imedi /  31 დეკემბერი 2018, 09:41 / სანდო წყარო

რუსეთი BBC-ის ჟურნალისტთა მონაცემების გავრცელებაზე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

bbc

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის  მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტთა პირადი მონაცემების გამოქვეყნება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჰაკერულ თავდასხმას, რომელიც დეკემბერში განხორციელდა ლონდონში რუსეთის საელჩოს ინტერნეტ-რესურსებზე. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სამინისტრო არ განმარტავს, რატომ ან როგორ აღმოჩნდა ლონდონში რუსეთის საელჩოს ინტერნეტ-რესურსებში ინფორმაცია BBC-ის თანამშრომლების მოსკოვში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პირად მონაცემებზე.

25 დეკემბერს ვებგვერდებმა pikabu.ru, segodnya.ru, აგრეთვე სოციალურმა ქსელმა „ვკონტაქტე“ გამოაქვეყნეს  44 თანამშრომლის სია, მათი გვარ-სახელებისა და ფოტოების ჩათვლით. გამოცემა „პროექტი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სია სრულ თანხვედრაშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული  BBC-ის დასაქმებული ჟურნალისტების სიასთან.

 BBC-ის რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი აქვს ოფიციალური საჩივარი ჟურნალისტთა პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო.

ჟურნალისტების შესახებ ინფორმაციამ მას შემდეგ გაჟონა, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მედიამარეგულირებელმა Ofcom-მა შესაძლოა Russia Today-ს არასწორი გაშუქების გამო ლიცენზია ჩამოართვას.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 20:29

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილ ბიზნესსექტორთან იმსჯელა

პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესახებ მთავრობის მეთაური, ბიზნესსექტორს დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად ესაუბრა.

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 20:27

COVID19

გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის საშუალებით, რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა. გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.

სასწრაფო დახმარება

03 აპრილი 2020, 20:21

COVID19

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

გზის რეაბილიტაცია

03 აპრილი 2020, 19:54

რეგიონი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაპანდიბი-ახალსოფლის გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო. მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე გზის სარებილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს.

03 აპრილი 2020, 19:51

COVID19

კორონავირუსის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ნათქვამია Grupo Modelo-ს განცხადებაში, რომელსაც ლუდის ეს ბრენდი ეკუთვნის. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არაუცილებელ საქმიანობად შეაფასა.

რომის სამრევლოს წინამძღვარი, მამა იოანე (ხელაია)

03 აპრილი 2020, 19:46

COVID19

რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარი: კორონავირუსით ინფიცირებული ქართველებიდან კრიზისულ მდგომარეობაში არავინაა

დაძაბულობის პიკს არ დაუწევია. ისევ კრიზისულ მდგომარეობაში ვართ, მთელი იტალია და მათ შორის ჩვენც, აქ მყოფი ქართველები, - ამის შესახებ რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანე ხელაიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მამა იოანემ იტალიაში მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე ისაუბრა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქართველებიდან დღეს დღეობით განსაკუთრებით კრიზისულ მდგომარეობაში არავინ იმყოფება. „ინფიცირებულებს რთული მდგომარეობა არ აქვთ. ერთს ჰქონდა რთული მდგომარეობა, მაგრამ მინდა გახაროთ, რომ ყველანი ღვთის წყალობით, კარგად არიან. მკურნალობის კურსს გადიან და ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა მამა იოანემ.

მარინა ეზუგბაია

03 აპრილი 2020, 19:41

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოკვლეულ 16 პაციენტს კორონავირუსი არ აქვთ

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 16 პაციენტთან კორონავირუსი არ დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ვახტანგ კალოიანი

03 აპრილი 2020, 19:37

COVID19

ვახტანგ კალოიანი: კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა არ არის დრამატული

უახლოესი კვირები ჯანდაცვის სისტემისთვის გადამწყვეტი იქნება, როგორც ეპიდემიოლოგიური ისე ჰოსპიტალური სექტორის თვალსაზრისით. მთავარია როგორი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ და მოვახერხებთ თუ არა მის დაჭერას ათეულების ფარგლებში. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იზოლაციის და კარანტინის წესების დაცვას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

ვესტფალენშტადიონი

03 აპრილი 2020, 19:19

COVID19

ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება

საფეხბურთო კლუბი „ბორუსია დორტმუნდის“ სტადიონი ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში. „შაბათიდან „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნა უმზად იქნება მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი

03 აპრილი 2020, 19:16

COVID19

თბილისში ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 120 მოქალაქე ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 120 მოქალაქე იმყოფება. მგზავრებს ჯერჯერობით თვითმფრინავი არ დაუტოვებიათ. ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

03 აპრილი 2020, 18:55

COVID19

კორონავირუსის გამო აშშ ახალი პასპორტების გაცემას დროებით შეაჩერებს

კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით აშშ ახალი პასპორტების გაცემას დროებით შეაჩერებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისი გაკეთდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციებისთვის.

რატი იონათამიშვილი

03 აპრილი 2020, 18:53

სამართალი

რატი იონათამიშვილი: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა

როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა. რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:49

COVID19

კახა კალაძე: ყოველთვის როცა ამის საჭიროებაა, ეკლესია ქვეყნის სადარაჯოზე დგას

ჯერ აღდგომამდე დრო არის დარჩენილი, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია , ამიტომ რთულია ამაზე საუბარი - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია მუდმივად იდგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე პირველ რიგში ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:38

COVID19

კახა კალაძე: ათივე რაიონში მუნიციპალური სერვისების მუშაობა შევაჩერეთ და ეს სერვისები გადავიტანეთ მერიაში

პირველი რაც გავაკეთეთ ისევ და ისევ ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ათივე რაიონში მუნიციპალური სერვისების მუშაობა შევაჩერეთ, რადგან პირდაპირ უწევდათ კონტაქტი და კომუნიკაცია ადამიანებთან დავტოვეთ მხოლოდ მერიაში ეს სერვისები - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სერვისი თბილის მერიაში შენარჩუნებულია. კალაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რთულ ვითარებაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.

03 აპრილი 2020, 18:38

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა.

03 აპრილი 2020, 18:33

COVID19

1 დღეში StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 700 000 ლარით გაიზარდა

1 დღეში, StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა. მთლიანობაში COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:28

COVID19

კახა კალაძე: იმედი მაქვს ჩვენი სოლიდარობის აქტს კიდევბ ბევრი ადამიანი შეუერთდება

ეს ინიციატივა ვფიქრობ არის ერთობ მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დავიწყეთ აქტიური ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და გამოთქვამდა მზადყოფნას. გვეკითხებოდნენ როგორ შეიძლებოდა მათი ჩართულობა, რომ განეხორციელებინათ ფინანსური შემოწირულობა - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

03 აპრილი 2020, 18:26

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ქალი მართვით სუნთქვაზეა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობაც მძიმეა. ის კლინიკაში შემოყვანისთანავე დავაინტუბირეთ და მართვით სუნთქვაზეა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

ანგელა მერკელი

03 აპრილი 2020, 18:12

COVID19

ანგელა მერკელი კარტანტინის დასრულების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინიდან გამოვიდა და სამუშაოს დაუბრუნდა. ანგელა მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მან კარანტინში 12 დღე გაატარა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:12

COVID19

კახა კალაძე: რეფერალური პროგრამების დაფინანსება ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაგრძელდება

კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.