imedi /  27 სექტემბერი 2018, 09:42 / სანდო წყარო

ანდრეი კისკა: საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია უკანონო პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია

 ანდრეი კისკა

ანდრეი კისკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გაეროში სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ძირითადად რუსულ აგრესიაზე ილაპარაკა. მისი თქმით, საერთაშორისო წესრიგი დღეს უგულებელყოფილია, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამის შესახებ სლოვაკური მედია წერს.

"სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი შემადგენელი ნაწილი, როგორც გლობალურად, ისე ცალკეულ რეგიონებშიც, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია, ასევე დესტაბილიზაცია მთლიან რეგიონში არის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ჩაანაცვლა უკანონო ძალაუფლებამ საერთაშორისო წესრიგი. ევროპაში, კერძოდ სოლსბერიში ქიმიური თავდასხმა, რომლის ორგანიზატორებიც პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩეს დაუსჯელი. მტკიცედ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს პრინციპებს აგრესიული პოლიტიკით ვერ შელახავენ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ისევ ოკუპირებულია, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, გაეროს გენერალურ დებატებზე გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთი გააკრიტიკა და საერთაშორისო კანონების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაეროში სიტყვით გამოსვლისას ძირითადად რუსულ აგრესიაზე ილაპარაკა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

28 მაისი 2026, 14:41

საზოგადოება

ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის - ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოვა.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

თორნიკე ფაღავა

28 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სწორად უწოდებენ სააკაშვილს ალიანსის წევრები „მაოხრებელ გზირს“, რამდენადაც, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას, საზოგადოების გახლეჩასა და რევოლუციური პროცესების განხორციელებას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსის წევრები მიხეილ სააკაშვილს „მაოხრებელ გზირს“ სწორად უწოდებენ.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ

44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას.

28 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

The Guardian: დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება

დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება. სტატიას ამ სათაურით The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე

„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორ ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ამით უნდათ აჩვენონ - მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ - კითხულობს შარმანაშვილი.

ზვიად შალამბერიძე

28 მაისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინა დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.

ზურაბ ჩხაიძე

28 მაისი 2026, 14:18

სამართალი

ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე

ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

28 მაისი 2026, 14:17

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს

მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.

ნინო წილოსანი

28 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2026, 14:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს

„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 მაისი 2026, 14:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.

28 მაისი 2026, 14:00

ეკონომიკა

8200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

28 მაისი 2026, 13:58

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

28 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.

ვლადიმერ პუტინი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი

28 მაისი 2026, 13:56

მსოფლიო

რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას

„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.