imedi /  12 დეკემბერი 2018, 08:00 / სანდო წყარო

სტრასბურგში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

პოლიცია

3 მოკლული და 12 დაჭრილი- ასეთია სტრასბურგში მომხდარი სროლის ბოლო მონაცემები. თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციამ იცის, ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ BBC წერს.

ცნობილი ხდება, რომ 29 წლის თავდამსხმელის შესახებ პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. ის საფრანგეთშია დაბადებული და კანონდარღვევის გამო, სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა.

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სტრასბურგის დროით, საღამოს 7 საათსა და 50 წუთზე ახალგაზრდა კაცმა ცეცხლი სამ ადგილას გახსნა. დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი, მათგან 6 - ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელს წინააღმდეგობა სამხედროებმა გაუწიეს, ისინი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ქუჩაში პატრულირებდნენ. ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ ეჭვმიტანილის დასაკავებლად. გამოყოფილია დამატებითი პერსონალი და ტექნიკა. მომხდარის გამო ქალაქში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომებიც. საზღვარზე გამკაცრდა კონტროლი. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს,"- თქვა მინისტრმა.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც.

სტრასბურგში სროლის გამო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებენ.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2024, 10:14

კულტურა

ბაიარ შაჰინის შვილები 6 მარტს საქართველოში კონცერტს გამართავენ

ცნობილი მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის შვილები, თბილისში კონცერტს გამართავენ. ტრიო „სამი და“ , 6 მარტს, ზუსტად ერთი დღით ჩამოდის საქართველოში და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 10:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ მივიღებთ ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი

ორ ქვეყანაში დანერგეს „ვეტინგის“ სისტემა და ძალიან უარყოფითი შეფასება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწოდებენ, რომ ეს სისტემა გადმოვიღოთ. პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ ქართული სასამართლო სისტემა უნდა დაემორჩილოს უცხოელებს, ან იმ აგენტურას, რომელიც ისევ იმ უცხოელებს ჰყავთ საქართველოში, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

28 თებერვალი 2024, 10:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო

რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე

28 თებერვალი 2024, 10:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: უცნობია, საიდან ფინანსდებიან ეს პროვოკატორები - ქვეყნის განვითარების ხელის შემშლელები არ უნდა გვკარნახობდნენ თავიანთ აუტსაიდერულ დღის წესრიგს

უკვე მერამდენედ, ადგილი აქვს ე.წ. ეკოაქტივისტთა დესტრუქციულ პარპაშს, საქართველოს კურორტებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების შეფერხების სამარცხვინო მცდელობას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას იმის შესახებ, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს.

28 თებერვალი 2024, 10:04

სამართალი

პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ნინო ფოჩხუა

28 თებერვალი 2024, 09:49

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

28 თებერვალი 2024, 09:41

მსოფლიო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია

ანკლავში, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. „ცაჰალი“ სახმელეთო და საავიაციო ოპერაციას სექტორის სხვადასხვა რაიონში, პარალელურ რეჟიმში ატარებს.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 09:17

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება

ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა- ვინც გადალახავს, ბ- ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი ის, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას იმისთვის, რომ ბ - მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლ, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ ვის ხედავს სამომავლოდ კოალიციაში.

28 თებერვალი 2024, 09:09

რეგიონი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროსა და უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს მიაკვლიეს

კანონდამრღვევმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა დასამუშავებლად, სახერხ საამქროში სატვირთო მანქანით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

28 თებერვალი 2024, 08:54

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთშია. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში გვიან ღამით ჩაფრინდა, სადაც შეხვედრებს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

28 თებერვალი 2024, 08:34

მსოფლიო

სუმისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა არმიამ დასახლებულ პუნქტებზე 60 -მდე იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას დონეცკის ოლქშიც.

მაკა ბოჭორიშვილი

28 თებერვალი 2024, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს

მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეცდომა ევროკავშირის მხრიდან გამოსწორებულია, საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და რეფორმების სისწრაფე იქნება მომდევნო წარმატების საფუძველი.

რობინ დანიგანი

28 თებერვალი 2024, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ის ელჩს პირველად მოუსმენენ

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმენენ. საუბრის მთავარი თემა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული მხარეების სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 02:12

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა - უკრაინელები ტერიტორიის დაკარგვას იწყებენ, იმ ტერიტორიის, რომელიც ბრძოლით დაიბრუნეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 01:47

მსოფლიო

ჯონ კირბი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

28 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

რაიან გოსლინგი „ოსკარზე“ I'm Just Ken-ს იმღერებს

გოსლინგი „ბარბიში“ შესრულებული კენის როლისთვის ნომინირებულია კატეგორიაში „საუკეთესო კაცი მსახიობი“, მის მიერ სურათში ნამღერი კომპოზიცია I'm Just Ken კი „საუკეთესო სიმღერის“ ტიტულისთვის იბრძვის.

28 თებერვალი 2024, 00:44

ტექნოლოგიები

ირანში უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს💄

არსებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.

28 თებერვალი 2024, 00:23

ტაბლოიდი

აშშ-ში, აუქციონზე ჰიროსიმის დაბომბვისას დამდნარი საათი გაიყიდა

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ საათი თითბრისგან არის დამზადებული. ატომური ბომბის ჩამოგდებისას, 1945 წლის 6 აგვისტოს, საათის კორპუსი ნაწილობრივ დადნა, შუშა კი გაიბზარა. ისინი ჰიროსიმაში ბრიტანელმა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომელსაც ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

28 თებერვალი 2024, 00:18

პოლიტიკა

მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის“ შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ, - განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ტოქშოუში „რეაქცია“.