imedi /  05 დეკემბერი 2018, 10:11 / სანდო წყარო

აშშ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გამართული ბრიფინგის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აშშ რუსეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ ქერჩის სრუტეში ინციდენტის შედეგად დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს. 

„უკრაინისა და რუსეთისადმი ჩვენი პოლიტიკით შეგიძლიათ იმსჯელოთ, ჩვენი სიტყვები ჩვენს ქმედებებს ემთხვევა. ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გვსურს, რომ რუსეთმა მკაფიოდ გაიგოს ჩვენი მესიჯი, რომლის არსი შემდეგია: რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. თუ არადა, დროთა განმავლობაში ამის შედეგები მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული ხომალდის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინა გაერის საერთაშორისო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.

25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე და მილო დუკანოვიჩი

16 თებერვალი 2019, 13:48

საქართველო

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. საპასუხო მიწვევა მიიღო მამუკა ბახტაძემაც.

თეოდორ მაკარიკი

16 თებერვალი 2019, 13:40

მსოფლიო

აშშ-ში ყოფილ კარდინალ მაკარიკს მსახურების უფლება ჩამოართვეს

მაკარიკი 2018 წლის ივლისში კათოლიკური ეკლესიის პირველი კარდინალი აღმოჩნდა, რომელსაც 1927 წლის შემდეგ წოდება ჩამოართვეს. თეოდორ მაკარიკს 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, მღვდლად მსახურების დროს მოზარდზე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

რომი

16 თებერვალი 2019, 13:27

მსოფლიო

რომში ტურისტების შავ სიას ადგენენ

რომის ადმინისტრაცია უცხოელი ტურისტების შავ სიას შეადგენს, რომლებსაც ქალაქში განმეორებით აღარ შეუშვებენ. იტალიის დედაქალაქში მოჩხუბარი ტურისტების დაბრუნება აღარ უნდათ, რომელთა ქცევამ შესაძლოა ღირსშესანიშნაობები დააზიანოს.

იენს სტოლტენბერგი

16 თებერვალი 2019, 13:18

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და მოსკოვს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს.

Uber

16 თებერვალი 2019, 13:11

ეკონომიკა

Uber-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა

როგორც კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Uber-ის შემოსავალმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში $3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლების ამავე პერიოდის მაჩვენებელთან მხოლოდ 25%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 70%-იან, ხოლო მესამე კვარტალში 38%-იან ნიშნულზე იყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

16 თებერვალი 2019, 12:35

საქართველო

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ „სიდას“-თან თანამშრომლობა შეაჩერა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება „ფინანსური გადაცდომისა“ და „სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურის“ გამო შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლ მანაფორტი

16 თებერვალი 2019, 11:56

მსოფლიო

მიულერი მანაფორტის ციხეში 24 წლით გამწესებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24 წლიან პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რობერტ მიულერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლ მანაფორტი ციხიდან 93 წლის ასაკში გამოვა.

სასწრაფო

16 თებერვალი 2019, 11:54

საქართველო

ექიმი გიორგი მამალაძის ინსულტს უარყოფს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები სტაბილურად აფასებენ. პაციენტს ჰოსპიტალიზაციისას დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევა და შედეგად ორგანული დაზიანება არ დაფიქსირებულა.

ახალშობილები

16 თებერვალი 2019, 11:54

ტაბლოიდი

ერაყში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა

ოჯახს მთლიანობაში ახლა 10 ბავშვი ჰყავს. ქალმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალის პროვინციაში იმშობიარა. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილების დედა თავს ჯანმრთელად გრძნობს. მანამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიბანშიც, სადაც ქალმა ექვსი ბავშვი, სამი გოგო და სამი ბიჭი გააჩინა.

შსს

16 თებერვალი 2019, 11:32

საქართველო

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დააკავა

აჭარაში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს. სწორედ ამ სასტუმროში მუშაობს ბავშვის დედა, რომელმაც გუშინ ეს ამბავი გაახმაურა.

Apple-ის მაღაზია

16 თებერვალი 2019, 11:31

ტექნოლოგიები

Apple-მა გერმანიაში Qualcomm-თან პატენტზე დავა წააგო

Qualcomm-ი Apple-ს ედავებოდა, რომ სმარტფონის მიერ უსადენო ინტერნეტ სიგნალის მიღებისას აკუმულატორის ტექნოლოგიის გააქტიურება მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რომლის გამოყენების უფლებაც Apple-ს იმ შემთხვევაში არ აქვს თუ მობილური ტელეფონი Qualcomm-ის წარმოების ჩიპით არ არის აღჭურვილი.

მაიკლ კალვი

16 თებერვალი 2019, 11:19

ეკონომიკა

ამერიკელ ფინანსისტს რუსეთში თაღლითობაში ადანაშაულებენ

კალვი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები მის წინააღმდეგ შავ კამპანიას ემსახურება. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება კომერციულ დავაში ზეწოლის მოსახდენად წაუყენეს. მაიკლ კალვი აშშ-ის მოქალაქეა.

16 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები აქვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დეკანოზს ინსულტის ნიშნები აქვს და ის პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

16 თებერვალი 2019, 10:51

საქართველო

მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას დატვირთული გრაფიკი აქვს. დღეს დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა. დღესვე პრემიერმინისტრი სხვა ქვეყნების მთავარ პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომლის თემაცაა უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში.

მომსახურების სააგენტო

16 თებერვალი 2019, 10:29

საქართველო

17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი ავტოტრანსპორტს ვერ განაბაჟებს

,,იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება. სამუშაო პროცესი 18 თებერვალს განახლდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

Tesla-ს ძაღლების რეჟიმი

16 თებერვალი 2019, 10:00

ტექნოლოგიები

Tesla-ს ავტომობილებს „ძაღლის რეჟიმი“ დაემატა

„ძაღლის რეჟიმი“ პარკირებულ ავტომობილში კლიმატკონტროლს უზრუნველყოფს. ასევე ეკრანზე გამოაქვს მონაცემები ტემპერატურასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან ერთად Tesla-მ ავტომობილის გარშემო სივრცის მონიტორინგის რეჟიმიც გამოუშვა.

სადაო კუნძულები

16 თებერვალი 2019, 09:56

ტაბლოიდი

სეულისა და ტოკიოს სადაო კუნძულზე ერთადერთი მაცხოვრებელი დარჩა

იაპონიის ზღვის სამხრეთით, ლიანკურის კუნძულებზე, რომელზეც სეული და ტოკიო დაობენ, ერთადერთი ადამიანი ცხოვრობს. ის 81 წლის კორეელი ქალი სინ იოლია, რომელიც კუნძულზე საცხოვრებლად 1991 წელს მეუღლესთან ერთად გადავიდა. სინის მეუღლე გასულ წელს გარდაიცვალა.

მექსიკის საზღვარი

16 თებერვალი 2019, 09:36

მსოფლიო

ტეხასელებმა, რომელთა მიწებზეც ტრამპი კედლის აშენებას გეგმავს, პრეზიდენტს უჩივლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია Public Citizen-მა ტეხასელი მიწის მესაკუთრეების სახელით, რომელთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ტრამპი მექსიკასთან გამყოფ კედელს აშენებს, სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ნიგერიის დროშა

16 თებერვალი 2019, 09:15

მსოფლიო

ნიგერიაში არჩევნები ერთი კვირით გადაიდო

ნიგერიის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ზუსტად ერთი კვირით, 23 თებერვლისთვის გადადო, ვინაიდან უწყების განცხადებით თავისუფალი და სამართლიანი პროცესისთვის მომზადება ვერ მოახერხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 თებერვალი 2019, 08:41

მსოფლიო

ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს მუსლიმანობის გამო ეუბნება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განმარტა, რატომ არ იღებს თავის შემადგენლობაში თურქეთს. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა. „გვითხრან ეს პირდაპირ“ , - აცხადებს ერდოღანი. მან ინტერვიუ ტელეკომპანია А Haber-ს მისცა.