საბრინა 16 წლისაა და ჩვეულებრივ სკოლასთან ერთად, ჯადოქრების სკოლაშიც დადის. ამ აკადემიის კორიდორში დგას ბაფომეტის ქანდაკება. სწორედ, რომ ამ ქანდაკებას მიაქცია ყურადღება „სატანურმა ეკლესიამ“, - ამერიკელი აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც აგნოსტიციზმს ქადაგებენ. ისინი თანასწორობის და სამყაროს მეცნიერული აღქმის მომხრეები არიან და მათი თქმით, სატანა მათთვის მხოლოდ კულტურული სიმბოლოა, რომელიც ნიშნავს ბრძოლას ყველა ძალაუფლების წინააღმდეგ.
„სატანური ეკლესია“ ცნობილია რამდენიმე აქციით. ერთ-ერთი მათგანი იყო ბაფომეტის სპილენძის ქანდაკების შექმნა ბავშვის ორ გამოსახულებასთან ერთად. აქტივისტებმა ქანდაკებისთვის 28 ათასი დოლარი შეაგროვეს. მათ ბაფომეტის დაყენება ოკლაჰომას შტატის ადმინისტრაციის წინ სურდათ, თუმცა ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა.
„სატანური ეკლესიის“ თანადამფუძნებელი ლიუსენ გრივსი აცხადებს, რომ სერიალის შემქმნელებმა უბრალოდ დააკოპირეს „მათი ბაფომეტის“ ვიზუალი.


