imedi /  21 ნოემბერი 2018, 13:33 / სანდო წყარო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

გეივინ უილიამსონი

გეივინ უილიამსონი

ვიდრე უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის, დიდი ბრიტანეთი სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის უკრაინას. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გეივინ უილიამსონმა გააკეთა. ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანელი სპეციალისტები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებსა და საზღვაო ქვეითებს გაწვრთნიან. ასევე ლონდონი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებსა და სადაზვერვო ხომალდს გაგზავნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი თქმით, რეგიონში გაგზავნიან სადაზვერვო ხომალდ Echo-ს, რომლის ეკიპაჟიც 72 წევრისგან შედგება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში ეხმარება, რაც სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

10 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

მაია ბითაძე: რადიკალურ ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც არ უნდა წარდგეს მოსახლეობის თუ საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, მათი საქმე პოლიტიკურად ძალიან ცუდად არის. ეს არის აბსოლუტურად უუნარო, მოღალატეობრივი სულის ადამიანთა მავნებლური გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთთანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ

რადიკალურ ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც არ უნდა წარდგეს მოსახლეობის თუ საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, მათი საქმე პოლიტიკურად ძალიან ცუდად არის. ეს არის აბსოლუტურად უუნარო, მოღალატეობრივი სულის ადამიანთა მავნებლური გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთთანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, როგორ ინდთ და როგორ წარმოუდგენიათ არა თუ სახელმწიფოს მმართველობა, არამედ ელემენტარული ადამიანებთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

10 ივნისი 2026, 17:58

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდა, კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა. ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ: უფროსი ლეიტენანტი შამილ გიგლემიანი, ლეიტენანტი ზურაბ გოგიაშვილი, სერჟანტი ზურაბ ბენდელიანი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული და კაპრალი ზურაბ ლომიძე.

10 ივნისი 2026, 17:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. ამ კუთხით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ღიაა გაცვლებისთვის როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის.

მაია ბითაძე

10 ივნისი 2026, 17:55

პოლიტიკა

მაია ბითაძე: დღეს, როდესაც მეგა სახელმწიფოები აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის

„სამომავლოდ ეს დოკუმენტი იქცევა იმის გარანტად, რომ საქართველოს რეალური გეოგრაფიული პოტენციალი ერთი მხრივ სწორად იყოს აღქმული ყველა სახელმწიფოს მხრიდან, მეორე მხრივ კი გაძლიერდეს ის რესურსი, რაც ქვეყანას აქვს. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, მეგა სახელმწიფოები ამყარებენ და აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან - ზესახელმწიფოსთან, რომელმაც პრაქტიკულად სასწაული მოახდინა ბოლო საუკუნის განმავლობაში და იქცა ეკონომიკურ და სავაჭრო გიგანტად და მეგა სახელმწიფოდ, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბითაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 ივნისი 2026, 17:51

მსოფლიო

ზელენსკიმ ბრიტანეთის რამდენიმე საგრაფოს საბჭოს შენობებიდან უკრაინული დროშების ჩამოხსნას შეცდომა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის რამდენიმე საგრაფოს საბჭოს შენობებიდან უკრაინული დროშების ჩამოხსნას შეცდომა უწოდა და ხელახლა აღმართვა ურჩია.

მიხეილ სააკაშვილი

10 ივნისი 2026, 17:44

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს.

კაია კალასი

10 ივნისი 2026, 17:25

მსოფლიო

კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას, კერძოდ, იმ რაკეტებისა და დრონების შექმნას, რომელთაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 17:17

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 17:15

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 17:11

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა ბრალდებული, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა ბრალდებული, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

10 ივნისი 2026, 17:01

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით - მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად

„მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის“.

10 ივნისი 2026, 17:00

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ირანს შორის ბოლო დროს დაძაბული ვითარების მიუხედავად, სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება

აშშ-ისა და ირანის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაფართოების შესაძლებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას Fox News-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 16:51

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 16:50

პოლიტიკა

ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი" გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს

პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტყვა გროსმაისტერი გამოიყენა.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 16:46

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ის ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რათა გასცეს ბრძანება ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში გაუცხადა, რომ ის ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ ბრძანებას გასცემს.

10 ივნისი 2026, 16:33

პოლიტიკა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

10 ივნისი 2026, 16:30

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის

9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

10 ივნისი 2026, 16:25

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

10 ივნისი 2026, 16:24

ეკონომიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შიდა ქართლში 66 მილიონიან ენერგეტიკულ პროექტს იწყებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შიდა ქართლში სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 963 611 ლარს შეადგენს.

10 ივნისი 2026, 16:24

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.