა და ნინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იახტკლუბის უკან, ცურვა აკრძალულია. აკრძალვის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წყლის სიღრმის და და წყალზე მცურავი საშუალებების გადაადგილების სირთულის გამო მიიღო.

19 სექტემბერი 2018, 14:52

საქართველო

უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლას მხარი დაუჭირა

საქართველო-უკრაინას შორის ID ბარათებით მგზავრობის შესახებ პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ერთმანეთის ტერიტორიაზე მოგზაურობას ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.

19 სექტემბერი 2018, 14:45

საქართველო

ქუთაისის საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვიდეო

ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ.დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

19 სექტემბერი 2018, 14:44

ვიდეო

ქრონიკა 14:00 საათზე - 19 სექტემბერი, 2018 წელი

წარწერა

19 სექტემბერი 2018, 14:38

ძალოვნები

ზუგდიდის ქუჩებში უცენზურო წარწერები გაჩნდა

ფაქტთან დაკავშირებით წერილი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნებათ, სადაც წარწერები იყო ყველგან კეთილმოწყობის სამსახურმა წაშალა,"- განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ. დილიდან ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოჩნდა წარწერები „ქენივწიკვით გოგია“.