imedi /  05 იანვარი 2019, 18:55 / სანდო წყარო

რუსეთი ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელის სხვა პატიმარზე გაცვლას არ აპირებს

პოლ უილანი

პოლ უილანი

რუსეთმა გამორიცხა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკელი ყოფილი ქვეითი, რომელსაც რუსეთში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, შეიძლება ვინმეში გაცვალონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

პოლ უილანის ადვოკატმა განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა არ არის გამორიცხული, თუმცა რუსეთმა მსაგავსი მეთოდი გამორიცხა და ამ იდეას „არასწორი უწოდა“.

ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახური ჯაშუშობაში ადანაშაულებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატის განცხადებით, ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს, სადაც გირაოს მოითხოვს. 

ის საპატიმროში რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა მოინახულა და ამერიკის მოქალაქეს საელჩოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. რუსეთისგან მომხდარზე განმარტებებს ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ოფიციალური ვაშინგტონი.

ოჯახის განმარტებით, დაკავებული უდანაშაულოა და მოსკოვში მისი ჩასვლა, მხოლოდ მეგობრის ქორწილში მიწვევას უკავშირდებოდა. 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2026, 12:47

საზოგადოება

მთაწმინდის გამგეობა: აბაშიძის ქუჩის N11-ში ჩამოიშალა სახლის შიდა ფრაგმენტი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით. 12 ოჯახი გაყვანილია სასტუმროში

ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 12 ოჯახის გაყვანის და სახლის მდგომარეობის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 12:38

საზოგადოება

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

08 აპრილი 2026, 12:38

რეგიონი

ფოთის მერმა რაგბის გუნდი „ფოთის“ შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, რაგბის გუნდი „ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 12:09

რეგიონი

ბათუმის ბულვარში უნებართვო საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი დაიწყო

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ განთავსებული, საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 12:02

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.

08 აპრილი 2026, 11:56

სამართალი

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.

08 აპრილი 2026, 11:55

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 აპრილი 2026, 11:53

მსოფლიო

ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აშშ-ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გარიგებას მიესალმება. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:48

პოლიტიკა

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით

მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

პრემიერი: ინფრასტრუქტურის სამინისტროში წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის

„შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107%-ით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107%-ით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:38

პოლიტიკა

პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას

საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,

თენგიზ შარმანაშვილი

08 აპრილი 2026, 11:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისას.

08 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

ცოტნე ანანიძე

08 აპრილი 2026, 11:26

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

08 აპრილი 2026, 11:23

რეგიონი

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.

08 აპრილი 2026, 11:23

მსოფლიო

Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:23

პოლიტიკა

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები

„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, - აღნიშნა პრემიერმა.