imedi /  03 ოქტომბერი 2018, 12:56 / სანდო წყარო

ერაყის ქურთისტანის ახალმა პრეზიდენტმა პრემიერმინისტრი დაასახელა

აბდულ მაჰდი

აბდულ მაჰდი

ერაყის ქურთისტანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ადელ აბდულ მაჰდი დაასახელა. ამის შესახებ Aljazeera წერს. 

​მაჰდის 30 დღე აქვს იმისთვის, რომ შექმნას მინისტრთა კაბინეტი და შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. 

76 წლის მაჰდი პროფესიით ეკონომისტია. ის 1969 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა რედაქციაში, თუმცა 2005-2011 წლებში ერაყის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა, ამასთან, 2004-2006 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო. 2014-2016 წლებში ის ერაყის ნავთობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 

ერაყის ქურთისტანის საპარლამენტო არჩევნები მეორე ტურის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ახალი პრეზიდენტი „ქურთისტანის პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია. მას პრემიერმინისტრის დასასახელებლად 15 დღე ჰქონდა. 

ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდება. მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთით და წარმოადგენს ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს. 

ყველა სიახლე

20 ნოემბერი 2019, 21:50

თემა

ლიდერობა ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი უნარი?

ლიდერობის თეორიამ ბევრი მეტამორფოზა განიცადა. საწყის ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ეს ხასიათისთვისებაა, რომლითაც ადამიანი ან იბადება, ან - არა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ტენდენცია შეიცვალა. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის არა თანდაყოლილი უნარი, არამედ - ქცევის სტილი. უფრო მოგვიანებით (1960-დან 1980-იან წლებამდე), პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ ლიდერობა სიტუაციასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. ამ დროს არაერთი თეორიაც შემუშავდა. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქარიზმატულ ლიდერზე. გავრცელებული მოსაზრებით, მას შეუძლია აღიარების, პატივისცემისა და ნდობის მოპოვება. ქარიზმატული ლიდერი ადამიანებში იწვევს სურვილს, მის მოწოდებებს აჰყვნენ და გაჰყვნენ კიდეც. რა თვისებებიუნდა ჰქონდესლიდერს? როდიდან და როგორ უნდა განუვითაროთ თქვენს შვილს ლიდერული თვისებები?

ხტომა

20 ნოემბერი 2019, 21:48

სპორტი

ჩინელმა სპორტსმენმა სახტუნაოთი ხტომაში გინესის რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ჩინელმა სპორტსმენმა ცენ სიაოლინმა სახტუნაოთი ხტომაში გინესის რეკორდი დაამყარა. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა. მან 228 ნახტომი 30 წამში შეასრულა. 2015 წელს მან კიდევ ერთი რეკორდი 2015 წელს დაამყარა და 30 წამში 108 ნახტომი შეასრულა.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 21:46

სპორტი

მიუნხენის „ბავარიას“ მაურისიო პოჩეტინო გაწვრთნის

არგენტინელი სპეციალისტი ნიკო კოვაჩს ჩაანაცვლებს, რომელიც გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ პოსტიდან დაითხოვა. „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ჰანს-დიტერ ფლიკი შეასრულებს. პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვეს.

ჰონგ-კონგი დემონსტრაცია

20 ნოემბერი 2019, 21:30

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტების ნაწილმა ალყაშემორტყმული უნივერსიტეტიდან გაქცევა ჩასადენი მილებით სცადა

აქციის ასობით მონაწილემ უნივერსიტეტი უკვე დატოვა, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ შენობაში რჩება. სამართალდამცველები უნივერსიტეტიდან გამოსულ ყველა დემონსტრანტს აკავებენ, ამიტომ ექვსა ადამიანმა გაქცევა მილებით სცადა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ ისინი დააკავა.

მაიკ პომპეო

20 ნოემბერი 2019, 21:25

მსოფლიო

Time: მაიკ პომპეო თანამდებობის დატოვებას გეგმავს

პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში დარჩენა 2020 წლის გაზაფხულამდე სურდა, მაგრამ გეგმებს გადახედა, მათ შორის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამო. Time-ის ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან წასვლის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უმტკივნეულოდ შეძლებს ის პროცესის წარმართვას.

სასამართლო პროცესი ბადრი პატარკაციშვილი

20 ნოემბერი 2019, 21:10

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე დასკვნით ეტაპზეა

ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება. დასკვნით სიტყვას ამჯერად რევაზ შიუკაშვილის ადვოკატი წარმოთქვამს. შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

ინტერნეტი ნიშანი

20 ნოემბერი 2019, 20:45

ტექნოლოგიები

საპროტესტო აქციების გამო ირანში ინტერნეტი გათიშეს

ქვეყნის მთავრობამ ინტერნეტი შაბათს გათიშა, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ საწვავის 50%-ით გაძვირება დემონსტრაციებით გააპროტესტა. თუმცა ირანში შიდა ქსელი, ე.წ. „ინტრანეტი“ მოქმედებს, რომელიც მთავრობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს, მაგალითად ბანკებს, მუშაობის საშუალებას აძლევს.

გიორგი რურუა

20 ნოემბერი 2019, 20:43

ძალოვნები

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლარის კურსი

20 ნოემბერი 2019, 20:35

ეკონომიკა

ბიზნესასოციაცია: გარე შოკები არ არსებობს, ლარი ზედმეტად გაუფასურდა

საქართველოს ბიზნესასოციაცია აცხადებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია, გარე შოკები არ არსებობს და ამის მიუხედავად ეროვნული ვალუტა მაინც გაუფასურდა. „ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, მისი გამყარების საფუძვლები არსებობს“.

ხანძარი

20 ნოემბერი 2019, 20:24

ძალოვნები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ყველა ხანძარი ჩააქრეს

ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა იყო დაფიქსირებული. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. ორი ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა გუშინ მოახერხეს.

ჯოკერი

20 ნოემბერი 2019, 20:08

კულტურა

ტოდ ფილიპსი „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს

რეჟისორი ტოდ ფილიპსი ფილმ „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს, ამის შესახებ The Hollywood Reporter წყაროზე დაყრდნობით წერს. რეჟისორი კინოსტუდია Warner Bros--ის წარმოამდგენლებს შეხვდა და ფილმის მეორე ნაწილის გადაღების საკითხი განიხილა. წყაროს ცნობით, მან ფილმის გაგრძელების გადაღებაზე თანხმობა მიიღო.

გორდონ სონდლანდი კონგრესში

20 ნოემბერი 2019, 19:46

მსოფლიო

გორდონ სონდლანდი: გამოძიების დაწყების სანაცვლოდ ტრამპი ზელენსკის​ ვაშინგტონში დაპატიჟებდა

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი გორდონ სონდლანდმა კონგრესს განუცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას თავის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისთან მუშაობას აიძულებდა. მისი თქმით, ჯულიანის ამოცანა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის განხორციელება იყო.

გამოცდები

20 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

სკოლებში მე-4 და მე-6 კლასის გამოცდები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ მე-4 მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულა ჩატარდეს. „ტესტირება, გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან“, - აცხადებს სოფიო გორგოძე.

დავით ქაცარავა

20 ნოემბერი 2019, 19:22

საქართველო

დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელის კარზე ბოქლომი ჩამოკიდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უერთდება აქტივისტების პერფორმანსს, რომლებმაც სხვადასხვა უწყებაზე ბოქლომები ჩამოკიდეს. ქაცარავამ ბოქლომის ჩამოკიდებამდე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ატოცში არ გადის

ქუთაისი, აქცია

20 ნოემბერი 2019, 19:10

საქართველო

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მომხრეები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მცირე ინციდენტი მოხდა ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობით მერიის შენობასთან გადმოინაცვლეს, სადაც ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ზელიმხან ხანგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

გადაწყვეტილება მიგრაციის და ლტოლვილების საქმეთა ფედერალურმა უწყებამ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიიღო. ჟურნალთან საუბარში ხანგოშვილის ცოლმა და მისი 4 შვილის დედამ განაცხადა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ უახლოეს მომავალში ექიმად მუშაობას ისევ შეძლებს.

აქცია სასამართლო

20 ნოემბერი 2019, 18:38

ძალოვნები

„სირცხვილიას“ წევრები პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ რამაც დაძაბულობა გამოიწვია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გრძელდება, მოძრაობა "სიცრხვილიას" წევრებმა პროცესზე შესვლა სცადეს, თუმცა მანდატურებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ამის გამო სასამართლოში მანდატურებსა და მოძრაობის მხადამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აჭარის ტელევიზია

20 ნოემბერი 2019, 18:38

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა 10 ადამიანს სურს

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სურვილი 10-მა ადამიანმა გამოთქვა. მათგან შვიდი ტელევიზიის თანამშრომელია. განცხადებების მიღება დღეს18:00 საათზე დასრულდა. ტელევიზიის ახალ დირექტორს ამჯერად ბორდის ახალი შემადგენლობა აირჩევს.

Uber

20 ნოემბერი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

უპილოტო Uber-ის ავარიაზე პასუხისმგებლობა ოპერატორს დაეკისრა, რომელიც ინციდენტის დროს შოუს The Voice უყურებდა

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ვასკესი უფრო ყურადღებიანი რომ ყოფილიყო, მას საკმარისი დრო ექნებოდა გზაზე გამოჩენილ ადამიანთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად. შტატის პროკურატურა ავარიის გამოძიებას აგრძელებს. ამ ეტაპზე რაფაელა ვასკესს ბრალი არ წარუდგინეს.

რაგბი

20 ნოემბერი 2019, 18:23

სპორტი

ბორჯღალოსნები 2020 წლის ტესტ-მატჩზე მსოფლიოს ჩემპიონებს შეხვდებიან

ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის მსოფლიოს თასზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 46:19 გაიმარჯვა. ეროვნული ნაკრებების შეხვედრამდე, უმცროსი ასაკის ქართველი და აფრიკელი მორაგბეებიც შეხვდებიან. დეკემბერში თბილისში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე გუნდი ჩამოვა.