imedi /  21 იანვარი 2019, 12:30 / სანდო წყარო

ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა

ბომბები

ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 11 ადამიანი. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

დაბომბვების შედეგად, ნაწილობრივ დაზიანდა დამასკოს აეროპორტის ინფრასტრუქტურა.

როგორც თელ-ავივში თქვეს, იერიში დამასკოსთან ახლოს მდებარე ობიექტებზე მიიტანეს. დამასკოში ამბობენ, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „ბუკმა“ და „პანცირმა“ შვიდი რაკეტა გაანეიტრალეს.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ქუთათელაძე

18 აგვისტო 2019, 11:19

სპორტი

ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას მოსკოვის „სპარტაკში“ გააგრძელებს

ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას მოსკოვის „სპარტაკში“ გააგრძელებს. ინფორმაციის დადასტურებისთანავე 18 წლის ქართველმა რუსული კლუბის ახალგაზრდულ გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. „სპარტაკის“ მეტოქე რუსეთის ახალგაზრდულ პირველობაზე „ცსკა“ იყო. ქუთათელაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა

წითელა

18 აგვისტო 2019, 11:00

მსოფლიო

კონგოში წითელას ეპიდემიაა

2019 წლის 8 თვეში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა ვიდრე ებოლამ. ინფორმაციას ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF) ავრცელებს. ერთ თვეში კონგოში წითელასგან 2 758 ადამიანი მოკვდა, 8 თვეში კი ამ ვირუსით 145 000 ათასი დაინფიცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

18 აგვისტო 2019, 10:43

ძალოვნები

ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

18 აგვისტო 2019, 10:28

ტექნოლოგიები

ალასკაზე ანომალური სიცხის გამო ორაგული მასობრივად იხოცება

ალასკაზე ანომალურმა სიცხემ ორაგულის მასობრივი დახოცვა განაპირობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. თევზი მასობრივად ალასკაზე მდინარე კოიუკუკის სანაპიროზე გაწყდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართვის შემდეგ იქ მეცნიერების ჯგუფი ჩავიდა. ადგილზე ჩასულმა მკვლევრებმა ერთი მეტრი სიგრძის 850 ცალი ორაგულის ნეშტი იპოვეს.

დაკავება

18 აგვისტო 2019, 10:25

ძალოვნები

რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. დააკავეს.

პორტლენდი

18 აგვისტო 2019, 09:58

მსოფლიო

პორტლენდში ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების პარალელურ აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პარალელურად მიმდინარე ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების საპროტესტო აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს. რომელი აქციის მონაწილეები არიან დაკავებულები, არ სახელდება.

ნენსი პარკერი

18 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

ახალ ორლეანში ავიაკატასტროფას ამერიკელი ტელეწამყვანი ემსხვერპლა

ახალ ორლეანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი ტელეწამყვანი ნენსი პარკერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox8 ავრცელებს.

ნიკოლას დუხოვნე

18 აგვისტო 2019, 09:04

ეკონომიკა

არგენტინული პესოს გაუფასურების გამო ფინანსთა მინისტრი გადადგა

„მივიღე გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელსაც 2017 წლის იანვრიდან ვიკავებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეკონომიკის დარგს მართვის კუთხით სერიოზული განახლება სჭირდება“, - ნათქვამია დუხოვნეს განცხადებაში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

18 აგვისტო 2019, 08:47

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში სიის მე-8 ნომერთან, რუს დანიილ მედვედევთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა. ფინალში მედვედევის მეტოქე იქნება ბელგიელი დევიდ გოფინი, რომელიც ATP-ის სიაში მე-19 ადგილს იკავებს.

თვითმფრინავი

18 აგვისტო 2019, 08:22

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი Cessna 303 საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოზე (FAA) დაყრდნობით CBS New York-ი ავრცელებს.

აფეთქება ქორწილში

18 აგვისტო 2019, 08:08

მსოფლიო

ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა. როგორც BBC-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.

18 აგვისტო 2019, 01:00

მსოფლიო

ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 9-ს შეადგენს. დაშავებულია 10 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ზინედინ ზიდანი

18 აგვისტო 2019, 00:45

სპორტი

ზიდანი: ბეილი „რეალში“ რჩება

მადრიდის რეალის მწვრთნელმა უელსელი ვარსკვლავის კარიერაზე დასმულ შეკითხვას ლა ლიგის შემდეგ უპასუხა. ზინედინ ზიდანის თქმით, გარეტ ბეილი გუნდში რჩება. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „რეალში“ დიდ საქმეს აკეთებს და მის თამაშით ძალიან კმაყოფილია. ბეილის აგენტმა 30 ივლისს დაადასტურა, რომ ჩინურ კლუბში უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშალა.

18 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

ქაბულში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა. Reuters-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 20 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია. შს სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს. სხვა დეტაოლები ჯერ უცნობია.

18 აგვისტო 2019, 00:15

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ ანგარიშით 2:0 მოუგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ანგისას ბაზაზე გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ჯაბა ჯიღაურის დუბლით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

17 აგვისტო 2019, 23:57

კულტურა

კურდღელ როჯერის შემქნელი ანიმატორი გარდაიცვალა

კინოს და ანიმაციის რეჟისორი რიჩარდ უილიამსი თავის სახლში ბრისტოლში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ინფორმაციას უილიამსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს. ის 86 წლისა იყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

17 აგვისტო 2019, 23:45

მსოფლიო

იუნკერი გადაუდებელი ოპერაციისთვის ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაიყვანეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუნკერი შვებულებას ავსტრიაში ატარებდა, ოპერაციის ჩასატარებლად კი ლუქსემბურგში გადაიყვანეს. ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვან დერ ლეიენი ჩაანაცვლებს.

17 აგვისტო 2019, 23:20

საქართველო

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

სტამბოლი

17 აგვისტო 2019, 22:49

მსოფლიო

სტამბოლში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ემინონუს მოედნის დატბორვის გამო დაზარალდა ადგილზე მდებარე მაღაზიებიც. გარდა ამისა, დაიტბორა სტამბოლის დიდი ბაზარი.

არჩილ თალაკვაძე

17 აგვისტო 2019, 22:37

საქართველო

თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას.