imedi /  26 ოქტომბერი 2018, 18:10 / სანდო წყარო

აშშ-ში კიდევ ორი საეჭვო ამანათი ამოიღეს

ამანათები

ამერიკელმა სამართალდამცავებმა კიდევ ორი საეჭვო საფოსტო ამანათი ამოიღეს. ერთი ფლორიდაში სენატორ კორი ბუკერის, მეორე კი ნიუ იორკში დაზვერვის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის სახელზე იყო გაგზავნილი. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სახიფათო ამანათების სერიულ დაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, გამოძიების ფედერალური ბიუროს და საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ფედერალურ დონეზე დაიწყო.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოსახლეობას ასეთ დროს ერთად დგომისკენ მოუწოდა.

მანამდე ბომბიანი ამანათები ბარაკ ობამამ, ჰილარი კლინტონმა, ჯო ბაიდენმა, ჯორჯ სოროსმა, მსახიობმა რობერტ დენირომ და კიდევ რამდენიმე სენატორმა მიიღეს. 

ყველა სიახლე

12 ივლისი 2024, 15:24

მსოფლიო

CNN-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა. ტელეკომპანია CNN-ი ექსკლუზიურ მასალაში ჰყვება, რომ რუსეთის მთავრობა გერმანული კომპანიის „რაონ მეტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერის მკვლელობას შურისძიების მიზნით გეგმავდა.

12 ივლისი 2024, 15:20

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: საქართველომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში პოზიცია გაიუმჯობესა

საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57-ეა. საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია - ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს ინდექსში 71 პოზიცია ეკავა.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 15:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით - ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია, იქითა მხრიდან - დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის

„ჩვენ გვახსოვს ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვები - „აღშფოთებულები“ და „შეშფოთებულები“. ახლა კი ახალი სიტყვაა - „გადატვირთვა“. - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განახადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტის შეფასებისას. მისი თქმით, გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მხრიდან გადადგმულია, იქითა მხრიდან - დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის.

12 ივლისი 2024, 15:17

პოლიტიკა

პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება

ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ნინო ლაცაბიძე

12 ივლისი 2024, 15:14

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და აღნიშნული თანხით, რუსთავის მერია 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტენდერს დღესგამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯო ბაიდენი

12 ივლისი 2024, 15:14

მსოფლიო

CNN: ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას აშკარა აღსასრული ელის

თავად ჯო ბაიდენი კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტს მის შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე არაერთხელ ჰკითხეს, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ნევროლოგთან რამდენჯერმე გაიარა შემოწმება და თავს კარგად გრძნობს.

12 ივლისი 2024, 15:13

რეგიონი

დავით ნოზაძე ყაზბეგში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დაბის ცენტრიდან საკრებულოს შენობამდე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

12 ივლისი 2024, 15:11

სამართალი

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

12 ივლისი 2024, 15:09

პოლიტიკა

მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება

პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი

12 ივლისი 2024, 15:06

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე: მის კორუფციაზე და კეზერაშვილზე კრიტიკულ კითხვებს აბრალებს წინასწარ მოსალოდნელ მარცხს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პოსტს ეხმიანება, სადაც ის ერთიანობაზე წერს და ამბობს, რომ კითხვების დასმა არ არის პრობლემა, თუმცა მნიშვნელოვანია ადამიანებს დაანახონ შეძლებენ თუ არა თანამშრომლობას, კოალიციის შექმნას.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 15:04

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი უკრაინული „ენჯეოების“ თანამშრომლებისთვის ე.წ. ჯავშნის მინიჭებაზე: საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?

„საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, - აცხადებს ოხანაშვილი.

12 ივლისი 2024, 14:58

პოლიტიკა

როგორ ეხმაურება ოპოზიცია უკრაინის მთავრობის მიერ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაციისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ების, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ, საქართველოშიც გამოეხმაურნენ.

გიორგი ვოლსკი

12 ივლისი 2024, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკრაინის ხელისუფლება მობილიზაციისგან ათავისუფლებს სოროსელთა გარკვეულ ჯგუფს და არ ინდობს იმ ადამიანებს, იმ საწარმოებს, რომლებიც უკრაინისთვის რეალურად მნიშვნელოვანია

პარლამენტის პარლამენტის ვისე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ე.წ. ჯავშანთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. გიორგი ვოლსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ ინდობს იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ და გახარია ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ უცხოური ძალის - მათი პოლიტიკური მშობლების გადაწყვეტილება თუ იქნება, ეს „ბავშვები“ წინააღმდეგობას ვერ გაწევენ და მოუწევთ პოლიტიკური ქორწინება

ოპოზიციაში პოლიტიკურ კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს და ეს ხდება ზუსტად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

12 ივლისი 2024, 14:53

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა

ჯარისკაცები და მათი ოჯახები ამომრჩევლები არიან და არა მგონია ეს დამცირება ვინმეს აპატიონ, თუნდაც ავღანეთში და სხვა მისიებში დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. თუ ვინმემ დაიმსახურა დაფინანსება და პატივისცემა, მათ შორის, უპირველესად პატარა ქვეყნის გულადმა ჯარმა, რომელმაც არც შიში იცის და არც ღალატი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 14:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ხაზარაძისა და გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს.

გრიგოლ გეგელია

12 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: არავითარი კონსულტაციები გახარიას პარტიასთან არ არსებობს

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც „ლელოს“ და არც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რომელ ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს?

„სამართლიანობის, ჰუმანურობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგადი ხედვიდან გამომდინარე, ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა ეს კანონპროექტი. ეს არ არის შეწყალების აქტი, სადაც ხდება ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინება კონკრეტული პირების. ოპოზიციის წარმომადგენლები რომელი ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს? ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ და ნომერ პირველი ქვეყანა ვიყავით ევროპის მასშტაბით, თუ არ ვცდები რუსეთსაც კი ვასწრებდით პატიმრების რაოდენობაში. არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ პატიმრებს. არც ისაა გამორიცხული იქამდე მივიდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უთხრან ვეტო დაადოს ამნისტიის აქტს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ზურაბიშვილი არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს. როგორც ჩანს „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა მის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა

დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო, მოტივირებული შენიშვნები არ წარუდგენია, თუმცა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა.

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ამნისტიის პროექტზე“: ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტთან ჩვენი პარამეტრები მიახლოებული იყოს

როგორც კი ამ ამნისტიის პროექტს კანონის სახე ექნება, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს, ეს არის დაახლოებით 3000-მდე ადამიანი და მათ შორის 10%-მდე ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა.