imedi /  13 იანვარი 2019, 07:56 / სანდო წყარო

პომპეო იმედოვნებს, რომ სირიელი ქურთების დაცვაზე თურქეთთან შეთანხმებას მიაღწევს

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ თურქეთან მიაღწევს შეთანხმებას, რომელიც სირიაში ქურთი მებრძოლების დაცვას შეეხება მას შემდეგ, რაც აშშ სირიას საბოლოოდ დატოვებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაიკ პომპეო ამ საკითხზე არაბთა გაერთიანებული საამიეროებში ვიზიტისას, ტელეფონით თურქ კოლეგას ესაუბრა. აბუ-დაბიში ყოფნისას პომპეომ მედიას განუცხადა, რომ აშშ აღიარებს თურქი ხალხისა და თურქეთის პრეზიდენტის უფლებას დაიცვას თავისი თავი ტერორიზმის საფრთხისგან.

"თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ ამ სამხედროებმა, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ, დაიმსახურეს რომ იყვნენ დაცულები", - განაცხადა მაიკ პომპეომ.

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთით საზღვართან, იდლიბის პროვინციასთან პოზიციებს ამაგრებენ. Reuters-ის ინფორმაციით, 12 იანვარს თურქეთმა თავის პროვინცია ხატაიში ტანკების კოლონა და ბრონირებული ავტომობილები გადაისროლა. 

თურქეთი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლ ქურთებს, რომლებსაც მხარს აშშ უჭერს, ტერორისტებად განიხილავს. 

ერდოღანის განცხადებით, ამერიკელებმა არ იციან თუ ვინ არიან სირიაში მცხოვრები ეთინკური ქურთები: "თუ აშშ მათ "ქურთ ძმებად" განიხილავს, მაშინ ისინი სერიოზულ შეცდომაში არიან შეყვანილნი", - განაცხადა ერდოღანმა.

NBC-მ თეთრ სახლში მომუშავე მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედროების ნაწილი შესაძლოა სირიაში დარჩეს. 

2018 წლის ბოლოს თურქეთი და რუსეთი სირიაში კოორდინირებულ ქმედებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ, ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ 19 დეკემბერს განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებით ახსნა, რამდენიმე დღეში კი ტერორისტული ორგანიზაციის ნარჩენების „მიხედვა“ თურქეთს შესთავაზა. ამასთან, დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონში აპირებენ აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზონ, სირიიდან გამოსულმა სამხედროებმა იარაღი ქურთებს დაუტოვონ.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2019, 14:16

საქართველო

გახარია თელავში პანკისელებთან მოლაპარაკებაზეა, ხეობაში კი პოლიციის დამატებითი ძალები შეჰყავთ

imedinews - ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას იღებს კომპანიის წარმომადგენლობა, რომელიც პანკისის სოფელ ბირკინაში ჰესის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება ჯერ უცნობია.

21 აპრილი 2019, 14:08

საქართველო

საქართველოს საელჩო ნიუ დეილიში შრი-ლანკაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ნიუ დელიში შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

21 აპრილი 2019, 14:05

საქართველო

პანკისში აქციის მონაწილეები კარვების გაშლას აპირებენ

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

მაკედონია

21 აპრილი 2019, 13:42

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

პრეზიდენტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის ოპოზიციური პარტია „მაკედონური ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი გორდან სილიანოვსკა-დავკოვა, ასევე მმართველი პარტიიდან სტევო პენდაროვსკი და „ალბანელების ალიანსის“ მიერ მხარდაჭერილი ბლარიმ რეკა.

21 აპრილი 2019, 13:28

საქართველო

პანკისელების ნაწილი სალოცავად შეიკრიბა

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

21 აპრილი 2019, 13:24

მსოფლიო

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა. მანამდე კი Reuters -ის ცნობით მეშვიდე აფეთქება ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მოხდა. წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ორი ადამიანი. ადგილობრივი ტელეარხის News 1st-ის ცნობით, შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი გარდაიცვალა და 500 დაშავდა.

ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად

21 აპრილი 2019, 12:58

მსოფლიო

ზელენსკიმ ხმის მიცემისას თქვა, რომ ცოლმა დილით ემინემის სიმღერა მოასმენინა

მანამდე გაირკვა, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ვლადიმერ ზელენსკის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნის შესახებ. ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას ანდრეი ხილკო ითხოვდა.

21 აპრილი 2019, 12:42

მსოფლიო

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ტერეზა მეის გადადგომას მოითხოვს

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია პრემიერმინისტრ ტერეზა მეის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს. The Times -ის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას, პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე გრემ ბრედი 23 აპრილს გააკეთებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზეც იმსჯელებს.

აქცია

21 აპრილი 2019, 12:35

საქართველო

პანკისში ინციდენტისას ადგილობრივებიც დაშავდნენ და პოლიციელებიც

დაშავებულ მოსახლეობას დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამართალდამცველები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მოსახლეობის მიერ ქვების სროლი დროს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

21 აპრილი 2019, 12:25

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტს 180-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი გარდაიცვალა და 500 დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლება საგანგებო სხდომას მართავს რათა მომხდარში გაერკვეს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

21 აპრილი 2019, 11:58

მსოფლიო

შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ხომალდი შევიდა

გემი სახელწოდებით HMS_Echo, შავ ზღვაში 21 დღის განმავლობაში იქნება და ბოსფორის სრუტის გავლით, გემების გადაადგილებას გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ გასული თვეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კუთვნილი ხომალდი შავ ზღვაში უკვე მეორედ შევიდა.

კახა საბანაძე

21 აპრილი 2019, 11:46

ძალოვნები

შს მინისტრის მოადგილემ პანკისელებს დიალოგისკენ მოუწოდა

"გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.

მარცინ პშიდაჩი

21 აპრილი 2019, 11:46

მსოფლიო

პოლონეთი: რეგიონში რუსეთის დესტრუქციული ქმედებები უსაფრთხოებას უთხრის ძირს

"მთიანი ყარაბაღი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში. დნესტრისპირეთი მოლდოვაში, დონბასი და ყირიმი უკრაინაში. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი აქტიურად ერევა,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელისაბედ II

21 აპრილი 2019, 11:35

ტაბლოიდი

ელისაბედ მეორე 93 წლის გახდა. ვიდეო

ამ დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახმა სპეციალური ვიდეო მოამზადა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხოვრება ფოტოებზეა აღბეჭდილი. ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში, ბრატონის ქუჩაზე დაიბადა. ის ტახტზე 1952 წელს, 25 წლისა ავიდა. ელისაბედ მეორე 67 წელია დიდი ბრიტანეთის დედოფალია.

21 აპრილი 2019, 11:34

ვიდეო

პანკისის ხეობაში პილიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

შსს

21 აპრილი 2019, 11:21

ძალოვნები

შსს პანკისზე: უწყება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

21 აპრილი 2019, 11:07

მსოფლიო

ფრანგული მედია: ნოტრ-დამის დანგრევის რისკები ბოლომდეა განეიტრალებული

საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანკ რიესტერმა განაცხადა, რომ სპეციალისტებმა ხანძრის შემდეგ ბოლომდე შეძლეს ნოტრ-დამის (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი) დანგრევის რისკების განეიტრალება. მინისტრის თქმით ნოტრ-დამის დანგრევის საფრთხე არ არსებობს.

აქცია

21 აპრილი 2019, 10:40

საქართველო

პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვალდებულება არ იყო მათ დავპირდით სასმელი და სარწყავი სისტემის მოგვარებას, 100 ადამიანის დასაქმებას ომალო-ბიკრიანის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე. ამ ყველა პირობას შევასრულებთ, "- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

21 აპრილი 2019, 10:38

ტაბლოიდი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა საცხოვრებლად აფრიკაში გადავიდნენ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა აფრიკაში გადავიდნენ და საერთაშორისო საქმიანობა დაიწყონ. ამ გადაწყვეტილების გამო მათ ბრიტანეთის დროებით დატოვება მოუწევთ. წყვილი ასევე ქველმოქმედებით დაკავდება და ბრიტანეთის იმიჯზე იმუშავებს. თუ ეს გეგმები დადასტურდა წყვილი აფრიკაში საცხოვრებლად 2020 წელს გადავა.

აქცია

21 აპრილი 2019, 10:25

საქართველო

პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყება მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

50- მეტი ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილზე ხეობის მცხოვრებლებმა სამუშაოების შეჩერება სცადეს, თუმცა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა განაგრძო.