imedi /  19 ოქტომბერი 2018, 13:37 / სანდო წყარო

ინტერპოლის ექსპრეზიდენტის ცოლი ფიქრობს, რომ მენ ჰუნვეი ცოცხალი აღარაა

მენ ჰუნვეი

მენ ჰუნვეი

ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის მენ ჰუნვეის ცოლი ამბობს, რომ მისი ქმარი, სავარაუდოდ ცოცხალი აღარაა. ამის შესახებ CNN წერს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ტელეფონზე მუქარები მომდის, მაგრამ ვერ ვხვდები, რით არის ეს გამოწვეული“, - განაცხადა გრეის მენმა.

ჩინეთი ამბობს, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

ინტერპოლის ხელმძღვანელის პოსტს დროებით სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი დაიკავებს, ახალ პრეზიდენტს კი ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩევენ, რომელიც დუბაიში 18-21 ნოემბერს ჩატარდება.

64 წლის მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. გაუჩინარებიდან მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ის ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. 

ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 11:13

ეკონომიკა

შრომის პროდუქტიულობის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, წლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 56 ათას 608 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა.

09 ივლისი 2025, 11:12

ეკონომიკა

საქართველოში 6 თვეში ტურისტული ვიზიტები რეკორდულად გაიზარდა

2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა +4.4%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.

09 ივლისი 2025, 11:10

მსოფლიო

ნიუ-მექსიკოში წყალდიდობის დროს დაკარგულებს ეძებენ

ამ დროისთვის ცნობილია სამი დაკარგული ადამიანის შესახებ. მაშველები ადგილობრივებს წყლის დონის კიდევ უფრო მომატების შესახებ აფრთხილებენ.

09 ივლისი 2025, 11:02

საზოგადოება

გივი მიქანაძემ და კახაბერ გულედანმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.

09 ივლისი 2025, 11:02

კულტურა

ბუდაპეშტში მესამე „დიუნის“ გადაღებები დაიწყო🎬

„დიუნი“ ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების კოსმოსური საგის ეკრანიზაციაა. ფრანშიზის პირველი ორი ნაწილი დადებითად შეაფასეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა. საგის რეჟისორი დენი ვილნევია.

09 ივლისი 2025, 10:50

მსოფლიო

Fox News: FBI-სა და CIA-ს ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის ჯონ ბრენანის და FBI-ს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის წინააღმდეგ საქმეები აღძრა. ინფორმაციას Fox News Digital-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 10:31

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე იმყოფება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც 8 ივლისს გაიხსნა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 10:22

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური იერიში მიიტანა

ძირითადი დარტყმა ქალაქ ლუცკზე მიიტანეს. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაშავებულებისა ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შესახებ.

09 ივლისი 2025, 10:08

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება⚽

გუშინ კი ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა - 1/2 ფინალში „ლონდონის“ ჩელსიმ ბრაზილიური „ფლუმინესე“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

09 ივლისი 2025, 10:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით თბილისში იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

09 ივლისი 2025, 10:00

ტექნოლოგიები

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ირმის ნახტომი კოსმოსურ „უდაბნოში“ მდებარეობს

გამოთვლებით, ჩვენი გალაქტიკა შესაძლოა მდებარეობდეს რეგიონში, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 1 მილიარდი სინათლის წელიწადია და სადაც მატერიის სიმკვრივე საშუალოზე 20%-ით ნაკლებია.

09 ივლისი 2025, 09:55

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

„ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს. საჭიროება არ დამდგარა. ოჯახის მოთხოვნით გადავიდა [თურქეთში]. იყო დადებითი დინამიკით. სტაბილურად მძიმე პაციენტი იყო და აპარატზე იყო, გაუმჯობესებული პარამეტრებით“, - აღნიშნა ექიმმა სატელეფონო საუბარში.

09 ივლისი 2025, 09:03

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი, რაზეც ბრალი წარედგინა ექვს პირს, რომელთაგან სამი დაკავებულია.

09 ივლისი 2025, 08:59

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ბერძნული დროშით მცურავი სატვირთო გემი ჩაძირეს

ეკიპაჟმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, მაგრამ უშედეგოდ. გემს ცეცხლი მოედო და ჩაიძირა. ეს ირანსა და ისრაელს შორის 12- დღიანი ომის შემდეგ, ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემის ჩაძირვის პირველი ფაქტია.

09 ივლისი 2025, 08:56

მსოფლიო

ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, მარსელის აეროპორტი დროებით დახურეს

ტყის ხანძარი მძვინვარებს მარსელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე პენ-მირაბოშიც, სადაც მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი უკიდია ტყის მასივს საფრანგეთის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში, ნაბრონში.

ლევან მაჭავარიანი

09 ივლისი 2025, 08:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ

„უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ. ისევ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე იმისდა მიუხედავად, რომ ერთ მტკიცებულებასაც ვერავინ დებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არავინ უყურებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დავით მათიკაშვილი

09 ივლისი 2025, 08:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში

მცდელობა - სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის საკუთრივ ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში , - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2025, 08:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ

„ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან [ევროპის] „სახალხო პარტიაა“ ინიციატორი ამ რეზოლუციის. უკვე არის ერთი რეზოლუცია მიღებული მათი ინიციატივით, რომელიც არის მფარველი და ინსტრუქციის დამწერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს რეალობა გვაქვს სამწუხაროდ. ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ამაში ახალი არაფერი არაა და უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მარტა კოსი

09 ივლისი 2025, 08:29

პოლიტიკა

მარტა კოსი: ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. კანონებში შეტანილი ცვლილებები ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს

„ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. უახლეს რეპრესიული კანონებში, კერძოდ FARA, „გრანტების შესახებ კანონსა“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

09 ივლისი 2025, 08:23

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშიევსკა: ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის. ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იზოლაცია

„ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის. ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.