imedi /  17 იანვარი 2019, 14:09 / სანდო წყარო

ინდონეზიაში ნიანგმა მომვლელი ქალი დაგლიჯა

ინდონეზიელი ქალი 44 წლის დიზი ტუვო მოშინაურებულმა ნიანგმა დაგლიჯა მას შემდეგ, რაც ის ცხოველის ვოლიერში შევიდა. ამის შესახებ BBC წერს. 

ქალი ვოლიერში შევიდა, რათა ნიანგისთვის საჭმელი მიეტანა. ის მუშაობდა ფერმაში, სადაც ცხოველი უკანონოდ ჰყავდათ დაჭერილი. გავრცელებული ცნობით, 700-კილოგრამიანმა ნიანგმა სახელად მერიმ, ქალს ხელი მოაჭამა და მუცელი გაუფატრა. 

ნიანგი ნაკრძალში გადაიყვანეს. სამართალდამცველები კი ფერმის მეპატრონეს ეძებენ.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 12:17

სამართალი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

19 ივნისს, ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ანატოლი ანტონოვი

21 ივნისი 2021, 12:05

მსოფლიო

აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში დაბრუნდა

სამთვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ჟოზეფ ბორელი

21 ივნისი 2021, 11:48

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს დაამტკიცებენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს დაამტკიცებენ.

21 ივნისი 2021, 11:39

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით ხუთი კონკურსი გამოაცხადა

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს: 1. „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“...

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 11:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.

21 ივნისი 2021, 11:28

საზოგადოება

მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმროში „Le Meridian” ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხუთი ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინო სომელიეებმა განსხვავებულ კერძებთან ერთად დააგემოვნეს და შეაფასეს.

21 ივნისი 2021, 11:26

მსოფლიო

მსოფლიო ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი პირველად იასპარეზებს

43 წლის ლორელ ჰაბერდი პირველი ტრანსგენდერია, რომელსაც მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მისცეს. ტრანსგენდერი ქალის ოლიმპიადაში ჩართვას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ლორელს სხვა მონაწილეებზე უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და რომ ეს უსამართლობაა.

ივანე ჩხაიძე

21 ივნისი 2021, 11:24

COVID19

ივანე ჩხაიძე: ორჯერ აცრილების ინფიცირების შემთხვევაში დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც გადაიტანონ, ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ

„ორჯერ აცრილთა სტატისტიკა არსებობს. რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,2%-ს. რაც ნიშნავს, რომ 1000 ადამიანიდან, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლებელია ორს დაემართოს კორონავირუსი. 1000-დან ორი არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. როგორც წესი, ამ პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც გადაიტანონ. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ. ერთჯერადად ჩატარებული ვაქცინაცია არ იძლევა მნიშვნელოვან დაცვას და მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ არის ორგანიზმი მაქსიმალურად დაცული ინფიცირებისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

21 ივნისი 2021, 11:15

საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციას ავრცელებს

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

21 ივნისი 2021, 11:15

მსოფლიო

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში კონსერვატორები იმარჯვებენ

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში კონსერვატორები იმარჯვებენ, ხოლო ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს მოსალოდნელზე დაბალი შედეგები აქვთ.

21 ივნისი 2021, 11:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

ინფიცირების ახალი შემთხვევებში რეგიონებში ასე გადანაწილდა: აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ანა ნაცვლიშვილი

21 ივნისი 2021, 10:56

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: თამარ ჟვანიას საჯაროდ ვეტყოდი, ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსა და სახელმწიფოსთვის, ეს მისი გადადგომაა

თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი, მას ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსა და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ იფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მოუწევდა.

21 ივნისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,35%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

ლევან იოსელიანი

21 ივნისი 2021, 10:54

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურადაა შეფასებული

ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნაში ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული ცვლილებები, არის შენიშვნები, რომელიც ეხება იმ საკითხებს, რომელიც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის საგანი არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

კორონავირუსი ვაქცინა საქართველო

21 ივნისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

დმიტრო კულება

21 ივნისი 2021, 10:49

მსოფლიო

დმიტრო კულება: ჩემი კითხვა ნატოს - კიდევ რამდენი რეფორმა გსურთ? მოგვეცით მკაფიო სია

13 წლის განმავლობაში, ნატოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გამხდარიყო, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში.

21 ივნისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

კობა ალხაზაშვილი

21 ივნისი 2021, 10:46

საზოგადოება

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

37 წლის კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. ჟურნალისტი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს ნახევარი წელი ებრძოდა. მას ბრონხის სიმსივნე პოსტკოვიდურ პერიოდში განუვითარდა, რაც შემდეგ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

21 ივნისი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

21 ივნისი 2021, 10:36

რეგიონი

გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან აჭარაში შეხვედრას მართავს

„გაეროს ბავშვთა ფონდს აჭარის რელიგიურ ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, ხოლო მათი მხარდაჭერა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.