imedi /  12 სექტემბერი 2018, 09:11 / სანდო წყარო

ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას იწყებს

ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას იწყებს. სწავლება, სახელწოდებით „ერთობლივი სამკაპი 2018“ (Trident Juncture 2018), წელს ოქტომბერსა და ნოემბერშია დაგეგმილი.  ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ Twitter-ში დაწერა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.


წვრთნების მიზანია იმის შემოწმება, არის თუ არა სამხედრო ალიანსი მზად ახალი ტიპის საფრთხეებს გაუმკლავდეს. მათ შორის „ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის დახვეწილ მეთოდებზე“ პასუხის გასაცემად.

წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება: 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრემდე და 14-დან 23 ნოემბრამდე. მასში მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის (ნატოს წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების) 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. მათ განკარგულებაში იქნება 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება.

მანევრების გეოგრაფიული არეალი ასევე მოიცავს ატლანტის ოკეანისა და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთსა და ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დაწყების შემდეგ, ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო მანევრების მასშტაბი.

სწავლება „ერთობლივი სამკაპი“ ბოლოს 2015 წელს გაიმართა.

ამ კვირაში, რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო რუსეთის ისტორიაში უდიდესი სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი-2018“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრის მონაცემებით, სწავლებაში მონაწილეობს 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „აღმოსავლეთი-2018“ 17 სექტემბრამდე გასტანს.

ყველა სიახლე

კიმ ჩენ ინი

26 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგური დატოვა. კიმ ჩენ ინის სადგურზე ლიმუზინით მივიდა, სადაც მას საპატიო ყარაულის ასეული შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლ კიდმანი

26 აპრილი 2019, 13:45

ტაბლოიდი

ნიკოლ კიდმანს ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან“

51 წლის მსახიობი ამბობს, რომ ეკლესიაში მუდმივად დადის და რელიგიურად ზრდის თავის შვილებსაც. მას მუსიკოს კეიტ ურბანთან 2 საერთო შვილი ჰყავს 10 წლის როუზი და 8 წლის მარგარეტი. ნიკოლ კიდმანმა არც ის დამალა, რომ მას ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან.“

26 აპრილი 2019, 13:35

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი სოლოლაკის გვირაბის გახსნას ითხოვს

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ გვირაბის გახსნა ადგილობრივებს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას მისცემს. გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდის მიმართვას, რომლის ადრესატიც დედაქალაქის მერია, საკრებულო და საქართველოს მთავრობაა, ამ ეტაპზე 1188 ხელმოწერა აქვს.

თუთიყუში

26 აპრილი 2019, 13:27

ტაბლოიდი

ბრაზილიაში ნარკომოვაჭრეების დამხმარე თუთიყუში დააკავეს

ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს. 23 აპრილს პოლიციელებს ორი ნარკომოვაჭრე ცხელ კვალზე უნდა დაკავებინათ. როდესაც პოლიციის მანქანა ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდა, თუთიყუშმა პორტუგალიურად „დედა, პოლიციას!“ ძახილი დაიწყო.

ულრიკ ტიდესტრომი

26 აპრილი 2019, 13:27

ეკონომიკა

შვედეთის ელჩი: მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი. ფოტოები

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი ოჯახთან ერთად ბათუმშია და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს. "მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი,"- წერს ტიდესტრომი. თუმცა. ელჩი საქართველოს ბიომრავალფეროვნებით აღფრთოვანებულია.

26 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

მშობლების სიკვდილის შემდეგ, სამი წლის გოგო ორი თვის ძმას მარტო უვლიდა

ამერიკულ შტატ კალიფორნიაში სამი წლის გოგო რამდენიმე დღე უვლიდა ორი თვის ძმას, მას შემდეგ რაც მშობლები დაიღუპნენ. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Fox 11 News-ი წერს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 18 აპრილს, 46 წლის დევიდ კუროს პარსამ, 38 წლის ცოლი მიჰოკო კოიკე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ევროპარლამენტი

26 აპრილი 2019, 13:19

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო არჩევნებზე ევროპარლამენტარები მიიწვიეს

საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის დეფაქტო მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზი „დიპლომატების“ ბრიუსელში ე.წ. ვიზიტისას მიიწვიეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება.

ჯონ ჰავლიჩეკი

26 აპრილი 2019, 13:11

სპორტი

NBA-ს რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა

აშშ-ში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე NBA-ს კლუბი „ბოსტონ სელტიკსი“ წერს, რომლის ღირსებასაც ჰავლიჩეკი იცავდა. 79 წლის ყოფილი კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადება გახდა.

26 აპრილი 2019, 13:06

ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა პიროვნების შესახებ ქვიზები შეზღუდოს

კომპანიამ თავისი პლატფორმის პოლიტიკა განაახლა და განაცხადა, რომ ნაკლები სარგებლობის მქონე აპლიკაციები, მაგალითად, პიროვნების შესახებ ქვიზები, პლატფორმაზე შესაძლოა არ დაიშვას.

ლილიან მორი პასკიე

26 აპრილი 2019, 13:04

საქართველო

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდის

29 აპრილს PACE-ს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამავე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება.

ესპანეთი

26 აპრილი 2019, 12:58

მსოფლიო

28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული - ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის მიერ 2018 წელს ჩამოყალიბებულ მოქმედ მთავრობას პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს.

მეხანძრეები

26 აპრილი 2019, 12:42

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

26 აპრილი 2019, 12:37

კულტურა

ახალ „შურისმაძიებლებში“ პირველად გამოჩნდება გეი პერსონაჟი

რეჟისორებმა ენტონი და ჯო რუსომ განაცხადეს, რომ „შურისმაძიებლები: ფინალში“ Marvel-ის კინოსამყაროს ისტორიაში პირველი გამოჩნდება ჰომოსექსუალი პერსონაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 12:34

საქართველო

ოფიციალური ბაქო: აზერბაიჯანი მზადაა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს

მანამდე არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენა მოითხოვა.

ელინა ბისტრიცკაია

26 აპრილი 2019, 12:18

კულტურა

რუსი მსახიობი ელინა ბისტრიცკაია გარდაიცვალა

ბისტრიცკაიას დებიუტი 1950 წელს, ფილმში „მშვიდი დღეები“ შედგა. დიდ პოპულარობას მსახიობს ფილმმა „წყნარი დონი“ მოუტანა, რომელიც რეჟისორმა სერგეი გერასიმოვმა გადაიღო. 1958 წლის შემდეგ, ბისტრიცკაია მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 აპრილი 2019, 12:16

ტაბლოიდი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ზელენსკი თურქეთში ისვენებს

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. ორ დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას“, - წერს ზელენსკი.

იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 12:15

ძალოვნები

არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 12:12

საქართველო

მდინარაძე: დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული

"პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა განაგრძონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს“, - განაცხადა მდინარაძემ.

26 აპრილი 2019, 12:02

საქართველო

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში მკურნალობას ორი უკრაინელი ბავშვი განაგრძობს

საქმეში უკვე ჩაერთო ფსიქოლოგი და ბავშვების ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. მზევინარ ღაჭავას თქმით, სოციალური მუშაკები საავადმყოფოში გუშინ საღამოს რვა საათისთვის გამოიძახეს, რადგან გამოძიებამ საეჭვო გარემოებები გამოავლინა და "დედის" მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, რის შემდეგაც გვიან ღამით იულია სუსლიაკი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მუსა კარტი

26 აპრილი 2019, 11:58

მსოფლიო

თურქეთში ცნობილ კარიკატურისტს პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის 6 ყოფილ ჟურნალისტს, მათ შორის ცნობილ კარიკატურისტ მუსა კარტს პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press წერს. კარტმა სახელი თურქეთის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე კარიკატურებით გაითქვა, რომელსაც მაშინ პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა.