imedi /  06 იანვარი 2019, 18:53 / სანდო წყარო

ბოლტონი სირიიდან აშშ-ის ძალების სრულად გაყვანის სანაცვლოდ თურქეთისგან გარანტიებს ითხოვს

ჯონ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ სირიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანა გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა განცხადება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯონ ბოლტონის თქმით, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეეცდება, რომ ჩრდილოეთ სირიაში ქურთების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ანკარისგან გარანტიები მიიღოს. აქვე, ბოლტონის თქმით, აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" დარჩენილი ჯგუფები საბოლოოდ დამარცხდნენ.

ჯონ ბოლტონის განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ თურქეთი არ განახორციელებს სირიაში ისეთ ოპერაციებს, რომლებიც ოფიციალურ ვაშინგტონთან არ იქნება შეთანხმებული. 

ბოლტონი ისრაელის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა.

დღეს NBC-მ თეთრ სახლში მომუშავე მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედროების ნაწილი შესაძლოა სირიაში დარჩეს. 

2018 წლის ბოლოს თურქეთი და რუსეთი სირიაში კოორდინირებულ ქმედებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ, ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ 19 დეკემბერს განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებით ახსნა, რამდენიმე დღეში კი ტერორისტული ორგანიზაციის ნარჩენების „მიხედვა“ თურქეთს შესთავაზა.

ყველა სიახლე

ინდოეთი გამოცდა

20 ოქტომბერი 2019, 18:41

ტაბლოიდი

ინდოეთში გამოცდაზე გადაწერის აღკვეთის მიზნით სტუდენტებს თავებზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს

კოლეჯის ადმინისტრაციამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ინციდენტს „ექსპერიმენტი“ უწოდა. დაწესებულებაში განმარტეს, რომ ყუთები გადაწერის აღკვეთის მიზნით გამოიყენეს და სტუდენტების დამცირებას არ აპირებდნენ. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ყუთების გამოყენებაზე სტუდენტებისგან თანხმობა წინასწარ მიიღეს.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ოქტომბერი 2019, 18:38

საქართველო

კანაექსპოს გამოფენაზე ზურაბ ჯაფარიძეს კონტრაქციის მონაწილე „ძვლების დამტვრევით“ დაემუქრა

დედაენის ბაღში "გირჩის" მიერ ორგანიზებული Tbilisi CannaExpo 2019 იმართება, სადაც კანაფთან დაკავშირებული პროდუქტებია წარმოდგენილი. გამოფენაზე კონტრაქციის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც on.ge წერს, ისინი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სხვა არალიბერალური ორგანიზაციის წევრები არიან.

ილია მეორე

20 ოქტომბერი 2019, 18:20

საქართველო

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

„გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას“, - მიმართავს პატრიარქი ქართველებს.

ბარსელონა

20 ოქტომბერი 2019, 18:18

საქართველო

გაუქმებული რეისის გამო ბარსელონის აეროპორტში დარჩენილი 7 ქართველი დღეს გამოემგზავრება

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, მათი მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი "საქართველოს ავიახაზებთან" უკვე შეთანხმებულია და ისინი, სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ დანიშნულების მიხედვით გამგზავრებას. ამ დროისთვის კი აეროპორტში საქართველოს 7 მოქალაქეა.

20 ოქტომბერი 2019, 18:07

საქართველო

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ თელავში აქციას მართავს

აქციების რეგიონებში ჩატარება ორგანიზატორებმა თბილისში, პარლამენტთან რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტეს. კახეთი პირველია, სადაც ასეთი აქცია დაიგეგმა. მსგავს პროტესტს სხვადასხვა რეგიონში ყოველი თვის 20 რიცხვში დააფიქსირებენ. თელავში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

ბაქო

20 ოქტომბერი 2019, 18:00

მსოფლიო

ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავრობას დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ბრიუსელში აღნიშნავენ, რომ დემონსტრაციის დაშლის და მომიტინგეების დაკავების პროცესში პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა. შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ნათქვამია განცხადებაში.

ჰონგ-კონგი

20 ოქტომბერი 2019, 17:59

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა პოლიციას ცეცხლმოკიდებული ბენზინის ბოთლები ესროლეს

ხელისუფლებამ მომიტინგეებს სავაჭრო არეალში აქციის გამართვის უფლება არ მისცა, რადგან აქცია საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, ათასობით ადამიანი დემონსტრაციაზე გავიდა, მათ შორის კი აგრესიულად განწყობილი ჯგუფიც იყო.

ჩილე

20 ოქტომბერი 2019, 17:36

მსოფლიო

ჩილეში აქციების გამო მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქალაქის მასშტაბით მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს მაღაზიებს, ასევე მეტროს ვაგონებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტს, აღმართეს ბარიკადები. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ბერნი სანდერსი

20 ოქტომბერი 2019, 17:33

მსოფლიო

ბერნი სანდერსი საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა

სანდერსი ავადმყოფობის შემდეგ მხარდამჭერებს პირველად ნიუ-იორკში შეხვდა. სენატორის შტაბის ცნობით, ღონისძიებას 20 000 ადამიანი დაესწრო. სანდერსი ერთ-ერთია იმ 19 კანდიდატს შორის, ვინც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე ნომინაციისთვის იბრძვის.

ელექტრომობილი

20 ოქტომბერი 2019, 17:20

ტექნოლოგიები

Toyota-მ მოხუცებისთვის ორკაციანი ელექტრომობილი შექმნა

ავტომობილს საათში მხოლოდ 60 კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია. ერთი სრული დამუხტვის შემთხვევაში მხოლოდ 100 კილომეტრს გადის. მანქანა სპეციალურად გათვლილია იაპონიაში ასაკოვანი ადამიანების მომსახურებაზე. კომპანიის ეს ახალი ელექტრომობილი იაპონიაში შემდეგი წლიდან გაიყიდება.

ჯინ არნასი

20 ოქტომბერი 2019, 16:56

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურება Singapore Airlines-ის თვითმფრინავის ლუქს-ნომერი. ვიდეო

გამოცემა The Points Guy UK-ის მოგზაურობის საკითხებში ექსპერტმა ჯინ არნასმა ​ლონდონიდან სინგაპურში ავიაკომპანია Singapore Airlines-ის თვითმფრინავის ლუქს-ნომერში იმგზავრა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. ლონდონიდან სინგაპურში ლუქს-ნომერში ფრენა 5 ათასი გირვანქა ღირს.

დონალდ ტრამპი

20 ოქტომბერი 2019, 16:55

მსოფლიო

ტრამპი კლინტონის მიერ გაკრიტიკებულ დემოკრატებს გამოესარჩლა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ჰილარი კონგრესმენ ტალსი გაბარდს „რუსეთის ფავორიტს“ უწოდებს, ჯილ სტაინს კი „რუსეთის აქტივს“. ალბათ გაგიგონიათ, რომ მეც რუსეთის მოყვარულს მეძახდნენ (მართლაც მიყვარს რუსი ხალხი, ყველა მიყვარს). ჰილარი შეიშალა“, - წერს ტრამპი.

გაფიცვა

20 ოქტომბერი 2019, 16:39

ეკონომიკა

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

ბერლინის, მიუნხენის, დიუსელდორფისა და კიოლნის აეროპორტებმა რეისები აქციის გამო გადადეს. ბერლინის აეროპორტში Eurowings-ის სულ ცოტა 15 რეისი არ შესრულდა, მიუნხენის აეროპორტში 10 რეისი. დიუსელდორფის აეროპორტში კი 4 რეისი გაუქმდა. გაფიცვა თბილისის დროით ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდება.

რაფაელ ნადალი მარია პერელიო

20 ოქტომბერი 2019, 16:29

ტაბლოიდი

რაფაელ ნადალი დაქორწინდა

33 წლის სპორტსმენის რჩეული 31 წლის მარია პერელიო გახდა, რომელსაც ნადალი 2005 წლიდან ხვდება. ცერემონია ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გაიმართა. მას 350 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი.

სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 16:15

საქართველო

ზურაბიშვილი: ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს გამოიწვევს

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს. წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

აფეთქება ხიდი

20 ოქტომბერი 2019, 16:12

მსოფლიო

აშშ-ში 1928 წელს აშენებული ხიდი ააფეთქეს. ვიდეო

აშშ-ში, მისურის შტატში ააფეთქეს ხიდი Champ Clark-ი, რომელიც ერთმანეთთან მისურისა და ილინოისის შტატებს აკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა WGEM News-ი ავრცელებს. მდინარე მისისიპიზე 1928 წელს აშენებული ხიდი 18 ოქტომბერს ააფეთქეს, რის შემდეგაც 48 საათის განმავლობაში სპეციალისტებს წყლიდან ლითონის კონსტრუქციები უნდა ამოეღოთ.

ძაღლი

20 ოქტომბერი 2019, 16:10

ტაბლოიდი

#დააბრუნეთრალფისახლში: 7 წლის ბიჭმა მოპარული ძაღლი მისი ნახატებით დაიბრუნა

გულგატეხილმა ბიჭმა საყვარელი ძაღლი დახატა, ნახატები კი მშობლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ბიჭის ნახატებმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში თანაგრძნობა გამოიწვიეს და მათ დაიწყეს ჰეშთეგის გამოყენება #bringralphhome (#დააბრუნერალფისახლში).

ატოცი

20 ოქტომბერი 2019, 16:05

საქართველო

ატოცში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეები სოფელ შაქშაქეთთან შეიკრიბნენ

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შაქშაქეთის ბლოკპოსტიდან სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან მისვლას ცდილობენ. მოძრაობის წევრმა ტიტე გედენიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ატოცის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, აქცია მშვიდობიანი ფორმატით, შაქშაქეთის ბლოკპოსტთან გაგრძელდება.

მუზაფარუდინ იემენი

20 ოქტომბერი 2019, 15:56

მსოფლიო

ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმას მსხვერპლი მოყვა

ავღანეთში ვარდაკის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმას სულ მცირე სამი პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი TOLONews-ი ავრცელებს. შემთხვევა პროვინციის ცენტრში, ქალაქ მაიდანშაჰრში მოხდა. დანაღმული მანქანა გზაზე გუბერნატორის კორტეჟი გადაადგილების დროს აფეთქდა.

20 ოქტომბერი 2019, 15:45

მსოფლიო

ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 600-მდე ადამიანი დაშავდა

ბარსელონის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. აქციების დაწყებიდან დღემდე პოლიციასთან შეტაკების დროს 600-მდე ადამიანი დაშავდა. ბარსელონას მერის ადა კოლაუს ინფორმაციით, დაშავებული პოლიციის ოფიცერების და დემონსტარნტების მდგომარეობა რთულია.