imedi /  11 სექტემბერი 2018, 10:35 / სანდო წყარო

ოლეგ სენცოვმა, რომელიც რუსეთის ციხეში შიმშილობს, ანდერძი დაწერა

ოლეგ სენცოვი

ოლეგ სენცოვი

რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესდა. რეჟისორის დამ ნატალია კაპლანმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც სენცოვმა ციხეში დაწერა.

სენცოვი წერს, რომ ყველაფერთან ერთად, მას ჰიპოქსია აქვს, რაც ორგანოებსა და ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას ნიშნავს. „თავბრუ მეხვევა, კისერი და ყველა კიდური მიბუჟდება“, – აღნიშნავს უკრაინელი რეჟისორი.

„არ მჯერა, რომ ოდესმე გამოვალ და ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ კიევში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანებებას ვაპირებ, თუმცა ბედნიერი დასასრულის უკვე აღარ მჯერა“, - ნათქვამია წერილში.

რეჟისორის და ასევე აცხადებს, რომ სენცოვმა გზავნილთან ერთად, უკვე ანდერძიც შეადგინა.

14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დედას, რომელმაც პრეზიდენტ პუტინს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა.

სენცოვის დედამ ვლადიმერ პუტინს შვილის შეწყალების თხოვნით 13 ივლისს მიმართა.  რეჟისორი ტერორიზმშია დადანაშაულებული და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის სასჯელს კოლონიაში „თეთრი დათვი“ იხდის.

ოლეგ სენცოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გაიმართა მოსკოვსა და ევროპის ქალაქებში. გარდა ამისა, აშშ-ის პენცენტრმა და აშშ-ის საგარეო უწყებამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სენცოვის გათავისუფლება სთხოვეს. 

ოლეგ სენცოვი ბრალს არ აღიარებს, მან შიმშილობა 16 მაისს გამოაცხადა

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინელი რეჟისორი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა.“

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პაბლო პიკასო ნახატები

19 ნოემბერი 2018, 01:15

კულტურა

ჰოლანდიელი დიპლომატების თქმით, პიკასოს დაკარგული ნახატი ხის ქვეშ იპოვეს

რუმინეთის პროკურატურის განცხადებით, ტილო ნიდერლანდების საელჩოს ორმა თანამშრომელმა ქალაქ ტულჩაში ხის ქვეშ იპოვა. ამ ფაქტს პროკურატურა ამოწმებს. ნახატს ასევე სწავლობენ სპეციალისტები, რათა მისი ნამდვილობა დადგინდეს.

პრეზიდენტის სასახლე

19 ნოემბერი 2018, 00:58

საქართველო

რა შემთხვევაში შეძლებენ და ვერ შეძლებენ ნაციონალები არეულობის სცენარის გათამაშებას

იმისთვის, რომ არეულობის სცენარი თავიდან იქნეს აცილებული არ უნდა დადგეს კითვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგების სანდოობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ბევრი უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდეს.

19 ნოემბერი 2018, 00:30

მსოფლიო

გერმანიაში თვითმფრინავების შეჯახებისას მფრინავი დაიღუპა

ერთი თვითმფრინავი სრულად დაიწვა და მფრინავი დაიღუპა. მეორე მფრინავი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაოყვანეს. ავიაკატასტროფის მიზეზს გამოძიება იკვლევს. გავრცელებული ცნობით, მფრინავები საკმაოდ გამოცდილები იყვნენ და ამინდიც კარგი იყო.

ტიმ კუკი

19 ნოემბერი 2018, 00:26

ტექნოლოგიები

Apple-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ iPhone-ს სულ უფრო იშვიათად მოიხმარს

ტიმ კუკი აცხადებს, რომ ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები არ აკეთებენ პროდუქციას, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი ან ცუდი, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი შექმნილი პროდუქტი შეიძლება ცუდი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

საქართველოს შეიარაღებული ძალები

19 ნოემბერი 2018, 00:12

ძალოვნები

ყოფილი სარდალი: ჩვენი შეიარაღებული ძალები შიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს

შავლეგო ტაბატაძე ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს არც იმის უნარი და ვერც გაბედავს, რომ მოახდინოს ჩვენი ჯარის პოლიტიზირება. მისი თქმით, ქართული ჯარი სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

19 ნოემბერი 2018, 00:03

მსოფლიო

ისრაელის პრემიერმა თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა

„ახლა ვადამდელი არჩევნები დრო არ არის. ახლა არ შეიძლება მთავრობის დაშლა. მომავალ არჩევნებამდე კი კიდევ ერთი წელია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა პოლიტიკისა და პირადი ინტერესების მიღმაა“, - თქვა ნეთანიაჰუმ. ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტი 14 ნოემბრის შემდეგ ვაკანტურია.

თალიბანის წევრები

18 ნოემბერი 2018, 23:41

მსოფლიო

Aljazeera: კატარში აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საუბრის მთავარი თემა სამშვიდობო პროცესის განახლებას შეეხებოდა. მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებას ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა. "თალიბანი" აცხადებს, რომ ვაშინგტონთან მისი დიალოგი ავღანეთიდან აშშ-სა და ნატოს სამხედროების გაყვანისკენ არის მიმართული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

18 ნოემბერი 2018, 23:03

საქართველო

კვლევა: ევროპელ სტუდენტებს შორის, ქართველები ყველაზე ნაკლებად კრიტიკულები არიან

ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ისინი ყველაზე კმაყოფილები არიან ლექტორების მხრიდან ხელშეწყობით და აკადემიური მოსწრებისადმი ყურადღებით. ასევე, თავიანთ სასწავლო პროგრამას ყველაზე მეტად საქართველოს უსდ-ების სტუდენტები უწევენ რეკომენდაციას.

აბასთუმანი

18 ნოემბერი 2018, 22:41

საქართველო

აბასთუმანი სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება იქნება, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან

აბასთუმანში ტურისტებიც და ადგილობრივებიც ელექტრომობილებით ისარგებლებენ, ხარჯებს კი ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფარავს. მისი დაფინანსებით უკვე დაწყებულია მშენებლობები და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

18 ნოემბერი 2018, 22:29

მსოფლიო

ბელგიაში სპეცდანიშნულების რაზმში ქალებს მიიღებენ

ბელგიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 1992 წლიდან აღარ არსებობს. არმიაში სამხედროები კონტრაქტით მსახურობენ. 1975 წლიდან არმიაში ქალებმა პირველებმა დაიწყეს სამსახური. დღეისთვის ბელგიის არმიის 27 000 ჯარისკაცისგან შედგება. არმიის 7,8 %-ს ქალები შეადგენენ.

გრიგოლ ვაშაძის შვილი

18 ნოემბერი 2018, 22:20

საქართველო

გრიგოლ ვაშაძის ოჯახური კავშირები რუსეთთან. ვიდეო

ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია ტყუილებზეა აგებული. ის ცდილობს დამალოს რომ რუსეთთან კავშირები დღემდე აქვს. სავარუდოდ ამის გამო ოფიციალურ ბიოგრაფიაში არაფერი წერია უფროს შვილზე რომელიც დღესაც მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა.

18 ნოემბერი 2018, 22:06

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

Victoria’s Secret-ი უარს ამბობს ტრანსგენდერ და plus-size მოდელებზე. ედვარდ რეზეკმა ამ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ Victoria’s Secret-ს ასეთი გოგოები არ სჭირდება, ისინი არ გამოდგებიან იმ ,,ფანტაზიებსთვის”, რომლებსაც ბრენდი ყიდის.

სპორტი მკლავჭიდი დავით სამუშია

18 ნოემბერი 2018, 21:46

სპორტი

დავით სამუშია მკლავჭიდში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

მსოფლიო თასის "Zloty Tur" 2018-ის ტურნირში პირველი ადგილზე ზუგდიდელი დავით სამუშია გავიდა. ტურნირი პოლონეთში, ქალაქ რუმიაში ჩატარდა. დავით სამუშია მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ოქტომბერშიც გახდა.

სოფლის მეურნეობა ფერმერები

18 ნოემბერი 2018, 21:31

ეკონომიკა

სახელმწიფო ფერმერებს კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გადაამზადებს

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობისა და ფერმერთა მხარდასაჭერად ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და ბევრად მეტია გასაკეთებელი. ქობულიამ ასევე ისაუბრა იმ ინიციატივაზე, რომელიც მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კადრების გადამზადებას ეხება.

ფრანცისკო ფრანკო

18 ნოემბერი 2018, 21:22

მსოფლიო

მადრიდში ფემინისტებმა ფრანკოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გააპროტესტეს

აგვისტოს ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, ესპანელი გენერლისა და დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს ნეშტს სამოქალაქო ომში დაღუპულთა ეროვნული მავზოლეუმიდან ამოიღებენ და სხვაგან გადაასვენებენ.

18 ნოემბერი 2018, 21:22

ეკონომიკა

ჭარბვალიანობაზე პრემიერის ახალი ინიციატივა ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს შეეხება

19 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა მასშტაბური ინიციატივის შესახებ შეიტყობს, რომელიც პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს და ხელისუფლებას ეკუთვნის. როგორც "იმედის კვირისთვის" გახდა ცნობილი, ეს ინიციატივა საქართველოს ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს შეეხება, რომელთაც ფინანსური სექტორისთვის ჯამში 1 მილიარდამდე ფინანსური დავალიანებები აქვთ.

ჭარბ

18 ნოემბერი 2018, 20:59

ეკონომიკა

დავითაშვილი: ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ეს მამუკა ბახტაძეა

"საქართველოს მოსახლეობა არ უნდა მოექცეს იმ პრობლემებში, რა პრობლემებშიც ჭარბვალიანობის გამო მოექცა", - ასე უპასუხა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

18 ნოემბერი 2018, 20:58

კულტურა

ალბერტინას მუზეუმმა ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევარი გამოაქვეყნა

„ცხოველები მოტივია ქართველი ქართველი ხელოვანის, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში. გისურვებთ სასიამოვნო კვირა დღეს და ისიამოვნეთ ისე, როგორც ამ ნახატზეა გამოსახული“, – წერია ალბერტინას მუზეუმის instagram-ზე.ც მანამდე მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის 1914 წელს შესრულებული ნამუშევარი „დათვი მთვარიან ღამეში“ გამოაქვეყნა.

კურილიის კუნძულები

18 ნოემბერი 2018, 20:39

მსოფლიო

მოსკოვმა იაპონიისთვის კურილიის კუნძულების ავტომატური გადაცემა გამორიცხა

პესკოვი აცხადებს, რომ იაპონია-საბჭოეთის 1956 წლის დეკლარაცია სადაო ტერიტორიის ავტომატურ გადაცემას არ გულისხმობს. მისივე თქმით, ამ საკითხზე კომპრომისი აუცილებლად უნდა გამოინახოს, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

დონალდ ტრამპი

18 ნოემბერი 2018, 20:34

მსოფლიო

ტრამპმა კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება დაასახელა

„ეს იყო წინა პრეზიდენტის მიერ დატოვებული პრობლემა, მახსოვს, როცა ობამასთან ვისაუბრე, მან მითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ტრამპი ახლა კმაყოფილია იმ ურთიერთობით, რომელიც აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან ჩამოუყალიბდა.