ნატო და ევროკავშირი ქერჩის სრუტეში ვითარების დეესკალაციის მოწოდებით გამოდიან
პეტრო პოროშენკო
ფოტო: shutterstock.com
ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ ილაპარაკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში და კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნატო- ბრიუსელის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს რუსეთს ევროკავშირი.
„ველოდებით, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას აღადგენს. ვურჩევთ ყველას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით, რომ სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაცია მოხდეს“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმითი მოქმედებების განხორციელებას. მისივე თქმით, გადაწყვეტილება არ გულისხმობს არც მობილიზაციას.
ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბორის ბაბინმა განაცხადა, რომ რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
გუშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო კონტროლის კატარღებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა ერთი ადამიანი.
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნილი ხომალდები ქერჩის სრუტისკენ დილით გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა.
უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატარღები - „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიდან მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია.
ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.
ყველა სიახლე
30 მარტი 2026, 16:33
პოლიტიკა
ნინო ცხვარაძე: თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის
„როდესაც მედია ოფიციალური ვიზიტის შინაარსს ადამიანურ მღელვარებაზე თავდასხმით ანაცვლებს, ეს აღარ არის ჟურნალისტიკა — ეს მანიპულაციაა. მიზანი ერთია, ხალხმა განიკითხოს ქალი და დედა, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც ქვეყნის სახელით კეთდება“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
30 მარტი 2026, 16:31
პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.
30 მარტი 2026, 16:29
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო: ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.
30 მარტი 2026, 16:07
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება
„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
30 მარტი 2026, 16:03
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
„მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით შეთანხმებას მალე არ მივაღწიეთ (რაც, ალბათ, მაინც მოხდება) და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ სტუმრობას ირანში მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და კუნძულ ხარკის (და შესაძლოა ყველა გამამტკნარებელი ქარხნის!) აფეთქებითა და სრული განადგურებით, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად ჯერ არ შევხებივართ, - წერს ტრამპი.
30 მარტი 2026, 16:02
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობისა და 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
30 მარტი 2026, 16:00
საზოგადოება
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
30 მარტი 2026, 15:52
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოფიციალურ გახსნას დაესწრო
პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.
30 მარტი 2026, 15:42
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა
მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე, მას შემდეგ რაც „ჯი-ემ ფარმას” დირექტორის გოჩა გოგილაშვილის მისამართით მის მიერ დასმულ კითხვაზე ვერ მიიღო შესაბამისი პასუხი.
30 მარტი 2026, 15:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკის სექტორზე გაკეთდა.
30 მარტი 2026, 15:31
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
30 მარტი 2026, 15:24
მსოფლიო
ესპანეთმა ირანში ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა
„ჩვენ არ ვაძლევთ ნებართვას არც სამხედრო ბაზების და არც საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ირანის ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს მადრიდში.
30 მარტი 2026, 15:18
საზოგადოება
რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტები მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ სხვებს აზიანებდნენ. რეალობა ის იყო, რომ 25 აქტივისტი 700 სტუდენტს აბულინგებდა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
30 მარტი 2026, 15:18
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა
დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად, - აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
30 მარტი 2026, 15:09
საზოგადოება
„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად
ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ საკმაოდ მყარ პოზიციებს ბაზრებზე, - ამის შესახებ, კომპანია „ბიოფარმის“ წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება.
30 მარტი 2026, 15:08
მსოფლიო
კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ
როდესაც ჟურნალისტებმა დღეს დილით ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ის ბრიტანული ჯარების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთის ომში, სტარმერმა უპასუხა: „ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ“.
30 მარტი 2026, 15:06
რეგიონი
აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 14:55
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი
„სამმხრივი შეხვედრა იქნება მაშინ, როდესაც ორივე მხარე - რუსეთიც და ამერიკაც, შეძლებს ჩვენთან შეხვედრას. რატომ ვამბობ ასე? იმიტომ, რომ დღეისთვის ამერიკამ შემოგვთავაზა აშშ-ში შეხვედრა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ხოლო რუსეთმა თქვა, რომ ამერიკაში ის არ ხვდება. რუსეთმა შესთავაზა თურქეთი ან შვეიცარია (უკვე აღარ მახსოვს, რადგან სამი კვირა გავიდა). ამერიკამ თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებების ჯგუფი აშშ-ის ფარგლებს გარეთ არ გადის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
30 მარტი 2026, 14:52
საზოგადოება
სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
30 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვით საკითხებზე, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.


